5 ხრიკი, რომლითაც ბავშვს ადვილად დაითანხმებთ სხვადასხვა პროცედურაზე
5 ხრიკი, რომლითაც ბავშვს ადვილად დაითანხმებთ სხვადასხვა პროცედურაზე
იმისათვის, რომ ბავშვმა რაიმე ახალი ისწავლოს ან გაუჩნდეს ინტერესი რაიმე ახლის მიმართ, არ არის საჭირო მხოლოდ დარიგება და საკუთარი მაგალითი. ამისათვის მშობლებს უწევთ პატარ-პატარა ხრიკების მოფიქრება...

იმისთვის, რომ კარგად ჩაიაროს პირველმა თმის შეჭრამ

ყურადღებით მოეკიდეთ პროფესიონალის შერჩევას, რომელიც პირველად შეჭრის თმას თქვენს პატარას. უკეთესია, თუ ისარგებლებთ ბავშვთა სალონით.
რამდენიმე დღით ადრე მიიყვანეთ ბავშვი სალონში, რათა გაეცნოს გარემოს.
სახლში ითამაშეთ სალონობანა. გაცვალეთ როლები.
ბავშვებს, როგორც წესი, არ უყვართ სალონში თავის დაბანის პროცედურა. ამიტომ, სახლში დაბანეთ თავი, სტილისტი უბრალოდ დაუსველებს თმას და შემდეგ
შეჭრის.
თან წაიღეთ რამდენიმე სათამაშო და წიგნი ან სათამაშო. ამგვარად, შეგიძლიათ გაართოთ ბავშვი თმის შეჭრის დროს.

მანქანით მგზავრობამ რომ კარგად ჩაიაროს

მანამ, სანამ გაემგზავრებით, მოიფიქრეთ თამაშები, რომ რაღაც პერიოდი გაართოთ ბავშვი გზაში. მაგ: "სიჩუმის მეფე", "დავითვალოთ წითელი მანქანები" და სხვ.
მიეცით ჩანთა და მიანდეთ ბავშვს სათამაშოების თავად შერჩევა. მეორე ჩანთაში, რომელიც სალონში გედებათ, მოიმარაგეთ მინი-სათამაშოები, სენდვიჩები და წვენები.
უყიდეთ ბავშვს სათამაშო საჭე. მათ ხომ უყვართ უფროსების საქციელის კოპირება!
იფიქრეთ СD-ზე: ზღაპრებზე, სიმღერებზე, სხვადასხვა სასიამოვნო მელოდიებზე.
ძილი უფრო მშვიდი ექნება, თუ გზაში წამოუღებთ თავის საყვარელ ბალიშს.
mshoblebi

როგორ ვასწავლოთ ზრდილობა

გამოიყენეთ ამისთვის პირადი მაგალითი. ხშირად გაუმეორეთ "დილა
მშვიდობისა, ჩემო ანგელოზო", "მადლობა, ეს ძალიან სასიამოვნო იყო", საბავშვო ბაღში დატოვებისას უთხარით: "ნახვამდის, კარგ დღეს გისურვებ". ეთამაშეთ "აბა, როგორ უნდა დაემშვიდობო მეგობარს?" - "ნახვამდის!" "როგორ უნდა მივესალმოთ სტუმრებს?" - "გამარჯობა!" და ა.შ. ასე თანდათან თქვენი პატარა ისწავლის ყველა ჯადოსნურ სიტყვას.
მუდმივად შეაქეთ, როდესაც ზრდილობიანად მოიქცევა.
ეთამაშეთ - "ყველაზე უზრდელი მსოფლიოში". 5 წუთის განმავლობაში აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს უზრდელი ადამიანი (მოიფიქრეთ მაგალითები).



alt7 ნაბიჯი, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაძინებას



გადალახეთ ექიმთან ვიზიტის შიში

შეუძინეთ წიგნები ადამიანის აგებულებაზე, საავადმყოფოზე... აჩუქეთ საექიმო ნაკრები. ეთამაშეთ ექიმობანა, შეიცვალეთ როლები, უთხარით უმკურნალოს თავის საყვარელ თოჯინას.
აუხსენით, რომ ვიზიტის დროს ექიმი გაუზომავს სიმაღლეს, წონას, ჩახედავს ყელში.
არ მოატყუოთ. თუ მიგყავთ აცრაზე და თქვენ ეტყვით, რომ არ იგრძნობს ნემსის ჩხვლეტას და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ეს მტკივნეულია, ის არ გაპატიებთ მაგ ტყუილს და დაკარგავთ მის ნდობას.

ასწავლეთ ხელსახოცით სარგებლობა

ყოველდღე ჩაუდეთ ჯიბეში ხელსახოცი.
გრიპის დროს ასწავლეთ ცხვირის მოხოცვა. ჯერ ჰაერი გამოაშვებინეთ პირიდან, თითქოს ტორტს აქრობს. შემდეგ იგივე გააკეთებინეთ ცხვირით (პირი დააკუმინეთ) ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ნესტოთი.
თუ არ ეშინია თავის წყალში ჩაყოფა, სთხოვეთ ღამის ტუალეტის დროს ბუშტები გაუშვას ჯერ პირით, შემდეგ ცხვირით. ეს სახალისოცაა და ეფექტურიც!
1352
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```