ართრიტით შეიძლება ახალგაზრდა ადამიანიც დაავადდეს
ართრიტით შეიძლება ახალგაზრდა ადამიანიც დაავადდეს.
რევმატოიდული ართრიტი - აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს აზიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ადრეული გამოვლინების სიმპტომების ცოდნა, რადგან რაც შეიძლება ადრე მიიღოთ ზომები და შეაჩეროთ დაავადება.
რევმატოიდული ართრიტის პირველი ნიშანი - დაღლილობაა, რომელსაც მსუბუქი დეპრესია ახლავს თან. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, თუ ბოლო პერიოდში ხშირად და ადვილად იღლებით, თუ სისუსტე თქვენი თანამგზავრი გახდა.
კიდევ ერთი სიმპტომი, რაც ართრიტის არსებობაზე მიუთითებს სხეულის დაბალი ტემპერატურაა. ზოგიერთი ფარული ანთებითი პროცესები არა მხოლოდ მაღალი, არამედ დაბალი ტემპარატურითაც მიმდინარეობს. რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთ ასეთ დაავადებათა სიაში შედის. თუ დაბალ ტემპარატურას ზემოთ აღწერილი სიმპტომებიც დაემატა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ართრიტი - ანთებითი პროცესია, რომელიც ვითარდება თქვენი ქსოვილის ქსოვილებში. ერთ-ერთი გამოვლინება ამ დაავადებისა მადის დაქვეითებაა და წონაში კლებაა. საერთოდ, წონაში კლება მიზეის გარეშე - სერიოზული სიმპტომია, რომლის იგნორირება არ შეიძლება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
რევმატოიდული ართრიტის ერთ-ერთი გავრცელებული გართულება - თვალისა და პირის ღრუს სიმშრალეა. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომს და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ერთ-ერთი მოულოდნელი სიმპტომი, რომელიც ხშირად ასოცირდება რევმატოიდულ ართრიტთან,-მკერდის არეში ტკივილია. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ პაციენტს ანთება უვითარდება ფილტვების ან გულის მიდამოში და ამიტომ სუნთქვის პროსესი შეიძლება მტკივნეული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პერიოდული ტკივილებიც ექიმთან ვიზიტის სერიოზული მიზეზია.