ამ ვარჯიშებმა, რომელსაც სახლში აკეთებთ, შეიძლება ზიანი მოგიტანოთ
ამ ვარჯიშებმა, რომელსაც სახლში აკეთებთ, შეიძლება ზიანი მოგიტანოთ
როგორც იქნა გადაწყვიტეთ ვარჯიში? მაგრამ, რომელი ვარჯიში? ყველასათვის ცნობილია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ვარჯიში, რომლებიც სასარგებლოდ გეჩვენებათ. მაგრამ ნამდვილად სასარგებლოა კი? მოდით შევეკითხოთ სპეციალისტებს.


1. დახრები გვერდით და წინ
არასწორია - წინ დახრა და ამ მდგომარეობაში გაჩერება საშიშროებას უქმნის ტკივილის წარმოქმნას ზურგის არეში და ყველა დეგენერაციული პროცესის გამწვავებას: თიაქარი, ოსტეოქონდროზი.
mshoblebi
სწორია - ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. წინ გადმოხრის დროს მუხლები ოდნავ მოხარეთ, ზურგი გეჭიროთ სწორად (მაგიდის პოზიციაში), არ მოხაროთ.ხელებით დაეყრდენით მუხლებს. ამასთნ, არც წელი და არც გულ-მკერდის მიდამო არ უნდა იყოს
მომრგვალებული.

2. ძელზე აზიდვა
არასწორია - ძელზე აზიდვის დროს ჯერ მხრებს წევთ და შემდეგ მთელ ტანს. გარდა ამისა, აზიდვის მომენტში არ შეიძლება წელში გაზნექვა და მენჯის ტრიალი.
mshoblebi
სწორია - აზიდვის დროს მოძრაობას ასრულებს მხოლოდ ხელები და ზურგი.

3. ჰანტელების აწევა თავის ზევით ორი ხელით
არასწორია - ხელების აწევა ჰანტელებით მხრებიდან ზევით. ეს მოძრაობა საკმაოდ საშიშია ტრავმირების მხრივ, რადგან ხშირად ზურგის დაჭერა რთულია გამართულ მდგომარეობაში და შედეგად ზიანდება მხრის სახსრები. ქალებისთვის ჰანტელების წონა ცალ-ცალკე უნდა შეადგენდეს 3კგ. ორივე ხელისთვის, ხოლო მამაკაცებისთვის - 6კგ.
mshoblebi
სწორია - ეს არის ვარჯიში, რომელიც სჯობს არ გააკეთოთ. გთავაზობთ მის
ალტერნატიულ ვარიანტს: ხელები ჰანტელებით გაშალეთ და 80-90 გრადუსიანი კუთხით ასწიეთ ზევით. ასე დააფიქსურეთ და შემდეგ თანდათან ჩამოწიეთ დაბლა. ეს ვარჯიში არ არის რეკომენდებული დამწყებთათვის.

4. ვარჯიში გაწელვები, შპაგატში ჩაჯდომა
არასწორია - შპაგატი, რომელიც შესრულებულია წელის შეზნექვით (ასე კი ასრულებენ ახალბედა მოვარჯიშეები) - აუარესებს ხერხემლის ფუნქციებს.

სწორია - შპაგატი შეიძლება შეცვალოთ ნახევრად შპაგატით. ამასთან, ერთად ერთი ფეხი იშლება წინ და მეორე რჩება მოხრილ მდგომარეობაში. ვარჯიში შეიძლება შესრულდეს დამდგარ, დამჯდარ და დაწოლილ მდგომარეობაში.

5. პრესის ვარჯიში - ფეხების აწევა ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში
არასწორია - ასეთ მდგომარეობაში პრესის ვარჯიში აუარესებს წელის არეში ხერხემლის ფუნქციონირებას.
mshoblebi
სწორია - როდესაც ზურგზე დაწოლისას ფეხები გიწყვიათ ბურთზე, ან დაბალ დივანზე. ასეთ მდგომარეობაში პრესი მუშაობს ეფექტურად, არ იტვირთება წელის კუნთები.
755
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?