"დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი ძალიან დამღლელია, ამიტომ ახალ დაბრუნებულებს ნუ დააძალებთ, კვლავ წიგნებს მიუსხდნენ"
"დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი ძალიან დამღლელია, ამიტომ ახალ დაბრუნებულებს ნუ დააძალებთ, კვლავ წიგნებს მიუსხდნენ"
ცნობილი პედიატრის, ინგა მამუჩიშვილის საჯარო პოსტებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ბევრი მოწონება და გამოხმაურება აქვს. ამჯერად ქალბატონი ინგა ახალგაზრდა მშობლებს მიმართავს:
"არ დაიზაროთ შვილებთან ურთიერთობა, როგორი დაღლილებიც არ უნდა იყოთ! ბევრი ესაუბრეთ, იკითხეთ, ასწავლეთ დებატის კულტურა, მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და გაანალიზეთ მასთან ერთად! იკითხეთ მისი პროტესტის და გაბრაზების მიზეზი მშვიდად! მოუყევით დადებითი ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან, ასწავლეთ ადამიანობა დადებითი მხარეებით, კაცთმოყვარეობა, კომპრომისი! ხშირად ესაუბრეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ფიზიკური აქტივობის დადებით მხარეზე,
ასწავლეთ მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა, უფროსებთან ურთიერთობის კულტურა, არ დასცინოთ არავის მათი თანდასწრებით, არ მოატყუოთ, რასაც შეპირდებით, შეუსრულეთ! ნუ აღიქვამთ ცელქ ბავშვს პათოლოგიურად და ნუ ტვირთავთ შენიშვნებით, ნუ გიკვირთ, ჰკითხეთ თქვენს მშობლებს, როგორები იყავით ბავშვობაში, თქვენი ბავშვი, რა თქმა უნდა, თქვენ დაგემსგავსებათ! დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი ძალიან დამღლელია, ამიტომ ახალ დაბრუნებულებს ნუ დააძალებთ კვლავ წიგნებს მიუჯდნენ, დაუტოვეთ ბავშვობის უფლება! განსაკუთრებით 12 წლამდე შეეცადოთ რომ ბავშვმა ტვინი შეივსოს პოზიტიური ფაილებით, რადგან ამ პერიოდამდე მშობელი ოქროს სტანდარტია მისთვის, 12 წლის შემდგ ღირებულებების გადაფასება იწყება, უფრო მეტს ფიქრობენ და თქვენი ქცევის და ყოფის კრიტიკასაც იწყებენ! ერთს გთხოვთ, ყველაფერი აკეთეთ ძალადობის გარეშე და გახსოვდეთ, რომ შვილი,
რომელიც თქვენი მეშვეობით მოევლინა სამყაროს თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენს! ყველა ბავშვი, დაბადებისთანავე პიროვნებაა! პატარა ადამიანი! მე მიყვარს ეს ადამიანები, მინდა, რომ ჯანმრთელები, ბედნიერები იყვნენ, მიიღონ სასურველი, მაღალი დონის განათლება, იცხოვრონ მოწესრიგებულ, დალაგებულ, უსაფრთხო, ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე დაცული იქნება მათი უფლებები! იყვნენ კანონმორჩილნი! სუფთა ეკოლოგია, საკვები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას! ამ ყველაფერზე ზრუნვა დაბადებისთანავე იწყება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ერთად და ცალ-ცალკეც, რომ საღი, გონიერი, ჯანსაღი ფსიქიკის საზოგადოება მივიღოთ! მე მხოლოდ ახალგაზრდების, მათი ჯანსაღი მენტალობის იმედი მაქვს და ვეცადოთ არ მოვსპოთ და არ გავანადგუროთ ჩვენი მზაკვრული გეგმებით! ეს ჩემი მეგობრული რჩევებია, განა მე არ მაქვს შეცდომები დაშვებული როცა ახალგაზრდა მშობელი ვიყავი? მაქსიმალურად შეეცადეთ გაუფრთხილდეთ პატარა ადამიანებს."
9255
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
1
0
იმდენი დავალებაა აღარც სპორტისთვის რჩება დრო და აღარც ხელოვნების წრეებისთვის ნაკლები დავალება მიეცით ბავშვებსპლიუს უინტერესო სკოლის წიგნები განსაკუთრებით ისტორია რომელიც წესით ყველაზე სასიამოვნო უნდა იყოს
17:20 / 25-01-2019
ეკა ბურდილაძე
0
საინტერესო მოსაზრებაა თუ არ ჩავთვლით იმ უზომოდ დიდ საშინაო დავალებას საჯარო სკოლია თუნდაც მეორე კლასელს რომ ჩაგდებენ ხოლმე ინტერნეტში მასწავლებლები...მე პირადად ას მაგალითზე მეტი დამითვლია...რა ვქნათ არ დავწეროთ?
18:45 / 23-01-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
```