"ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს გენოფონდს!"
"ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს გენოფონდს!"
ბოლო პერიოდში ბევრისთვის აქტუალური საკითხია მარიხუანას მოხმარებას, ასევე მისი პოპულარიზაციის თემა. გახშირდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასულ კვირას ქობულეთის რაიონის, სოფელი კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც სკოლის პედაგოგები აცხადებენ, მეცხრეკლასელი მოსწავლე სკოლაში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მარიხუანა სკოლის ეზოში მყოფმა ე.წ. „შავმა ბიჭებმა“ მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოზარდმა გონება დაკარგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგივე პირებმა სკოლის ადმინისტრაციას არ მისცეს საშუალებამოსწავლე ახლომდებარე საავადმყოფოში გადაეყვანათ ან სასწრაფო სამედიცინო
დახმარება გამოეძახებინათ.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო დახმარებაზე უარი არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმაც განაცხადეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თემურ კობიძე „მედიაცენტრ მთავარში" სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც მარიხუანის მოხმარებაზე და ბოლო თვეებში გახშირებულ ინტოქსიკაციის ფაქტებზე ისაუბრა.

- მე მეღიმება, როცა ამბობენ, რომ ეს არ არის საშიში ადამიანისთვის, რომ ეს არის ძალიან კარგი და სასარგებლო. არ არის საქმე ასე მარტივად. უკვე დიდი ხანია განგაშია ასატეხი. არა მარტო ნარკომანიიდან და ტოქსიკომანიიდან გამომდინარე, არამედ ყოველი მისი კონკრეტული გამოსახულებიდან. საუბარია მარიხუანაზე. ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. ეს

პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს გენოფონდს, ჩვენს ახალგაზრდებს. არ ვიცი ეს რის ბრალია. ალბათ გარკვეული როლი ითამაშა მისმა პროპაგანდამ. რაც ყველაზე ცუდია, შემოყვანილი პაციენტების უმეტესობა გოგონებია. საუბარია 17 დან 26 წლამდე, ან შეიძლება უფრო მეტიც. მე სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით არ მაქვს. მე ვსაუბრობ თბილისში არსებულ კერძო პრაქტიკიდან, ჩვენს მიერ ნანახი პაციენტებიდან გამომდინარე.


- რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ჰალუცინაციებით, გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამოხატული რეაქციებით, გულის ფრიალით, ჰიპერტენზიით და რაც ყველაზე მთავარია ფსიქიკური ცვლილებებით, ფსიქიკური აშლილობით, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში. ამ დროს გვიწევს ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა.რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. რომ კითხოთ, არ არის საშიში, მაგრამ არავის არ უნდა თავის შვილებზე გამოსცადოს. ეს არის სასარგებლო? ეს არის პირველი საფეხური მძიმე ნარკომანიისაკენ. ადამიანის ორგანიზმს ახასიათებს შეჩვევა ნებისმიერი შხამის მიმართ, თითქმის ყველა ნივთიერების მიმართ. ასეა მარიხუანის შემთხვევაშიც.


- რამ გამოიწვია ამის გახშირება?

- ჩემის აზრით, მიზეზი რამდენიმეა. პირველი, ეს არის პროპაგანდა. მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. ახლა მარიხუანაა, რომლის საშუალებითაც ცდილობენ თავის წარმოჩენას. მათი აზრით ეს ევროპულია, ცივილურია და ერთ-ერთი გამოხატულებაა ამის. მეორე მიზეზია ის, რომ პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევას აქვს სხვა მეთოდიკა და განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეულნი. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოსწიეს მეგობრებთან. გოგონები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოწეული, ბიჭები სავარაუდოდ აწევინებენ გაზრდილ დოზას და იწამლებიან.

