როგორ ამოვიცნოთ შესაძლო პედოფილი - პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი
როგორ ამოვიცნოთ შესაძლო პედოფილი - პედოფილის ფსიქოლოგიური პორტრეტი
სამწუხაროდ, ბოლო წლებში პედოფილების თემა აქტუალური და მწვავე გახდა. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც მომრავლდა და სიტყვა პედოფილი აღარ არის უცხო არავისთვის.

როგორ ამოვიცნოთ პედოფილი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე

პედოფილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი - მდიდარი, ღარიბი, მოხუცებული თუ ახალგაზრდა, ასევე განათლებული თუ გაუნათლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ადამიანებს აერთიანებთ ერთი საერთო ნიშანი, არ შეიძლება, ყველა ამ თვისების მატარებელი ადამიანი პედოფილის რიგებში ჩაწეროთ. მაგრამ ამ ნიშნების ცოდნამ, რომელსაც დაემატება საეჭვო ქცევები, შეიძლება აგარიდოთ დიდ უბედურებას.
ხშირად ეს მამაკაცი 30 წელზე მეტისაა.
სამეგობრო წრე სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება. თუ ქორწინებაში იმყოფება, მისი ურთიერთობა მეუღლესთან "მეგობრულია" - სექსის გარეშე. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, სამსახური აქვს დაბალშემოსავლიანი ან საერთოდ უმუშევარია (თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანებიც უმხელიათ პედოფილობაში, ვატიკანში კი დღესაც აღძრულია არაერთი საქმე პედოფილი კათოლიკე მღვდლების წინააღმდეგ...).
pedofili პედოფილი

პედოფილია (ძვ. ბერძნ. παιδ — ბავშვი и φιλία — სიყვარული) — ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოვა უჩნდებათ როგორც პრეპუბერტატულ, ასევე პუბერტატულ ასაკის ბავშვების მიმართ. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ჰგავს ფეტიშის

როლს. განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით “პედოფილია” აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით “ნიმფოფილია” განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი.




პედოფილის პორტრეტი ასეთია:

პედოფილებს უყვართ "საბავშვო" გართობები, საუბრის დროს იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: "უმანკო", "სუფთა", ანგელოზი"... მისი ჰობი გარანტირებულად დააინტერესებს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს ძვირფასი სათამაშოები, ეგზოტიკური ცხოველები, თვითმფრინავებისა და ავტომობილების კოლექციები.

პედოფილის მსხვერპლს ძირითადად ერთი და იგივე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ზოგიერთს მოსწონს საბავშვო ბაღის ასაკის, ზოგს - სკოლის ასაკის ბავშვები. ამიტომ მანიაკების უმრავლესობას ერთი ოთახი მოწყობილი აქვს იმ ასაკის ბავშვის ინტერესების შესაბამისად. ხშირად პედოფილის მსხვერპლს გარდატეხის ასაკის ბავშვები წარმოადგენენ, რომლებსაც თეორიულად სექსისადმი ინტერესი უკვე აქვთ, მაგრამ არიან სრულიად გამოუცდელები.

ისეთ სამსახურს ირჩევენ, რომ ბავშვებთან ჰქონდეთ კონტაქტი. თუ სამსახურში არ გაუმართლა, პედოფილი მოხალისედ ეწერება ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში, წრეებში, სექციებში - მთავარია, ბავშვთან მარტო დარჩენის საშუალება ჰქონდეს.

ხშირად, პედოფილის მსხვერპლი მორცხვი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან უდედმამო ბავშვები ხდებიან. ის მათ ყურადღებით, საჩუქრებით, მათთვის საინტერესო ადგილებში წასვლით აინტერესებს - კინო, ზოოპარკი, ზღვის სანაპირო, კაფე... მანიაკისთვის მთავარია ბავშვის ნდობა მოიპოვოს, რათა ადვილად მანიპულირებადი გახადოს ის. ბავშვს შეიძლება მოეწონოს ის, რომ პედოფილი მას როგორც თავის ტოლს, ისე ესაუბრება. სწორედ ამის შემდეგ ბავშვი თვლის, რომ ის დიდია და მანიაკიც სწორედ ამ მომენტს ელოდება, რათა დაუწყოს საუბარი პორნოფილმებზე, შესთავაზოს ალკოჰოლი ან ნარკოტიკები. ბავშვების მხრიდან ასეთ მიჯაჭვულობას "სტოკჰოლმის სინდრომი" ჰქვია. ბავშვი ეჩვევა თავის უფროს მეგობარს და ცდილობს ასიამოვნოს. ამიტომ ხშირად ბავშვები ამართლებენ პედოფილის ქმედებებს, რადგან ამას მათდამი მზრუნველობით ხსნიან.

