ტვინის სიმსივნეები ინკურნება დროული დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში 20-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტვინის სიმსივნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კვირეული მთელ მსოფლიოში ჩატარდა. მშობლებს ეშინიათ ამ დიაგნოზის, რადგან მასთან ბევრი მითია დაკავშირებული, რომელთა უმრავლესობა არ შეესაბამება რეალობას. ექიმ-ექსპერტებთან ერთად მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდეს მშობელმა, რათა არ გაეპაროს მომენტი და დროულად მოახდინოს დაავადების დიაგნოსტირება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ტვინის სიმსივნეები ინკურნება დროული დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში. დღევანდელ დღეს ბავშვებს საკმაოდ პოზიტიური სიტუაცია აქვთ ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებით. ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ ტვინის სიმსივნე განაჩენი არ არის. ეს არის დაავადება, რომელიც იკურნება. ყოველწლიურად დიაგნოსტირების მეთოდები უმჯობესდება და ეს დადებითად მოქმედებს გამოჯანმრთელებაზე. დროული მიმართვიანობა, სწორად დასმული დიაგნოზი უმრავლეს შემთხვევაში გამოჯანმრთელებით მთავრდება.
ტვინის სიმსივნის სიმპტომები ხშირად გვაგონებს მკურნალობის მხრივ იოლ დაავადებებს. ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის მდგომარეობაზე. ეს სიმპტომებია: თავის ტკივილი, ღებინების სიხშირე, მხედველობის გაუარესება, გონების დაკარგვა, ქცევის ცვლილებები - ყველაფერი ეს განგაშის ატეხვის წინა პირობებია.
ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი გორელიშევი:
"ხშირად მეკითხებიან, არსებობს თუ არა რაიმე სპეციფიური სიმპტომები თავის ტვინის სიმსივნის. სამწუხაროდ - არ არსებობს. სწორედ ეს წარმოადგენს სირთულეს დიაგნოსტირების მხრივ ბავშვებში. ამასთან, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლებია გამოხატული სიმპტომები. ბავშვის თავის ტვინი ძალიან პლასტიურია, მას შეუძლია დიდიხნის მანძილზე "გაიწელოს" მზარდი სიმსივნის გამო. ბავშვს ამ დროს შეიძლება არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს. როდესაც შეაწუხებს, ის სიმპტომებისულ სხვა დაავადების მარკერი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგ: თუ ბავშვს სიმსივნე აქვს კეფის არეში, პირველი გამოვლინება ამ დროს - გულისრევის შეგრძნება და ღებინებაა. ხომ არ შეიძლება ყველა ბავშვი, რომელსაც აღებინებს, გააქანო მრტ-ზე? თუ ბავშვს ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის არეში აქვს სიმსივნე, ასეთ შემთხვევაში სიმპტომი - ზრდაში შეფერხებაა. ასეთ შემთხევაშიც არავის მოუვა თავში სიმსივნეზე ეჭვის მიტანა. მხოლოდ სხვადასხვა მახასიათებლების ერთობლიობა ქმნის ეჭვსთ სიმსივნეზე. დავუშვათ, თუ ბავშვს დილაობით აქვს გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი, თუ ამას რეგულარული ხასიათი აქვს, მაშინ არსებობს ეჭვის საბაბი. ძლიერად გამოხატული სხვადასხვა სიმპტომების კომბინაცია დაეხმარება პედიატრს და ნევროლოგს დიაგნოსტირებაში".