5 ფაქტი ტვინის სიმსივნეზე - რა უნდა იცოდეს მშობელმა - მშობლები

5 ფაქტი ტვინის სიმსივნეზე - რა უნდა იცოდეს მშობელმა

2018-11-06 00:30:31+04:00

ტვინის სიმსივნეები ინკურნება დროული დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში 20-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტვინის სიმსივნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კვირეული მთელ მსოფლიოში ჩატარდა. მშობლებს ეშინიათ ამ დიაგნოზის, რადგან მასთან ბევრი მითია დაკავშირებული, რომელთა უმრავლესობა არ შეესაბამება რეალობას. ექიმ-ექსპერტებთან ერთად მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდეს მშობელმა, რათა არ გაეპაროს მომენტი და დროულად მოახდინოს დაავადების დიაგნოსტირება.

1. ტვინის სიმსივნე განკურნებადია

თავის ტვინის სიმსივნე - არ არის განაჩენი. დღეისათვის მკურნალობის შემდეგ, ბავშვების გადარჩენის პროცენტული მაჩვენებელი 70-ია მთავარია, დროულად მოხდეს სიმპტომებზე ყურადღების მიქცევა და პედიატრთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად სწორი დიაგნოზის დაცმა.

უნდა ვიცოდეთ, რომ ტვინის სიმსივნეები ინკურნება დროული დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში. დღევანდელ დღეს ბავშვებს საკმაოდ პოზიტიური სიტუაცია აქვთ ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებით. ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ ტვინის სიმსივნე განაჩენი არ არის. ეს არის დაავადება, რომელიც იკურნება. ყოველწლიურად დიაგნოსტირების მეთოდები უმჯობესდება და ეს დადებითად მოქმედებს გამოჯანმრთელებაზე. დროული მიმართვიანობა, სწორად დასმული დიაგნოზი უმრავლეს შემთხვევაში გამოჯანმრთელებით მთავრდება.

2. სიმსივნე ხშირად ინიღბება სხვა დაავადებით

რამდენიმე სიმპტომს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და დაუყოვნებლად მივმართოთ ექიმს.

ტვინის სიმსივნის სიმპტომები ხშირად გვაგონებს მკურნალობის მხრივ იოლ დაავადებებს. ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის მდგომარეობაზე. ეს სიმპტომებია: თავის ტკივილი, ღებინების სიხშირე, მხედველობის გაუარესება, გონების დაკარგვა, ქცევის ცვლილებები - ყველაფერი ეს განგაშის ატეხვის წინა პირობებია.

ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი გორელიშევი:

"ხშირად მეკითხებიან, არსებობს თუ არა რაიმე სპეციფიური სიმპტომები თავის ტვინის სიმსივნის. სამწუხაროდ - არ არსებობს. სწორედ ეს წარმოადგენს სირთულეს დიაგნოსტირების მხრივ ბავშვებში. ამასთან, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლებია გამოხატული სიმპტომები. ბავშვის თავის ტვინი ძალიან პლასტიურია, მას შეუძლია დიდიხნის მანძილზე "გაიწელოს" მზარდი სიმსივნის გამო. ბავშვს ამ დროს შეიძლება არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს. როდესაც შეაწუხებს, ის სიმპტომებისულ სხვა დაავადების მარკერი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგ: თუ ბავშვს სიმსივნე აქვს კეფის არეში, პირველი გამოვლინება ამ დროს - გულისრევის შეგრძნება და ღებინებაა. ხომ არ შეიძლება ყველა ბავშვი, რომელსაც აღებინებს, გააქანო მრტ-ზე? თუ ბავშვს ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის არეში აქვს სიმსივნე, ასეთ შემთხვევაში სიმპტომი - ზრდაში შეფერხებაა. ასეთ შემთხევაშიც არავის მოუვა თავში სიმსივნეზე ეჭვის მიტანა. მხოლოდ სხვადასხვა მახასიათებლების ერთობლიობა ქმნის ეჭვსთ სიმსივნეზე. დავუშვათ, თუ ბავშვს დილაობით აქვს გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი, თუ ამას რეგულარული ხასიათი აქვს, მაშინ არსებობს ეჭვის საბაბი. ძლიერად გამოხატული სხვადასხვა სიმპტომების კომბინაცია დაეხმარება პედიატრს და ნევროლოგს დიაგნოსტირებაში".

3. არ ღირს მრტ-ს გაკეთება "ისე, ყოველი შემთხევევისთვის"

თუ ბავშვს არ აქვს გამოხატული სპეციფიური სიმპტომები, "პროფილაქტიკის" მიზნით არ გირჩევთ მრტ-ს ჩატარებას. ეს შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო ფულისა და დროის ხარჯვა...

4. ყურადღებით შეარჩიეთ პედიატრი თქვენი შვილისთვის

უჩვეულო სიმპტომების ერთობლიობაზე ყურადღების მიქცევა, დამატებითი კვლევების ჩატარება, თქვენმა პედიატრმა უნდა გააკეთოს. შეარჩიეთ გამოცდილი, გულისხმიერი პედიატრი, რომელსაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ჯანმრთელობას ანდობთ.

5. ოპერაცია ყოველთვის ნეგატიურად არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე

თუ ბავშვი ავად გახდა, ექიმები კი ოპერაციულ ჩარევას სთავაზობენ, მშობელს არ უნდა შეეშინდეს. ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ხშირად ნეიროქირურგიული ოპერაციები არ მოქმედებს უარყოფითად ბავშვის ჯანმრთელობაზე. თუმცა, საჭიროა როგორც გამოცდილი ექიმის, ასევე ისეთი კლინიკის შერჩევაც, სადაც ხშირად ტარდება მსგავსი ნეიროქირურგიული ოპერაციები.

წყარო