შეიძლება თუ არა ბავშვები შიშვლები იყვნენ სანაპიროზე? სულ ცოტა ხნის წინ ზღვის სანაპიროზე მორბენალი შიშველი ბავშვები არანაირ კითხვებს არ იწვევდნენ, მაგრამ დრო იცვლება და საზოგადოებაში ესეც კამათის თემად იქცა. შეიძლება თუ არა ბავშვები შიშვლები იყვნენ სანაპიროზე? რომელ ასაკამდეა დასაშვები გოგონებისთვის მკერდის გამოჩენა? როგორი საცურაო კოსტუმი უნდა ეცვათ მათ, ერთიანი თუ ცალ- ცალკე? ჟურნალისტი პოლინა ვოლოშინა შეეცადა გაერკვია, როგორ უნდა ჩავაცვათ ბავშვს სანაპიროზე. დედიშობილა ბავშვები პლაჟზე არც საქართველოსთვისაა უცხო და ხშირად გაიგონებთ მათი მშობლების მისამართით ხალხის უკმაყოფილებას.
პოლინა ვოლოშინა, ჟურნალისტი.
წინა კვირას ფეისბუქსში კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. ცნობილმა ფოტოგრაფმა, სამი შვილის დედამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი შვილების ვიდეო, სადაც ისინი გადაღებული არიან სანაპიროზე თამაშის დროს. უმცროსი - 4 წლის, უფროსი - 6 წლისაა, ამიტომ ბავშვები მხოლოდ ტრუსებში იყვნენ. ვიდეოს მითითებული ჰქონდა "მხოლოდ მეგობრებისთვის" ნახვა. ამ რეჟიმში გამოქვეყნებული "მხოლოდ მეგობრებისთვის" ვიდეო მაშინვე წაშალეს, ხოლო დედას "ბანი" დაადეს.
ამან ფოტოგრაფის მეგობრებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ხოლო თემის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამერიკული სოციალური ქსელები საკმაოდ ხშირად ადებენ ბანს მსგავსი შინაარსის ფოტოს ან ვიდეოს. რთულია კამათი, თუ ვინ არის მართალი და ვინ - არა. მე წავიკითხე გულდაწყვეტილი მშობლების კომენტარები. ისინი დაბნეულები არიან და ვერ იგებენ, თუ რატომ დაუწესეს შეუზღუდვები.
მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ ვიდეო ერთ-ერთი მეგობრის გასაჩივრებით წაიშალა, რაც ორმაგად უსიამოვნო იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ის უარყოფითი შეფასებები, რასაც ამ დროს გამოთქვემენ ხოლმე სოციუალურ ქსელში. ამ მოსაზრებებს შეიძლება ბევრი დაეთანხმოს, ბევრს კი გაზვიადებული და გამაღიზიანებელიც ეჩვენოს. ყველა შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსიროთ.
1." შიშველი ბავშვები სასიამოვნო საყურებელი არ არიან" - ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, ნამდვილად არ არის ბავშვების მოყვარული, მაგრამ მას აქვს ასე ფიქრის სრული უფლება. ხალხისგან მიყრუებულ სანაპიროზე შეგიძლიათ ისე ჩააცვათ ბავშვს, როგორც გნებავთ, მაგრამ ხალხმრავალ სანაპიროზე ჯობია ბავშვს შესაბამისად ჩააცვათ. ამით თავს აარიდებთ უსიამოვნებას.
2." შიშველი სიარული არაჰიგიენურია" - პასუხია-"კი"-ც და "არა"-ც. ასე მარტივად ზღვის "ურჩხულები" არ ძვრებიან ბავშვის ტანში, ხოლო ენტეროვირუსით დასნებოვნებაში ქვედა საცვალი არაფერ შუაშია. აი ქვიშა კი შეიძლება შეეყაროს ბავშვს იქ, სადაც არაა სასურველი (განსაკუთრებით გოგონებს). მიდი მერე და ასხი პატარას გვირილას ნაყენები.
3. "შიშველი ბავშვები პედოფილების პროვოცირებას ახდენენ" - სამწუხაროდ, პედოფილებს იზიდავენ ბავშვები მათი ჩაცმულობის მიუხედავად. არ ააქვს მნიშვნელობა, ბავშვი შიშველი იქნება, საცურაო კოსტუმში თუ კოჭებამდე კაბაში. ადამიანს, რომელსაც არ აწუხებს ავადმყოფური სწრაფვა ბავშვების მიმართ, პაწაწინა საცურაო კოსტუმი ვერ შეუცვლის წარმოდგენებს და პატარა გოგონაში ვერ დაინახავს სექსუალურ ობიექტს. პატარა გოგონებს კი მოსწონთ, როდესაც დედიკოს მსგავსი საცურაო კოსტუმი აცვიათ. თუკი ამაში ვიღაცა სექსუალურ ქვეტექსტს ხედავს, ეს ჩაცმულობის კი არა, მისი არაჯანსაღი ფსიქიკის ბრალია.
4. "ბავშვმა შეიძლება მოისაქმოს სანაპიროზე" - ეს ასეა. ამაში გასაკვირი არაფერია. ეს შეიძლება მოხდეს აქტიური თამაშების და გრილ წყალში ბანაობის დროს. მაგრამ არ არის საჭირო! უმჯობესია, ეს მოხდეს ქვედა საცვალში ან უფრო უკეთესი-სპეციალურ პამპერსში. თქვენ ფრთხილად და აკურატულად გამოუცვლით პამპერსს და ყველა იქნება კმაყოფილი.
ამგვარად, მგონი მივედით დასკვნამდე, რომ სანაპიროზე ქვედა საცვალი მინიმუმ თავაზიანობის და მაქსიმუმ ჯანმრთელობის გამოხატულებაა. ბიკინი პატარა გოგონაზე შეიძლება აღიზიანებდეს მხოლოდ იმას, ვისაც არაფერი ესმის მათი; ჩააცვას დედამ პატარა გოგონას ტოპი თუ მხოლოდ ქვედა საცვალი, დამოკიდებულია იმაზე, გეოგრაფიულად სად მდებარეობს სანაპირო, იქაურ წეს- ჩვეულებებზე და აპირებთ თუ არა თქვენი პრინცესას ფოტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!
წაიკითხეთ ასევე:
5 მცდარი შეხედულება ბავშვის საცურაო კოსტიუმზე - თქვენც ასე რომ არ დაგემართოთ