რბილი სათამაშოების ქიმიის გარეშე წმენდის მეთოდები
რბილი სათამაშოები კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას გვიქმნის, ის ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა სწრაფად იმტვერება და ჭუჭყიანდება. ეს კი ბავშვებისთვი საშიშია, განსაკუთრებით ალერგიული ბავშვებისთვის. არსებობს რბილი სათამაშოების ქიმიის გარეშე წმენდის მეთოდები, რომელთაც ამჯერად შემოგთავაზებთ.
შესაკრავიანი ბალიშის პირი:
1. ჩადეთ სათამაშო ბალიშის პირში. მოამზადეთ ფხვნილი - ღია ფერის სათამაშოებისთვის (ყვითელი, კრემისფერი) - სიმინდის სახამებელი, თეთრებისთვის - საჭმელი სოდა.
2. მოამზადეთ შესაბამისი ფხვნილი, ჩაყარეთ ისიც, შეკარით და კარგად შეანჯღრიეთ, ისე, რომ ფხვნილი თანაბრად გადანაწილდეს.
3. ამოიღეთ სათამაშო და კარგად დაფერთხეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მტვერსასრუტი.
სანამ რეცხვას დაიწყებდეთ, კარგად დაფერთხეთ სათამაშო, რათა ზედმეტი მტვერი მოშორდეს.
გამოიყენეთ საბავშვო გელი ან ფხვნილი და შეარჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი.
დიდი ზომის სათამაშოები შეგიძლიათ გარეცხოთ ხელით და საბავშვო შამპუნით. ამ შემთხვევაში მთავარია ის კარგად გაავლოთ.
არ გირჩევთ რბილი სათამოშოების საშრობიან მანქანაში რეცხვას.
სპეციალისტები გირჩევენ, რბილი სათამაშოები ორ კვირაში ერთხელ გარეცხოთ ან გაასუფთავოთ.
ძმრის ხსნარი
ძმარი
ნახევარი ჭიქა თეთრი ძმარი თბილ წყალში გახსენით და ჩაალბეთ მასში სათამაშო.
სპირტი
გახსენით ერთმანეთში ნახევარი ჭიქა სამედიცინოი სპირტი, მეოთხედი ჭიქა წყალი და 0,5 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ეს ხსნარი ლოკალურად გამოიყენეთ ლაქების ამოსაყვანად.
ნიშადური
სამი სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე შეურიეთ 0,25 ჩაის კოვზ ნიშადურის სპირტს და 200 გრ წყალს. ეს ნარევი პულევიზატორის მეშვეობით დაიტანეთ ლაქებიან ადგილებზე. გააჩერეთ ცოტა ხანი და გარეცხეთ სათამაშო.