მერი ბლიაძე
3959
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
დავითი
4
ბიოლოგი ვარ, ვიკვლევ მცენარეთა თავისებურებებს, გამოკვლეული მაქვს მარიხუანაც, არ შეიცავს არც ერთ იმ ნივთიერებას რაც იწვევს დამოკიდებულებას. დამოკიდებულება ჩნდება შემდეგ ნაირად სიგარეტის შემთხვევაში: ორგანიზმი გამოიმუშავებს რაღაც დოზით ნიკოტინს, რაც საჭიროა მისი ორგანიზმისთვის, გარემოდან ხელოვნურად მიღების შემდეგ, ნელ ნელა წყდება ორგანიზმის მიერ გამომუშავება, და არ მოწევის შემთხვევაში ორგანიზმი განიცდის ნიკოტინის დეფიციტს, იმიტომ რომ თვითონ დაუქვეითდა გამომუშავების უნარი. მარიხუანის შემთხვევაში მსგავსი ნივთიერება, რასაც ადამიანის ორგანიზმიც გამოიმუშავებს არ გვხვდება, აქედან გამომდინარე ფიზიკურ დამოკიდებულებას ვერ გამოიწვევს, ანუ ''ლომკები და ღრძილების ქავილი არ ახასიათებს''. მისი ტოქსიკურობის მაქსიმუმი არის ღებინება და ძილი. უშუალოდ ''მოწეულ'' მფგომარეობაში შესაძლოა გამოვლინდეს ''ჰალუცინაციური'' მომენტები, დაახლოებით ისე ბავშვობაში ყველას რომ ეგონა საწოლის ქვეშ ურჩხულები.რომ იყვნენ. ასე რომ ამ ბატონის კვალიფიციურობაში ეჭვი მეპარება. შოკოლადით და თხილით მოწამვლა და ტოქსიკოზი უფრო ხშირია და პროცენტულად უფრო მეტი სიკვდილიანობა მოუტანია ვიდრე მარიხუანას, სანამ რაიმე ინფორმაციას არ მოიძიებთ ასე ბრმად ნუ ენდობით ვითომ პროფესორებს. კანადა, შტატები, კალიფორნიის კვლევითი ინსტიტუტი, ოქსფორდის კვლევითი ინსტიტუტი, კიბოს პრევენციისა და კვლევის ინსტიტუტი, ყველა კვლევების თანახმად მისი ზომიერი მოხმარება ამსუბუქებს ან კურნავს იმ დაავადებებს რის წინაშეც უძლურია დღევანდელი მედიცინა. მაგალითად: პანკინსონი, სიმსივნის ადრეული სტადიები, გვიანდელ სტადიებში ხელს უშლის მკვდომარე უჯრედების გავრცელებას, შიზოფრენია, ლაუკომა, უძილობა, უმადობა, მწვავე დეპრესია, გულ სისხლარღვთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა. არუს ასევე სტიმულატორი, რომლის რაობებიც განსხვავდება სახეობიდან გამომდინარე. მისი სასიკვდილო დოზა არის 570 ღერი 10 წუთის განმავლობაში. ანუ ფაქტიურად შეუძლებელია. და ის რიმ ადებილებსო თუ რაღაც სტერეოტიპი რომ არსებობს: ჯაზმენები, ბლუზმენები, მხატვრები, მოქანდაკეები, ჰიპჰოპ შემსრულებლები, რეგის მომღერლები, უამრავი კომპოზიტორი, უამრავი ისტორიული ფიგურა, რომლებმაც ისტორია და მსოფლიო შეცვალეს იყვნენ მისი მომხმარებლები უხშირესი და საკმაოდ პატარა ასაკიდან. სავარაუდოდ ამ ექიმს კიდევ არცერთხელ არ მოუხმარია. მათ მსოფლიო შეცვალეს ეს თავის კლინიკას ვერ გაცდა, დასკვნები გამოიტანეთ. პატივისცემით ბ.ნი დავითი
12:27 / 09-11-2018
gio–ს
1
ესე იგი ეს პროფესორი უბერავს და შენ ხარ საღ გონებაზე? შე მარიხუანას წევის მავნე გავლენის ცოცხალო მტკიცებულებავ.
09:32 / 09-11-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```