რა სიმპტომები მიგანიშნებთ ჭიების არსებობაზე, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემას ჭიები ორგანიზმში (ენტერობიოზი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ბევრი უსიამოვნების მიზეზიც. საინტერესოა, რა სიმპტომები მიგანიშნებთ ჭიების არსებობაზე, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემას და როგორია დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
აუცილებელია ხელების ხშირი ბანა საპნით, სათამაშოების რეგულარული გარეცხვა.
უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში პედიატრი, პარაზიტოლოგი და ბავშვს ჩაუტარდეს სათანადო კვლევები, მიეცეს დანიშნულება.
ენტერობიოზს წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით.
ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება.
გოგრის თესლს სამკურნალო მიზნით თანამედროვე მედიცინაც იყენებს "სახალხო აფთიაქში" დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგრის ზეთი“LIK” თუთია, რომელიც სრულიად ბუნებრივი და უნიკალური საშუალებაა - თუთიით გაჯერებული. როდესაც ოჯახის პატარა წევრისთვის უკვე შეარჩევთ ჭიებთან საბრძოლველ საშუალებას, აუცილებლად ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც უნდა მიიღონ ზომები - ოჯახის უფროსი წევრებისთვის, გოგრის ზეთი“LIK” თუთია სწორედ მათთვისაა. ოჯახის იმ წევრებისთვის, რომლებიც 18 წლის ზემოთ არიან - დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ა.შ. (ინიშნება 18 წლიდან).
თანაც, ეს ბუნებრივი პრეპარატი, რომელიც გოგრის თესლის ზეთსა და თუთიას შეიცავს დიდი რაოდენობით, ეფექტური საშუალებაა მხედველობის პრობლემის დროს, საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის - გოგრის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმოვანუ მჟავები, ფლავონოიდები და ფოსფოლიპიდები ხელუწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა შარდ-სასქესო სისტემის სამკურნალოდ. იგი იცავს შარდ-სასქესო ორგანოების სისხლძარღვებსა და ქსოვილებს ანთებითი პროცესებისაგან.