ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ბავშვს ჭიები ჰყავს - მშობლები

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ბავშვს ჭიები ჰყავს

2018-10-29 07:44:04+04:00

რა სიმპტომები მიგანიშნებთ ჭიების არსებობაზე, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემას ჭიები ორგანიზმში (ენტერობიოზი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ბევრი უსიამოვნების მიზეზიც. საინტერესოა, რა სიმპტომები მიგანიშნებთ ჭიების არსებობაზე, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემას და როგორია დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც ჭიაზე მიგანიშნებთ

უმადობა გულის რევა ღამით ნერწყვისდენა უზმოზე პირღებინება მუცლის შებერილობა მუცლის ტკივილი ტკივილი ჭიპის ირგვლივ ყაბზობა ან ფაღარათი ხშირია დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ აგზნებადობის მომატება თავბრუსხვევა თავის ტკივილი სწავლაში ჩამორჩენა ალერგიული რეაქციები კანის ქვილი გამონაყარი ზოგჯერ ეპილეფსიის მსგავსი გულყრებიც კი.

რა საფრთხეს უქადის ადამიანის ორგანიზმს?

ჩვეულებრივ, ენტერობიოზი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ რიგ შემთხვევაში იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს. ენტერობიოზის დროს ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია უკანა ტანის ქავილი, რომელსაც ხშირად ერთვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, ტკივილი ბრმა ნაწლავის ირგვლივ, ზოგჯერ - თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ხშირად ამ პათოლოგიის თანამდევი ანუსის აუტანელი ქავილი იწვევს ნერვული აგზნებადობის მომატებას, უძილობას, საერთო სისუსტეს, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითებას. ქავილის შედეგად ანალურ არეში შესაძლოა გაჩნდეს ნახეთქები ან კანის უფრო სერიოზული დაზიანება.

როგორია ენტერობიოზის მკურნალობა?

ენტერობიოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, ადამიანს ბავშვობიდანვე გამოვუმუშაოთ პირადი ჰიგიენის დაცვის ჩვევები;

აუცილებელია ხელების ხშირი ბანა საპნით, სათამაშოების რეგულარული გარეცხვა.

უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში პედიატრი, პარაზიტოლოგი და ბავშვს ჩაუტარდეს სათანადო კვლევები, მიეცეს დანიშნულება.

ენტერობიოზს წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით.

ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება.

გოგრის თესლი და მისგან დამზადებული ეფექტური საშუალებები

ხშირად სამკურნალოდ იყენებენ გოგრის თესლს, რომელიც ხალხურ მედიცინაში რა ხანია, საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა პარაზიტებთან ბრძოლისას.

mshoblebi

გოგრის თესლს სამკურნალო მიზნით თანამედროვე მედიცინაც იყენებს "სახალხო აფთიაქში" დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგრის ზეთი“LIK” თუთია, რომელიც სრულიად ბუნებრივი და უნიკალური საშუალებაა - თუთიით გაჯერებული. როდესაც ოჯახის პატარა წევრისთვის უკვე შეარჩევთ ჭიებთან საბრძოლველ საშუალებას, აუცილებლად ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც უნდა მიიღონ ზომები - ოჯახის უფროსი წევრებისთვის, გოგრის ზეთი“LIK” თუთია სწორედ მათთვისაა. ოჯახის იმ წევრებისთვის, რომლებიც 18 წლის ზემოთ არიან - დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა.შ. (ინიშნება 18 წლიდან).

თანაც, ეს ბუნებრივი პრეპარატი, რომელიც გოგრის თესლის ზეთსა და თუთიას შეიცავს დიდი რაოდენობით, ეფექტური საშუალებაა მხედველობის პრობლემის დროს, საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის - გოგრის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმოვანუ მჟავები, ფლავონოიდები და ფოსფოლიპიდები ხელუწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა შარდ-სასქესო სისტემის სამკურნალოდ. იგი იცავს შარდ-სასქესო ორგანოების სისხლძარღვებსა და ქსოვილებს ანთებითი პროცესებისაგან.

mshoblebi