ზედმეტია ფრაზები: "რა გაგათხოვებს", "დაალაგე" კითხვა: "თქვენ ამბობთ, რომ გოგონას არ უნდა დავაძალოთ სახლის საქმეების გაკეთება. აბა როგორ ისწავლის სადილების კეთებას, ჭურჭლის დარეცხვას? ჰაერიდან მოვა ეს ცოდნა?"
პასუხი: "გარწმუნებთ - ჩემი შვილისთვის ჰაერიდან მოვა. სამი წლის იყო, როდესაც ფორმები აიღო, ქვიშა ჩაყარა და "გამოაცხო". ეს მისთვის არავის უსწავლებია.
ზედმეტია ფრაზები: "რა გაგათხოვებს", "დაალაგე"... თუ ბავშვს "დატვირთავთ" 14 წლამდე იმის ფიქრში, რომ " დროა პატარაობიდანვე მიეჩვიოს სახლის საქმეებს", ან " კარგია, თუ ბიჭი 5 წლიდან უკვე დაეხმარება დედას და ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა" - მიიღებთ ორ ვარიანტს:
პირველი: უპასუხისმგებლობა - "მიმიფურთხებია პასუხისმგებლობისთვის, არავისთან არ ვარ ვალდებული". თქვენი აზრით, ვისი ტექსტია, გოგონასი თუ ბიჭის? - ხშირად ბიჭების.
მეორე ვარიანტი უფრო საშიშია - შესრულებული სამუშაო, რომელსაც სიამოვნება არ მოაქვს. თქვენ მოუკალით რწმენა თქვენი იდეებით: "თუ პატარაობიდანვე არ მიაჩვიე, მერე ჰაერიდან კი არ მოვა?" "ბედნიერი ვერ იქნები მხოლოდ ახლობლებზე ზრუნვით" - აი ამის რწმენა ექნება თქვენს გოგონას.
"არ შევსწრებივარ ისეთ მომენტს, როდესაც საოჯახო საქმეების კეთება დედისთვის დიდი სიამოვნების მომნიჭებელი ყოფილიყოს, ის ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის გადმოებარებინა თავისი მოვალეობები. დედა კი ამბობდა: "საოჯახო საქმეების კეთება არ იყო ჩემთვის სიხარულის მომტანი, რადგან ბებო ცდილობდა ჩემთვის გადმოებარებინა ყველაფერი".
გოგონების უმრავლესობას დედები ზრდიან პრინციპით: არა მინდა-არმინდათი, არამედ, "საჭიროა"-თი და თვლიან, რომ ზრდიან კარგ დიასახლისს.
ნუ გეშინიათ, ყველაფერი რაც საჭიროა თვითონ მოვა. ოჯახში გოგონა უნდა გრძნობდეს, რომ ყველასათვის საყვარელია, უბრალოდ დაიბადა იმისთვის, რომ გაახაროს მშობლების გული. ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს დედა. კოპირება - ეს აღზრდის ყველაზე მარტივი მეთოდია. დაძალება - ცუდი. შეიძლება ურჩიოთ, ხანდახან დაიხმარიოთ, მაგრამ არ უნდა დააძალოთ.
გოგონა მხოლოდ ასე აღიქვამს საოჯახო მოვალეობებს არა როგორც რუტინას, არამედ როგორც სასიამოვნო მეთოდს, იზრუნოს თავის ოჯახზე.