გთვაზობთ მსოფლიოში აღირებულ ფილმებს, რომელიც თერაპიის მაგივრობას გაგიწევთ
იშვიათად მოიძებნება წყვილი, რომელთაც არ უწევთ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდების გადალახვა. მსგავსი სიტუაციიების დროს გთვაზობთ უყუროთ ისეთ ფილმებს, რომელიც თერაპიის მაგივრობას გაგიწევთ. ისინი დაგიბრუნებენ სიყვარულის რწმენას, დაგეხმარებიან სხვა კუთხით შეხედოთ თქვენ წინაშე წარმოშობილ ცოლ-ქმრულ, თუ სხვა სახის სასიყვარულო ურთიერთობებით გამოწვეულ პრობლემებს.
უბის წიგნაკი - მოგვითხრობს სიყვარულის ეპიკურ ისტორიაზე, მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან. ფილმში, რომლის რეჟისორია ნიკ კასავეტესი მონაწილეობენ რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი, როგორც ნოა და ელი – ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ ადრეულ 1940–იან წლებში.
მეოჯახე - საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა.
სიყვარული ყველაფერია, რაც შენ გჭირდება - ოსკარის მფლობელი სიუზანა ბიერის რომანტიკული კომედია ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ოჯახზე, რომელიც იტალიაში ქორწილში ხვდება ერთმანეთს.
ბოიფრენდი მომავლიდან - 21 წლის ასაკში ტომი აღმოაჩენს, რომ შეუძლია დროში გადაადგილება და ყველაფრის შეცვლა, რაც მოხდა და რაც მოხდება. ის ცდილობს გახადოს თავის სამყარო უფრო ბედნიერი. ოცნების გოგონას მოსახიბლად მზადაა გაიმეოროს პირველი პაემანი ისევ და ისევ დაუსრულებლად...
ისტრორია ჩვენს შესახებ - ბენი და ქეიტ ჯორდანები ის წყვლია, რომელიც ცდილობს ერთად გადალახონ თხუთმეტწლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისი.
ფილმები, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობებში არსებული კრიზისების დაძლევაში დაგეხმარებათ
ფიცი - ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი (მაკადამსი) და ლეო (ტატუმი) ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა.
მისტერ და მისის სმიტები - ჯონ და ჯეინ სმიტებისთვის ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ჯერ არ იცის, რომ ორივე მათგანი ერთნაირ გასაიდუმლოებულ სამსახურშია: ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ერთმანეთისთვის საქმიანობის დამალვა მათთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა, სანამ არ აღმოჩენდნენ, რომ ორივე მათგანის მორიგი დავალება ერთმანეთის მიზანში ამოღებაა.
მოდი ვიცეკვოთ - რომანტიული კომედია, სადაც გადაღლილი ქალაქელი ადვოკატი, სამეჯლისო ცეკვების გაკვეთილებზე ჩაეწერება.
მოჩვენება - ახალგაზრდა ბანკის თანამშრომელი მოკლულია და როდესაც ის გაიგებს, რომ შემთხვევით არაა მოკლული, ეცდება თავისი საყვარელი გოგონას გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
გაზაფხულის იმედები - 30 წლის ქორწინების შემდეგ წყვილი კრიზისის ზღვარზეა, ოჯახის შესანარჩუნებლად ისინი ფსიქოლოგს სტუმრობენ.
"სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის" - ერთი წყვილი მეორეს დაიყოლიებს ქორწინების გადასარჩენად ერთად კუნძულზე წავიდნენ, რომელიც სპეციალურად პრობლემატური წყვილებისთვის არის შექმნილი.