საბავშვო წიგნები ფასდაკლებით და რჩევები, როგორ შეაყვაროთ ბავშვს კითხვა არავინ იცის, ზუსტი რეცეპტი, თუ როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვებს კითხვა. სამაგიეროდ, სხვადასხვა დროს დაგროვილი არაერთი ადამიანის რჩევა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ დააინტერესეს წიგნებით საკუთარი შვილები.
ცხადია, რომ ბავშვს სჭირდება ბევრი წიგნი და არჩევანი. დღევანდელი ფასების პირობებში ეს არცთუ ისე ადვილია. ამიტომ მშობლები ყოველთვის ინტერესდებიან წიგნის მაღაზიების აქციებით, ფასდაკლებებით. ზოგჯერ სანამ გავიგებთ, რომ ფასადაკლებაა, აქცია მთავრდება კიდეც. ამიტომ ვფიქრობთ, მშობლებს დააინტგერესებთ საიტი, რომელზეც თავმოყრილია აქციაში არსებული წიგნები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით. ეს საიტი გახლავთ readersland.ge, სადაც ძირითადად, განახევრებულ ფასებად იყიდება წიგნები.
გადახედეთ წიგნების ფასდაკლებებს აქ და შემდეგ გაეცანით პრაქტიკაში კარგად გამოცდილ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ბავშვის წიგნებით დაინტესება.
რამდენიმე რჩევა:
წიგნებისთვის გამოყოფილი გქონდეთ ადგილი, თარო, ყუთი თუ კარადა. აუცილებლად ხელშესახებ ადგილზე უდა იყოს და ბავშვს უნდა შეეძლოს არჩევა და აღება; ასწავლეთ წიგნთან მოპყრობა, მაგრამ არ გაუბრაზდეთ, თუ რამე შეეშლება, მაგალითად თუ გაეხევა შემთხვევით ფურცელი. უბრალოდ მწუხარება გამოხატეთ, რომ ასეთი კარგი წიგნი გაიხა და იმედი, რომ მომავალში აღარ გაიხევა; შეეცადეთ, არ აიძულოთ ბავშვს წიგნის კითხვა, ეს უნდა იყოს მისი სურვილით და სასიამოვნო პროცესი; სასურველია, წიგნისთვის დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოიცალოთ მაგალითად, დილით, შუადღეზე და ძილის წინ (ჩვენ წიგნებთან ერთად ვიძინებთ ხოლმე); მიეცით ბავშვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი წიგნი წასაკითხად; სცადეთ, ზღაპრებში არ იყოს სისხლიანი და აგრესიული სცენები; თუ პერსონაჟი ცუდად იქცევა, აუხსენით აუცილებლად, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და არ დაგავიწყდეთ იმის თქმაც, თუ რატომ არ შეიძლება; არ გაგიკვირდეთ, თუ ძილის წინ მოითხოვს ერთი და იმავე ზღაპრის თუ ამბის რამდენჯერმე გამეორებას. მოუყევით/წაუკითხეთ ერთ ტონალობაში, მშვიდად და თეატრალიზების გარეშე. ასე უფრო სწრაფად და კარგად დაეძინება; შეგიძლიათ, მაღაზიაში წიგნის საყიდლადაც წაიყვანოთ და იქ მოაძებნინოთ და აარჩევინოთ სასურველი. თავიდან რომ აიცილოთ მთელი მაღაზიის ყიდვის სურვილი, შეთანხმდით წინასწარ, რა ტიპის წიგნს ეძებთ და პოვნის შემდეგ გამოხატეთ სიხარული და შეაქეთ. თუ მსგავსი წიგნები ნახეთ აარჩევინეთ მას, თუნდაც ორი იდენტურიდან. მნიშვნელოვანია ბავშვი გადაწყვეტილებების მიღებას პატარაობიდანვე მიეჩვიოს. ესაუბრეთ წიგნის შესახებ, რომელსაც კითხულობთ. დაუსვით კითხვები და მოახსენეთ თქვენი აზრი არ დაგავიწყდეთ მისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია და პატივი ეცით, თუ განსხვავდება თქვენი შეხედულებებისგან; კითხვები დაუსვით ილუსტრაციების შესახებ - სთხოვეთ დაუკავშიროს ნახატი სიუჟეტს, გმირი კი რეალურ პერსონაჟს; გაიხსენეთ მსგავსი ამბავი ან გმირი, სთხოვეთ გამოხატოს აზრი, რომელი ზღაპარი ჯობია და რატომ? კითხეთ თუ რა მოხდება შემდეგში მისი აზრით; აუცილებლად განუმარტეთ სიტყვები, რომლებიც არ იცის და თუ ისტორიული პიროვნება შეგხვდებათ ან ადგილი, პატარა გადახვევა გააკეთეთ და უამბეთ მის შესახებ; შეეცადეთ ბავშვის დასანახად თავადვე იკითხოთ, რომ მანაც მოგბაძოთ.
გადახედეთ წიგნების ფასდაკლებებს აქ