საკმარისია სახლში სულ მცირედი ცვლილება შევიტანოთ, რომ ბავშვს იატაკზე გაწოლის და ტირილის სურვილი გაუქრეს საკმარისია სახლში სულ მცირედი ცვლილება შევიტანოთ, რომ ბავშვს იატაკზე გაწოლის და ტირილის სურვილი გაუქრეს.
1-დან 4 წლამდე ასაკი არის კრიზისი, როდესაც ბავშვი ხდება ჯიუტი და ხშირად აწყობს ისტერიკებს. ამასთან მიზეზი, უფროსების გადმოსახედიდან, შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს: ეს შეიძლება ეხებოდეს ტანსაცმელს, საკვებს, რაღაცა დაუვარდა და სურს, რომ უფროსმა მიაწოდოს, რაღაცა არ გამოსდის და ამის გამო ღელავს...
ასეთ "აფეთქებებს" საფუძვლად უდევს - შიმშილი, გადაღლა, დაძინების სურვილი, ავადმყოფობა და ა.შ. ბავშვთა ფსიქოლოგი და დედა - კრისტინა კლემერი გვიამბობს, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა ასეთი ისტერიკების სიხშირე მინიმუმამდე დავიყვანოთ.
1. კარადის ქვედა ორ თაროზე ყოველთვის დადეთ გასასვლელი ტანსაცმლის ორი კომპლექტი
ჩაცმა ერთ-ერთი მიზეზია ისტერიკის მოსაწყობად. მშობლები აჩქარებენ ბავშვს (ბაღში, სასეირნოდ თუ სტუმრად წასვლის დროს). ბავშვი კი იმ ტემპში ვერ ემზადება, რომელსაც მშობლები ითხოვენ. ამ ასაკში კი მნიშვნელოვანია, რომ თავად მისცეთ არჩევანის უფლება, მათ შორის ტანსაცმლისაც. თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ვერასოდეს გავალთ გარეთ.
ამ სიტუაციიდან არაჩვეულებრივი გამოსავალი არსებობს: ორი ხელი გასასვლელი ტანსაცმლის დალაგება კარადის ქვედა თაროზე.
აუხსენით, რომ მას ამ ორი კომპლექტიდან თავად შეუძლია გააკეთოს არჩევანი. შეზღუდული არჩევანი ბავშვებს დამოუკიდებლობის მაღალ შეგრძნებას უღვიძებს.
2. დაუხატეთ ყოველდღიური საქმიაობის გეგმა
ხშირად ჩვეულებრივი ყოველღიური საქმიანობა, საბავშვო ბაღისთვის მზადება, ხელების დაბანა, კბილების გახეხვა, მზადება ძილისთვის, ხდება უკმაყოფილებისა და ისტერიკის მოწყობის მიზეზი, რადგან პატარები იღლებიან იმ მითითებებით, რაც მშობლის მხრიდან ყოველ წუთას აქვთ. შეეცადეთ დაუხატოთ დასურათებული გზამკვლევი (შეიძლება გამოიყენოთ ფოტოებიც), რომელიც მიანიშნებს ყველა იმ ეტაპს, რომელიც უნდა გაიაროს ბავშვმა მაგალითად ძილის წინ. აუხსენით, თუ როგორ იხელმძღვანელოს ამ გეგმით. თუ რაიმე გამორჩა, მიუთითეთ გეგმაზე: "აბა, გაიქეცი და შეამოწმე რა გამოგრჩა". შედეგად მივიღებთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.
3. დართეთ ნება, თვითონ დაალაგოს თავისი ნივთები
გამოუყავით სამზარეულოში და კარადაში ადგილი ნივთებისთვის.
"ისევ საღებავშია მთელი იატაკი. გაიქეცი და მოიტანე შენი ნაჭერი და ჯაგრისი, ერთად მოვწმინდოთ". ბავშვიც დიდი ხალისით დაიწყებს თქვენთან ერთად დალაგებაში მონაწილეობის მიღებას. მთავარია აგრძნობინოთ, რომ სიტუაციას ხელმძღვანელობს თავისი ჯაგრისით - თქვენთან ერთად.
4. ბავშვის ჭურჭელი ქვედა თაროზე დადეთ
ეს მეთოდი აგაცილებთ თავიდან იმას, თუ რომელი ჭიქიდან უნდა დალიოს რძე, რომელ თეფშზე დაუსხათ სუპი. აარჩევინეთ ჭურჭელი თვითონ, ოღონდ ისევე როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში, არჩევანი უნდა იყოს შეზღუდული მაგალითად, ორი ვარიანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტერიკა გარდაუვალი იქნება.
5. სათამაშო უნდა იყოს მინიმალური რაოდენობის და თითოეულს თავისი ადგილი ჰქონდეს
როდესაც ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს, სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. დედა ან ბებია გამუდმებით კონსტრუქტორის ნაწილების, ფუმფულა სათამაშოების თუ კუბების ერთ ადგილას მოგროვებით არიან დაკავებული. უფროსების დიდი სურვილია ბავშვებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ამ სურვილის ასრულება კი ისტერიკის გარეშე წარმოუდგენელია.
შეინახეთ სათამაშოების ნაწილი კარადაში და ცვალეთ დაახლოებით თვეში ერთხელ.
ბავშვს აუხსენით, სად უნდა ელაგოს მისი სათამაშოები და სთხოვეთ, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, თავ-თავის ადგილზე დაალაგოს ისინი. თავიდან შეგიძლიათ მიეხმაროთ კიდეც. სუფთად და თავის ადგილზე დალაგებული ნივთები თანდათან სიამოვნებას მოჰგრის ბავშვს, რის შემდეგ თვითონ გაუჩნდება სურვილი წესრიგში მოიყვანოს თავისი ნივთები.