ექიმის მოძრაობა და მშობლის დაძაბულობა შიშს უნერგავს ნემსის გაკეთება მტკივნეული სასჯელია ბავშვისთვის. პატარა შეიძლება ვერც აცნობიერებდეს მომხდარს, მაგრამ ექიმის მოძრაობა და მშობლის დაძაბულობა შიშს უნერგავს. ბოლოდროინდელი კვლევით დადგინდა, რომ მშობელის ქცევას დიდი როლი ენიჭება ნემსის გაკეთების პროცესში. მათ მარტივად შეუძლიათ ექიმთან ვიზიტი და ნემსის გაკეთება ბავშვისთვის თამაშად გადაქციონ.
ექიმმა ბავშვისთვის ნემსის გაკეთების უნიკალურ მეთოდს მიაგნო - ვიდეო 21 მილიონი ნახვით
კვლევა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარდა. მას ჟურნალი Pain აშუქებდა და კვლევაში 760-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთს, წლამდე ვაქცინაცია და ზოგს - სკოლამდელი ასაკისას გეგმიური აცრა ჩაუტარდა. "ჩვენ მხოლოდ ბავშვების კი არა, მშობლების რეაქციებსაც ვაკვირდებოდით" - ამბობს რებეკა პილარ რიდლი, ექსპერიმენტის მოთავე და კვლევის - "ტკივილის გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე" - მკვლევარი. - ჩვენ მივხვდით, რომ მშობელი დიდ გავლენას ახდენს მანიპულაციის დროს ბავშვის რეაქციაზე".
თუ გსურთ, თქვენმა შვილმა მშვიდად გადაიტანოს აცრა ან ნებისმიერი ინექცია, გაეცანით კვლევის შედეგად დადგენილ რამდენიმე რჩევას.
1. შეიკავეთ პირადი განცდები
რებეკა გვირჩევს, ჯერ მშობლებმა ვაკონტროლოთ ჩვენი შეგრძნებები. რადგან, როცა მშობელია დაძაბული, ნერვული ფონი ბავშვსაც გადაეცემა. ღრმად ისუნთქეთ და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენს შვილს საფრთხე არ ემუქრება.
2. ღრმად და მშვიდად ისუნთქოს ბავშვმაც
ის ბავშვები, რომლებიც აცრამდე ღრმად და მშვიდად სუნთქავდნენ, ნემსის დანახვისას პანიკაში არ ვარდებოდნენ და ტკივილსაც ნაკლებად განიცდიდნენ. დაძაბულობა კიდევ უფრო აუარესებს პანიკას.
ნახეთ ვიდეო, როგორ უნდა გაკეთდეს ნემსი სახლის პირობებში
Video როგორ უნდა გაკეთდეს ნემსი სახლის პირობებში
3. შეამზადეთ აცრისთვის
ბავშვს ნუ მოატყუებთ, რომ არ ეტკინება. შეამზადეთ ტკივილისთვის, მაგრამ მშვიდად აუხსენით, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, ცოტათი ეტკინება, მაგრამ მალევე გაუვლის.
4. დაარწმუნეთ ბავშვი აცრის აუცილებლობაში
თუ რამდენჯერმე იტყვით, რომ აცრა კარგია და მას სიკეთეს მოუტანს, თავადაც დაიჯერებთ. მაგრამ ნუ გადაამეტებთ. ის, რაც კარგია, მას მტკიცება რა სჭირდება. ნუ ეტყვით ბავშვს: "ვწუხვარ, რომ ამის ატანამ მოგიწია".
5. ჩაეხუტეთ საკუთარ შვილს
ჩახუტება საუკეთესო საშუალებაა ადამიანის დასამშვიდებლად. როცა დედას ბავშვი მიხუტებული ჰყავს, ის გრძნობს დედის გულისცემას და მშვიდდება. თუ საშუალება გაქვთ, აცრის დროსაც ჩაეხუტეთ შვილს, თუ არა, ხელი მაინც მოჰკიდეთ, აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. ეს მას დაამშვიდებს და გაამხნევებს.
6. გადაატანინეთ ყურადღება
მიეცით საკუთარი ტელეფონი, ჩაურთეთ მისი საყვარელი მელოდია ან ხვალინდელ გეგმებზე ესაუბრეთ. მოუყევით, რომ აცრის შემდეგ რაღაც პოზიტიური მოხდება მის ცხოვრებაში. თუ ფეხბურთზე საუბარი არ სურს, ჰკითხეთ, ჩაალაგა თუ არა ჩანთა და რის წაღებას აპირებს სკოლაში.
7. იუმორი
მხიარული ამბავი ბავშვს დაძაბულობას მოუხნის და გაამხნევებს. რაც უფრო მეტად გადაატანინებთ ბავშვს ყურადღებას სხვა საგანზე და გაამხიარულებთ, ნაკლებად იგრძნობს ტკივილს.
8. არ გააკრიტიკოთ
ფრაზები: "შენ ძლიერი გოგო/ბიჭი ხარ და არ იტირო". ბავშვს კიდევ უფრო მეტად შეაშინებს. მარტივად აუხსენით, რომ ეს ის ტკივილი არაა, რომელსაც ვერ გადაიტანს. მოუყევით ამბები, როგორ მხიარულად და მარტივად გადაიტანეს აცრა თქვენმა ახლობლებმა.