ეს პერიოდი გარდამტეხია ბიჭის მამაკაცად ჩამოყალიბების პროცესში თქვენი ბიჭი უკვე 11 წლისაა? ამჩნევთ, რომ კლასში ბიჭებს შორის ვიღაცას უკვე ვაჟკაცის შეხედულება აქვს, ზოგს კი ისევ პატარა ბავშვის იერი?
რისი ბრალია ეს სხვაობა და არის თუ არა ღელვის მიზეზი, თუ კლასელები თქვენს შვილს განვითარებით უსწრებენ? ყველაფერი სქესობრივი მომწიფებით აიხსნება. ეს პერიოდი გარდამტეხია ბიჭის მამაკაცად ჩამოყალიბების პროცესში.
ბიჭებს სქესობრივი მომწიფება 11-12 წლის ასაკში ეწყებათ, შესაძლოა ამ პერიოდმა 14-15 წლამდეც გადაიწიოს. ამ დროს ბიჭი იზრდება სიმაღლეში, მატულობს კუნთების ზომა, იცვლება ხმა, მოცულობაში მატულობს სასქესო ორგანოებიც, აქტიურდება თმიანობა.
დაახლოებით 14 წლის ასაკში უკვე პირველი პოლუცია ჩნდება, რაც ნიშნავს, რომ სპერმა ჩამოყალიბებულია და თქვენს ვაჟს უნაყოფობა არ ემუქრება.
შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიჭის განვითარებაში არის სიმაღლე.
როგორც წესი, ზრდისას ორი „ნახტომი“ გვაქვს სიმაღლეში - 10-11 წლის ასაკში (ამ დროს ბიჭი იმატებს დაახლოებით 10 სანტიმეტრს) და 13 წლის ასკში (იმატებს 7-8 სანტიმეტრს).
მომწიფების პერიოდში ბიჭს აუხსენით, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ჰიგიენას - ბანაობა და საცვლის გამოცვლა ყოველ დღე საჭიროა. აკონტროლეთ ოფლის სუნიც, რადგან შესაძლოა თავად ბავშვმა ვერ იგრძნოს, სამაგიეროდ მას გარშემო მყოფნი იგრძნობენ და შეიძლება თანატოლებმა დასცინონ.
თუ თქვენი ვაჟის განვითარების საფეხურები ამ მაჩვენებლებს არ ემთხვევა, რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველი არ გაქვთ - სქესობრივმა მომწიფებამ შესაძლოა 1-2 წლით დაიგვიანოს. შეიძლება შეფერხების მიზეზი ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობაც იყოს. ამიტომ 13-19 წლის ასაკში მყოფ ბიჭს ხელშეწყობა და გარკვეული ვიტამინების „მიშველება“სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ამ ასაკის ბიჭები იდეალურად არ იკვებებიან, დარღვეული აქვთ დღის რეჟიმი, გარკვეული მინერალების და მიკროელემენტების ნაკლებობამ კი შეიძლება შეაფერხოს ზრდაში, გამოიწვიოს სწავლაში ჩამორჩენა და სხვა დარღვევები.
მაგალითად, სასქესო სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია თუთია და სელენი, E ვიტამინი მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავებაში ეხმარება, კოენზიმ Q10 - კუნთების განვითარებისთვის არის საჭირო. ეს და სხვა ბევრი ბიჭისთვის საჭირო ნივთიერება ძალიან კარგად არის დაბალანსებული სპეციალურად ბიჭებისთვის შექმნილ ვიტამინებში - ველთინი პლუსში. ქართულ ბაზარზე ეს ერთადერთი ვიტამინია, რომელიც სქესის მიხედვით დიფრენცირებულ კომპლექსს გვთავაზობს.