მანიაკები ხშირად ბავშვთან მისასვლელად მათ დედას ირჩევენ, იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი არასრულია. ამ გზით პედოფილი შედის მსხვერპლის სახლში და სრულ თავისუფლებას იპოვებს. მიზნის მისაღწევად მას დიდი მოთმინების უნარი გააჩნია.

მანიაკების უმრავლესობა თვლის, რომ არაფერ ცუდს არ ჩადის, უბრალოდ ეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, რასაც სხვისგან ვერ გაიგებს. თითქმის ყველა პედოფილს აქვს პორნოგრაფიების კოლექცია, რომელიც ძალიან ძვირფას "მონაპოვარს" წარმოადგენს მათთვის.


როგორ დავიცვათ ბავშვი


  • აუცილებელია შვილთან მეგობრობა ნებისმიერ ასაკში. მას არ უნდა ეშინოდეს თქვენი, არ უნდა ეშინოდეს თქვენთან გულახდილობის და რაიმეს მოყოლის. თქვენ მისი ყველაზე საუკეთესო მეგობარი იყოთ და თქვენც აგრძნობინოთ ხოლმე თავი დიდად - იმად, რაც მას ყველაზე მეტად უნდა (ესაუბრეთ თანატოლივით, მონაწილეობა მიაღებინეთ ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში, დაავალეთ პატარ-პატარა საქმეები და ა.შ.), რომ სხვამ, უცხომ არ მიიზიდოს ამისკენ სხვა გზებით.
  • ბავშვთან აღმზრდელობითი საუბრების ჩატარება და საფრთხეების ახსნა ასევე აუცილებელია. მთავარი მიზანია აუხსნათ ბავშვს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საეჭვო ადამიანთან ურთიერთობას. თუმცა, მშობელი ფრთხილად უნდა იყოს, რათა ზედმეტად არ შეაშინოს ბავშვი. ეს შიში შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს და ადამიანების მიმართ ნდობის ფაქტორი გაუქრეს. ზომიერება აქაც აუცილებელია.
  • სანამ თქვენი ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა, ეცადეთ არ დატოვოთ უყურადღებოდ. ბავშვები 10 წლამდე უფრო ადვილად ენდობიან უფროსებს, ამიტომ ადვილად შეიძლება გახდნენ პედოფილის მსხვერპლი.

14279
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
anna
0
ფრთხილად პედოფილები მოდებულია ლათინო ამერიკულ ცეკვებზე . პატარა გოგოებს უხერხულ ადგილებზე ხელებს!
18:18 / 12-11-2018
ალექსანდრე-ს
0
ვინც ავღანეთში არის კოალიციურ ძალებში ნამსახურები, დამეთანხმება რომ მაგ ავღანეთში ძალიან არის გავრცელებული მამათმავლობა და მანდ ასეთი ურთიერთობები კაცებს შორის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, შესაბამისად პედოფილია რომ იქნება აი მაგ გადახრიდან გამომდინარე და კიდევ სხვა სახის გაუკუღმართებული ურთიერთობები, ეგეც ფაქტია.
13:47 / 09-11-2018
lali
1
პედოფილს,მკვლელს-სიკვდილით დასჯა,რად უნდა ვინახო ციხეში ეს ცხოველები?
23:24 / 08-11-2018
სადია
0
ბნელი ადგილები არ უნდა იყოს თბილისში,ეგენი ღამით არიან საშიში.მერიამ უნდა დაავალოს შესაბ.სამსახ. რომ არ დარჩეს გაუნათებელი ადგგილები
19:30 / 08-11-2018
რედაქციას
5
აი პატივცემულებო ეს რომ არ ამოჭერით სტატიიდან: ''განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი'' ეს ხომ არის პედოფილია ჰომოსექსუალური გადახრებით? ხოდა რატომ გეშინიათ იმის აღიარების რაც სიმართლეა, რომ ეს არის ავადმყოფობა და ანომალია და თუ მწვანე დოლარების სიყვარულით გამოდიხართ და ლაპარაკობთ ამ ავამყოფი ელგებეტეების უფლებებზე, მაგ თქვენი ლოგიკით მაშინ პედოფილების უფლებებსაც დაიცავთ თუ კიდევ გადაგიხდიან და ასე თქვენი უმრავლესობა მოიქცევა იმ სულგაყიდული არასამთავრობოების მიბაძვით და მათსავით ამორალურობის ნორმად დამკვიდრების მცდელობით.
20:33 / 07-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```