როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი ჩვეულებრივი თერმომეტრით?
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინული კვლევებისას აღმოაჩინა, რომ სხეულის ტემპერატურა არაჩვეულებრივი მაჩვენებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დასადგენად.
როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი ჩვეულებრივი თერმომეტრით?
1. საღამოს მოამზადეთ თერმომეტრი. მაჩვენებელი არ უნდა უჩვენებდეს 35 გრადუსზე მეტს.
2. გაღვიძებისთანავე მოათავსეთ თერმომეტრი იღლიის ფოსოში და გაიჩერეთ 10 წუთი. მიღებული მაჩვენებელი არის თქვენი დილის საბაზო ტემპერატურა.
3. თუ დილის საბაზო ტემპერატურა 36,5-36,8 °С-ია, ორგანიზმში ყველაფერი წესრიგშია. მენსტრუაციის და ფეხმძიმობის დროს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს.
4. მაქსიმალურად ზუსტი მონაცემისთვის, მიყოლებით 3 დღის მანძილზე უნდა იქნას გაზომილი ტემპერატურა.
5. თუ ტემპერატურა 36,5 გრადუსზე ნაკლებია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია (ჰიპოთირეოზი). ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა სხვა ჩივილებიც გაწუხებდეთ, როგორიცაა: მოთენთილობა, ხშირი თავის ტკივილები, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა.
6. თუ დილის საბაზო ტემპერატურა 36,8-ზე მაღალია, ე.ი. თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მუშაობა დაჩქარებულია. ასევე შეიძლება ორგანიზმში ანთებითი პროცესებიც მიმდინარეობდეს.
ნორმიდან გადახრის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ენდოკრინოლოგს. რათა შეინარჩუნოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მნიშვნელოვანია სტრესული სიტუაციებიდან თვიდან არიდება, დაბალანსებული კვება. საკვებში უნდა შედიოდეს დიდი რაოდენობით სელი, მაგნიუმი, А და В ჯგუფის ვიტამინები, კორტიზოლი.
რამდენად ამართლეს რეალურად ეს მეთოდი, ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ ენდოკრინოლოგ მერი აბშილავას:
- თერმომეტრის მეთოდი, სხვათა შორის, ხშირად გამოიყენება თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ის კონკრეტულად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოსავლენად. ზოგადად ტემპერატურის კონტროლი ბევრ სხვადასხვა დაავადებაზე გვაძლევს ინფორმაციას და დიაგნოსტირების დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადვილად დაღლა, უღონობა, ძილიანობა, წონაში მატება, სიცივის აუტანლობა ეს ხშირად გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის ნიშნები მაგრამ არის შემთხვევები როდესაც საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემა. კანი შეიძლება იყოს მშრალი და გასქელებული, სუსტდება სასუნთი კუნთები,ქვეიდება ფილტვების ფუნქცია. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უფრო ხშირია ქალებში და მათი სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად. პროფილაქტიკური და დროული ვიზიტი ენდოკრინოლოგთან ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