20 წლის სპორტსმენი, მანამდე 10 წლის ბავშვი ვარჯიშისას გულის შეტევით გარდაიცვალნენ - კარდიოლოგ ანზორ მელიას რჩევა სპორტსმენების მშობლებს
20 წლის სპორტსმენი, მანამდე 10 წლის ბავშვი ვარჯიშისას გულის შეტევით გარდაიცვალნენ - კარდიოლოგ ანზორ მელიას რჩევა სპორტსმენების მშობლებს
20 წლის ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალების ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ახალგაზრდა ბიჭი, გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. იგი შერკინებისას მოულოდნელად გახდა ცუდად, გული გაუჩერდა, კრიჭა შეეკრა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. ამ ტრაგედიამ საზოგადოებას ზუგდიდში მოხდარი შემზარავი ამბავიც გაახსენა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ 10 წლის მოზარდს ფეხბურთის თამაშისას გაუჩერდა გული. ამ შემთხვევაშიც ფატალური შედეგი დადგა და ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა დავიცვათ სპორტით დაკავებული ბავშვები მსგავსი ტრაგიკული შემთხვევებისგან და როგორ შეიძლება გავუწიოთ პირველადი დახმარება სპორტსმენს,
mshoblebi.ge
კარდიოლოგ ანზორ მელიას დაუკავშირდა:

- როცა სპორტულ სექციებს ან გუნდებში იღებენ ახალგაზრდებს, პროფილაქტიკური გასინჯვაა საჭირო. აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო კომისია, რომელმაც უნდა შეამოწმოს და შეაფასოს სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვარჯიშები უნდა დაიგეგმოს სპეციალური პროგრამის მიხედვით. არ შეიძლება ორგანიზმისთვის ერთბაშად დიდი დატვირთვა. ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროფგასინჯვები აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უბედურებისგან
არავინ ვართ დაზღვეული. უცხოეთში მოთამაშე სპორტსმენბსაც ემართებათ გულის შეტევა თამაშის დროს და სამწუახრო შედეგი მათთანაც დგება. ამიტომ პროფგასინჯვები უნდა მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ამაში შედის კარდიოგრამა, ექოსკოპია და დატვირთვის ტესტი. ეს პროცედურები კი ჩვენს არცერთ სპორტულ გუნდში არ ხდება.

- როგორ შეიძლება გავუწიოთ პირველადი დახმარება სპორსტმენს, რომელსაც გულის შეტევა დაემართება თამაშისას?

- ყველა სპორტულ გუნდში უნდა იყოს დეფიბლრილატორი, ელექტრო შოკი. როგორც აღნიშნეთ, გარდაცვლილ ახალგაზრდას საწრაფო დახმარებამ ვერ მოუსწრო, ელექტრო შოკით შეიძლებოდა დავხმარებოდით მას, სასწრაფოს მოსვლამდე გული ვერ გაუძლებდა. უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში, ქუჩებზეც კია მიმაგრებული ელექტრო შოკის აპარატები.

alt20 წლის ქართველი მორაგბე თამაშის დროს გარდაიცვალა



altროგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ


19908
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
lia
0
ჩვენთან კომუნისტების დროს არსებობდა სამკურნალო ფიზკულტურის დისპამსერი, ვაკის პარკთან, სადაც ხდებოდა სპორტით დაკავებული ბავშვების და ზოგადად, სპორტსმენების სრუი გამოკვლევა, მათ შორის კარდიოლოგიური, და მკურნალობა. ჰყავდათ კვალიფიციური ექიმები და მასაჟისტები. ყველაფერი იყო უფასო...
12:21 / 01-11-2018
ჯაბა
2
უფალმა აცხონოს გარდაცვლილი ! ჩვენთან საქართველოში არსად არ არსებობს სტანდარტები და არავინ ზრუნავს მათზე.
21:20 / 31-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```