"იმდენად უყვართ ჭამა და არა უყვრთ საკუთარი თავი , რომ ისევ გასუქდნენ, "იჩალიჩეს" და მაინც გასუქდნენ"
ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში და როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას არც იმ ადამინებისთვის იშურებს, რომლებსაც ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. უფრო მეტიც, მუსიკოსმა სპეციალური გვერდიც კი შექმნა და მიმდევრებიც გაიჩინა. ამის შესახენ ინფორმაცია მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განათავსა:
"მეგობრებო, ჩემს ირგვლივ ბევრმა გაიკეთა კუჭის ოპერაცია, მაგრამ იმდენად უყვართ ჭამა და არა უყვართ საკუთარი თავი, რომ ისევ გასუქდნენ, "იჩალიჩეს" და მაინც გასუქდნენ. ასე რომ, ვიღებ ისეთ საკვებს, ამდენი წვალება წყალში რომ არ ჩავყარო, როგორც სხვებმა გააკეთეს. ასე რომ, ყველა ნაოპერაციევს ნუ შემადარებთ, ძალიან გთხოვთ. მე დღემდე წონის პრობლებამას ვებრძვი და არ დავნებდები. ეს არაა მარტივი საქმე, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, ყველაფერი მარტივად ხდება. ამიტომა არის "კაჭოს ჭკვიანი კვება" იდეალური. ის ნაოპერაციევ ხალხსაც არ აძლევს უფლებას რომ გასუქდნენ“ - წერს მაია კაჭკჭიშვილი.
მაია კაჭკაჭიშვილი: "შეუძლებელი არაფერია! არ იძინოთ! ბევრი იფიქრეთ!"