თუ ოჯახის წევრი ავადაა, ეცადეთ შეუქმნათ იზოლირებული გარემო
დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები. ხელები ხშირად დაიბანეთ და იგივე ასწავლეთ ბავშვებსაც. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებრივი ადგილების საერთო მოხმარების საგნები: კარის, ონკანის სახელურები, ტელეფონის ყურმილი, ფული, ვირუსული ინფექციების პოტენციური გადამტანია. ისუნთქეთ ცხვირით. ცხვირში ჰაერი თბება, ტენიანდება და სუფთავდება მტვრისა და მიკრობებისაგან. პირით სუნთქვისას კი სასუნთქ გზებში ადვილად ხვდება ინფექცია. თუ ოჯახის წევრი ავადაა, ეცადეთ შეუქმნათ იზოლირებული გარემო: ცალკე ოთახი, ინდივიდუალური ჭურჭელი და ტუალეტის ნივთები: პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვა. მოარიდეთ მას ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ბავშვები. მასთან ოთახში შესვლისას გაიკეთეთ ნიღაბი. ეცადეთ ცივ სეზონში თქვენი ბინა გაათბოთ თანაბრად, ხშირად გაანიავოთ და ჰაერი არ გამოაშროთ, რადგან გამომშრალ ლორწოვან გარსებში ინფექცია ადვილად აღწევს. გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი: ბევრი იმოძრავეთ, იკვებეთ რაციონალურად, ნუ მოსწევთ თამბაქოს, მოერიდეთ ზედმეტ ალკოჰოლს, აკონტროლეთ საკუთარი წონა.