გამოცდილებაპრაქტიკული რჩევები
სად ყიდულობენ სასკოლო ნივთებს ცნობილი ადამიანები შვილებისთვის
სად ყიდულობენ სასკოლო ნივთებს ცნობილი ადამიანები შვილებისთვის
სექტემბრის დადგომას ყველა ბავშვიან ოჯახში განსაკუთრებული ემოციები ახლავს. მშობლები ცდილობენ, ბავშვებისთვის ახალი სასკოლო ნივთებით სკოლაში წასვლა უფრო სასიამოვნო და სახალისო გახადონ. თუმცა ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არაა. სასკოლო ბაზრობები ხალხმრავლობის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. შესაბამისად, უფროსები ცდილობენ ბავშვები უფრო მშვიდ და სასიამოვნო გარემოში წაიყვანონ, სადაც სასკოლო ნივთების არჩევით კი არ დაიღლებიან, არამედ მართლაც სიამოვნებას მიიღებენ და სწავლის დასაწყებად სრულ მზადყოფნას იგრძნობენ.

წელს რამდენიმე ცნობილი ადამიანის შვილიც პირველად მიდის სკოლაში. მათი შორისაა მანიკა ასათიანის შვილი, გიორგი. როგორც მანიკა აღნიშნავს, ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია.
სასკოლო ნივთების შეძენა კი „ბიბლუსი გალერეაში“ გადაწყვიტეს.
mshoblebi
„ყველა ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი პირველ კლასში მიდის. ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვისაც ანალოგიურად ასეა. გაასმაგებული ძალებით ვემზადებით ამ ყველაფრისთვის. ყველა დამეთანხმება, რომ პირველკლასელს ძალიან ბევრი რამ სჭრდება. წინამოსამზადებელი პერიოდი ყველაზე დატვირთულია.„ბიბლუსი გალერეას“ მსგავსი სივრცის არსებობა კი მართლა ძალიან დიდი კომფორტია. როცა ერთ სივრცეში, არაჩვეულებრივ გარემოში, არაჩვეულებრივი ხალხის მეთვალყურეობით, შეგიძლია შენი შვილისთვის საუკეთესო ნივთები შეიძინო. აქ ყველაფერია, რაც გიოს პირველ კლასში სჭირდება. პირველ რიგში ჩანთა შევარჩიეთ. მე და ჩემი გიო კმაყოფილები ვართ,“ - აღნიშნა მანიკა ასათიანმა.

ასევე, „ბიბლუსი გალერეაში“ შეიძინა სასკოლო ნივთები თიკა ჯამბურიამ ნინასთვის. ნინამ
თავად აარჩია ყველა ნივთი, რაც სკოლისთვის დასჭირდება და საკმაოდ ბედნიერიც იყო.
mshoblebi
„ბიბლუსი გალერეა“ ჩვენი საყვარელი სივრცეა. აქ ხშრად დავდივართ და სასკოლო ნივთების შეძენაც აქ გადავწყვიტეთ, რადგან არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია,“ - დაამატა თიკა ჯამბურიამ.

„ბიბლუსი გალერეაში“ სასკოლო ნივთების მართლაც დიდი არჩევანია როგორც გოგოებისთვის, ისე ბიჭებისთვის. პროდუქცია სხვადასხვა საფასო სეგმენტს განეკუთვნება და შესაბამისად, აქ სასკოლოდ მომზადება ყველასთვის მოსახერხებელია. მაგალითად, რვეულის ფასი 0.55 ლარიდან იწყება, ჩანთის - 19.90 ლარიდან და პენლის - 4.95 ლარიდან.

„ბიბლუსში“ 100 და 50 ლარიანი ბიუჯეტითაც შეძლებთ სასკოლოდ სრულ მომზადებას.

altwww.biblusi.ge მომხმარებლებს, სასექტემბროდ უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს



ბეჭდვა