თმის შეჭრა, მგზავრობა თუ ექიმთან ვიზიტი აღარ იქცევა კატასტროფად იმისათვის, რომ ბავშვმა რაიმე ახალი ისწავლოს ან გაუჩნდეს ინტერესი რაიმე ახლის მიმართ, არ არის საჭირო მხოლოდ დარიგება და საკუთარი მაგალითი. ამისათვის მშობლებს უწევთ პატარ-პატარა ხრიკების მოფიქრება...
რამდენიმე დღით ადრე მიიყვანეთ ბავშვი სალონში, რათა გაეცნოს გარემოს.
სახლში ითამაშეთ სალონობანა. გაცვალეთ როლები.
ბავშვებს, როგორც წესი, არ უყვართ სალონში თავის დაბანის პროცედურა. ამიტომ, სახლში დაბანეთ თავი, სტილისტი უბრალოდ დაუსველებს თმას და შემდეგ შეჭრის.
თან წაიღეთ რამდენიმე სათამაშო და წიგნი ან სათამაშო. ამგვარად, შეგიძლიათ გაართოთ ბავშვი თმის შეჭრის დროს.
მიეცით ჩანთა და მიანდეთ ბავშვს სათამაშოების თავად შერჩევა. მეორე ჩანთაში, რომელიც სალონში გედებათ, მოიმარაგეთ მინი-სათამაშოები, სენდვიჩები და წვენები.
უყიდეთ ბავშვს სათამაშო საჭე. მათ ხომ უყვართ უფროსების საქციელის კოპირება!
იფიქრეთ СD-ზე: ზღაპრებზე, სიმღერებზე, სხვადასხვა სასიამოვნო მელოდიებზე.
ძილი უფრო მშვიდი ექნება, თუ გზაში წამოუღებთ თავის საყვარელ ბალიშს.
მუდმივად შეაქეთ, როდესაც ზრდილობიანად მოიქცევა.
ეთამაშეთ - "ყველაზე უზრდელი მსოფლიოში". 5 წუთის განმავლობაში აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს უზრდელი ადამიანი (მოიფიქრეთ მაგალითები).
7 ნაბიჯი, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაძინებას
აუხსენით, რომ ვიზიტის დროს ექიმი გაუზომავს სიმაღლეს, წონას, ჩახედავს ყელში.
არ მოატყუოთ. თუ მიგყავთ აცრაზე და თქვენ ეტყვით, რომ არ იგრძნობს ნემსის ჩხვლეტას და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ეს მტკივნეულია, ის არ გაპატიებთ მაგ ტყუილს და დაკარგავთ მის ნდობას.
გრიპის დროს ასწავლეთ ცხვირის მოხოცვა. ჯერ ჰაერი გამოაშვებინეთ პირიდან, თითქოს ტორტს აქრობს. შემდეგ იგივე გააკეთებინეთ ცხვირით (პირი დააკუმინეთ) ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ნესტოთი.
თუ არ ეშინია თავის წყალში ჩაყოფა, სთხოვეთ ღამის ტუალეტის დროს ბუშტები გაუშვას ჯერ პირით, შემდეგ ცხვირით. ეს სახალისოცაა და ეფექტურიც!