თავადაც არ უნდა მისცეთ უფლება ახალშემოსულ ადამიანებს, სანამ ისინი ხელებს არ დაიბანენ და ქუჩის, გზის ჭუჭყსა და ბაქტერიებს არ მოიცილებენ, მიეკარონ პატარებს ბავშვობაში ბევრს ჰქონდა ეს რიტუალი: მშობლები სთხოვდნენ ბავშვებს, ეკოცნათ სტუმრად მოსული ნათესავებისთვის. ფსიქოლოგების აზრით, დემონსტრირება მოახდინო მათი ნების საწინააღმდეგოდ - არასწორი და დაუშვებელია. ოჯახის პატარა წევრების ჩახუტება-მოფერება ძალიან ძვირფასია, ოღონდ თუ ბავშვი ამას აკეთებს თავისი ნებით. ბევრი მშობელი უხერხულობას განიცდის, როდესაც ბავშვები არ ჩქარობენ ბებიასთან ჩახუტებას. მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში საჭიროა ბავშვის თანაგრძნობა: ამ გზით ის უბრალოდ სწავლობს საკუთარი საზღვრების დაცვას.
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბებო რაიმეს არასწორად აკეთებს. მაგრამ ყველა მიკარება და მიჯაჭვულობის სხვა მეთოდები ყოველთვის უნდა იყოს ბავშვის ნებაყოფლობითი არჩევანი. მშობლები უნდა ეცადონ უხერხული სიტუაციის განეიტრალებას", - ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი ემი ტიმანი.
ბევრ ბავშვს სჭირდება დრო, რათა არ რცხვენოდეს ახალი ნათესავების. ამიტომ, თუ თქვენმა ბავშვმა დაიმორცხვა ბებიასთან ან თქვენს მეგობართან, ეცადეთ გადაატანონოთ ყურადღება სხვა რამეზე. ჩართეთ ტელევიზორი, შესთავაზეთ რაიმე სასუსნავი - ეს ქმედებები მისცემს ბავშვს დროს, ნელ-ნელა შეეჩვიოს არსებულ სიტუაციას.
თუ ნათესავებს ეწყინათ, აუხსენით, რომ ეხმარებით ბავშვს საკუთარი საზღვრების დადგენაში უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დროს. პატარაობიდანვე უნდა ესმოდეს ბავშვს, რომ ნებისმიერი ჩახუტება ან ერთობლივი თამაში უნდა ხდებოდეს პროცესის ორივე მხრის თანხმობით.
თუ ამას ვასწავლით ბავშვებს, მაგრამ ამავე დროს დავუშვებთ გამონაკლისს ბებია-ბაბუებისთვის, ეს აურევს მათ გონებას: რატომ არ უნდა მიაქციონ ყურადღება დისკომფორტს? გახსოვდეთ: უსაფრთხოება და საკუთარი ღირსების შეგრძნება, მნიშვნელოვანია ნებისმიერი უფროსის უკმაყოფილებაზე.
გარდა ამისა, თუ ბავშვი ძალიან პატარაა, თავადაც არ უნდა მისცეთ უფლება ახალშემოსულ ადამიანებს, სანამ ისინი ხელებს არ დაიბანენ და ქუჩის, გზის ჭუჭყსა და ბაქტერიებს არ მოიცილებენ, მიეკარონ პატარებს. ხშირად ქუჩიდან შემოსული ნათესავ-მეგობრები ჩვილსაც იყვანენ ხელში და კოცნიან, რაც სრულიად დაუშვებელია.
სხვებისთვის "კოჭის გაგორებაზე" უფრო მნიშვნელოვანი თქვენი შვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა!