რა შეიძლება იმალებოდეს ჩვეულებრივ ხველაში და როგორ ვებრძოლოთ მას? გვიანი შემოდგომა - დრო, როდესაც ძლიერდება ყველანაირი ხველა ბავშვებში. რა შეიძლება იმალებოდეს ჩვეულებრივ ხველაში და როგორ ვებრძოლოთ მას?
სასუნთქი გზები პირობითად იყოფა 2 ჯგუფად - ზედა (ცხვირის ღრუ, ცხვირხახა და პირხახა) და ქვედა (საყლაპავი, ტრაქეა და ბრონქები). იმის მიხედვით, თუ რომელი სისტემაა დაზიანებული, გამოყოფენ სხვადასხვა ტიპის ხველას და თითოეულისთვის ექიმი ირჩევს შესაბამის მკურნალობას.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადების დროს აქტიურად გამოიყენებენ ორთქლის ინჰალაციებს, რის შედეგადაც სისველე შედის კონტაქტში თბილ და ტენიან ჰაერთან, ბრონქები აქტიურად ტენიანდება და ადვილი ხდება ამოხველების პროცესი. მაგრამ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ გამომშრალი ლორწოს დატენიანების დროს შეიძლება გამოვიწვიოთ მისი გაფუება. რისკი მით უფრო დიდია, რაც ბავშვი პატარაა. მთავარია დაიმახსოვროთ: თუ სასუნთქ გზებში არ არის გამომშრალი ლორწო, მაშინ არ არის ინჰალაციის გაკეთების აუცილებლობა. ამისათვის საჭიროა შევინარჩუნოთ ოთახში გრილი და ტენიანი ჰაერი და აქტიურად მივცეთ ბავშვს სითხე.
ინჰალაციის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია სასუნთქი გზების უკმარისობის (მესამე ხარისხის), ცხვირიდან სისხლდენის და სისხლდენისადმი მიდრეკილების, გულის არითმიისა და გულის უკმარისობის დროს. ასევე მაშინ, როდესაც პაციენტს 37,5 გრადუსზე მაღალი სიცხე აქვს.
მოზრდილებში ნებულაიზერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი რესპირატორული ინფექციების: რინიტების, ტონზილიტების, ფარინგიტების, ლარინგიტების დროს. ინჰალატორი ეფექტურია ცრუ კრუპის დროსაც. თუ სახლში გაქვთ შესაბამისი მედიკამენტები ექიმის დანიშნულებით, შეგიძლიათ გაუკეთოთ ბავშვს ინჰალაცია და მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ დაგჭირდებათ.
საინჰალაციოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება პროსპანის წვეთები, რომლის განზავება ხდება ფიზიოლოგიური ხსნართან ან სასმელ წყალთან 1:2 თანაფარდობით 1 წლიდან. პროსპანი, რომელიც გერმანული მცენარეული პრეპარატია - სუროს მშრალი ფოთლების ორიგინალური სტანდარტიზებული ექსტრაქტის ფუძეზეა დამზადებული. პროსპანი გამოიყენება ნებისმიერი სახის ხველისას, რადგან იგი კარგად გამოხატული და დადასტურებული ბრონქოლიზური ეფექტის მქონე მცენარეული ამოსახველებელი პრეპარატია. პროსპანი არ შეიცავს სპირტს, საღებავებს, შაქარს. განაპირობებს ლორწოს გათხელებას, სასუნთქი გზებიდან მის აქტიურ გამოყოფას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრონქების მუსკულატურის სპაზმის მოხსნას. პროსპანის სიროფი შესაძლებელია გამოვიყენოთ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თვით ახალშობილობიდან.
პრეპარატზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 032 261 46 88