4 რამ, რაც არ უნდა უყიდოთ ბავშვს
4 რამ, რაც არ უნდა უყიდოთ ბავშვს
პატარა ბავშვის გაჩენასთან ერთად, სახლში უამრავი ახალი ნივთი იყრის თავს. საბავშვო მაღაზიებში ძალიან დიდი არჩევანია, ბავშვის გახარების სურვილი კი იმდენად დიდია, რომ ვერანაირი ღირებულება ვერ შეაჩერებს უფროსებს მათ საყიდლად. სწორედ ამ ნივთებს შორის გვხვდება მავნე ნივთები. ისინი თავისთავად კი არ არიან მავნე, არამედ მათ მავნებლობა შეუძლიათ მოუტანონ ბავშვს ამა თუ იმ ასაკში ან ამა თუ იმ მდგომარეობაში. ამიტომ მათ შეძენამდე მშობელმა აუცილებლად უნდა გაიაზროს, ამ ეტაპზე რამდენად არის საჭირო და ზოგიერთი ნივთის ყიდვამდე საერთოდაც, პედიატრთან უნდა გაიაროს კონსუტაცია.

სათამაშოს მსგავსი თეფშები

მავნებელია: დამატებითი საკვების დაწყებისთანავე.
რითია მავნებელი: ყურადღებას ფანტავს, არასწორი კვებითი ასოციაციების ფორმირებას ახდენს.

როდესაც ბავშვი ცუდად ჭამს, მშობლები ცდილობენ ყურადღება გადაატანინონ. საკვები იწყებს ფრენას კოვზ-თვითმფრინავით, ან ცდილობს პირის ღუში მოხვდეს ესკალატორის მეშვეობით.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ანტონ სორინი განმარტავს: 
"გასართობი ჭურჭლის მწარმოებლის ფანტაზია დღემდე არაჩვეულებრივად მუშაობს მთავარ მიზანზე: შეაჭამოს ბავშვს საჭმელი. გამოდის, რომ თავად საკვები ინტერესს უკარგავს ბავშვს, თუმცა საპირისპიროდ უნდა იყოს. საკვებისადმი ინტერესი - ახალ საკვებთან გაცნობის მთავარი პირობაა".


alt

რა ზიანი მოაქვს ელექტრო სათამაშოებს - ეს უნდა იცოდეთ!


mshoblebi

ინტერაქტიული სათამაშოები

მავნებელია: მოლაპარაკე სათამაშოები: მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს უფროსების დაყოფას (თავისიანებად) და (უცხოებად) (8-9 თვიდან).
რა ზიანი მოაქვს: ეწყებათ ნერვული სისტემის სწრაფი გამოფიტვა.

ბავშვს ჯერ ხოხვა არ უსწავლია და მას უკვე ჩუქნიან მოლაპარაკე სათამაშოს, რომელიც აქტიურად მოძრაობს, მღერის და ახამხამებს თვალებს. თანამედროვე ინტერაქტიული სათამაშოები ნამდვილად ავითარებს მოზარდების წარმოსახვას - 3 წლამდე ასაკის ბავშვებს უბრალოდ შიშის გრძნობა უვითარდებათ. ბევრ ბავშვს ეშინია ხმამაღლა მომაღერალი სათამაშოების. ხშირად შიში ეწყებათ მაშინ, როდესაც სათამაშო მათ თვალწინ ცოცხლდება და მოძრაობასა თუ სიმღერას იწყებს. ეს კი სერიოზული დატვირთვაა მის ნერვულ სისტემაზე. მეტყველების სპეციალისტებიც ამბობენ, რომ მუსიკალური სათამაშოები ამ ასაკში მეტყველებაზეც ცუდად მოქმედებს. 

მუსიკალური ღამის ქოთანი

მავნე ზემოქმედება: მას შემდეგ, რაც ბავშვს მივაჩვევთ ღამის ქოთანს (საშუალოდ1,5 წ).
რა ზიანი შეიძლება მოუტანოს: აშინებს, უყალიბებს არასწორ ასოციაციას.

ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ ღამის ქოთანზე, რომელიც მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს, ბავშვი უფრო ხანგრძლივად იჯდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოდესმე მოისაქმებს შიგნით. სინამდვილეში ამ საგანს ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სიკეთის.

ხშირად ასეთი ხანგრძლივი ჯდომა "სასწაულის" მოლოდინში, ბავშვს უყალიბებს არასწორ ჩვევას.


altრა წესები აქვს "გადაყენებას" და როგორ უნდა გადააჩვიოთ ბავშვი საფენს


mshoblebi

ჭოჭინა და ჩასასმელი სახტუნაო

საზიანოა: როდესაც დედა სვამს 8-9 თვის ბავშვს ჭოჭინაში ან სახტუნაოში, ეს დიდი ზიანს აყენებს პატარას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს.

ამ დროს ხდება ხერხემალზე დიდი დატვირთვა. ჭოჭინა ბავშვისთვის ახალი აღმოჩენაა. თუ ადრე ვერ წვდებოდა სასურველ ნივთს, ახლა თავისუფლად შეუძლია მივიდეს და აიღოს. ჭოჭინათი ის სწრაფად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე. ახლობლებს ახარებს ამის დანახვა. მეორე მხრივ, ბავშვის კუნთები და სახსრები ზედმეტად დაიტვირთებიან. თან ის ხომ ვერ გეტყვით, რომ დაიღალა...

ორთოპედი თემურ დოლიძე განმარტავს: "მანამ, სანამ შეიძენთ ჭოჭინას, კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან და ორთოპედთან. თუ ბავშვს მსგავსი შეზღუდვები არ აქვს, დღის განმავლობაში მათი გამოყენება დღეში 1 საათით არის რეკომენდებული".

altრატომ არ გვირჩევენ პედიატრები ჭოჭინას



ამ ჩამონათვალით არ მთავრდება ზიანის მომტანი ნივთების სია. შემდგომ სტატიებში შემოგთავაზებთ დანარჩენი მავნე ნივთების ჩამონათვალის გაგრძელებას.
2893
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```