5 ფრაზა, რომლის შემდეგაც ბავშვები აღარ ტირიან - ერთი დედის გამოცდილება
5 ფრაზა, რომლის შემდეგაც ბავშვები აღარ ტირიან - ერთი დედის გამოცდილება
სტატიის ავტორი, ერთი ჩვეულებრივი დედა, დარწმუნებულია, რომ მოსალოდნელი ისტერიკის თავიდან აცილება რამდენიმე მარტივი ფრაზით შეიძლება.

"წინა კვირას ვიმყოფებოდი სურსათის მაღაზიაში და ჩემი ყურადღება პატარა გოგონასა და დედის დიალოგმა მიიპყრო. ბავშვი ითხოვდა საბავშვო კანფეტს ალუბლის გემოთი, რომელშიც შაქარი იყო.

"დედიკო, შეიძლება ეს ავიღო?", - შეეკითხა გოგონა.
"არა, საყვარელო", - გაუღიმა დედამ.
"კი, მაგრამ, მე ხომ ასეთი არ მაქვს!"
"სახლში ბევრი ტკბილეული გვაქვს", - შეახსენა დედამ.
"მაგრამ ასეთი არაა!"
"მე ვთქვი - არა!", - უპასუხა დედამ და გააგრძელა ჟურნალის ფურცვლა.

თავისი საწადელის
აუსრულებლობის გამო, გოგონამ ტირილს მოუმატა. ამის შემდეგ გადავიდა შემდეგ სტრატეგიაზე: სიტყვებსა და ყვირილს შორის ეფექტის გასაძლიერებლად - ამოსუნთქვა უძნელდებოდა.
"კარგი, ჩადე კალათაში", - უთხრა ბოლოს და ბოლოს დედამ, მაგრამ ერთი პირობით: "არ შეჭამ სადილამდე".
"შეიძლება მანქანაში მხოლოდ ერთხელ ვუკბიჩო?"
"მაგის თაობაზე დავილაპარაკებთ მანქანაში".

გოგონას ცრემლიან სახეზე ღიმილი მოეფინა. 5 წუთში მიაღწია იმას, რაც უნდოდა.

ფაქტობრივად, დედა ევაჭრა საკუთარ შვილს და ისტერიკა გაცვალა იმაზე, რაც გოგოს უნდოდა. ასე არ უნდა ხდებოდეს.

მინდოდა იმ დედასთავის გადამეცა 5-ფრაზიანი ლამინირებული ფურცელი, რომელიც ყოველთვის მუშაობს.
თუ თქვენ ამბობთ "არა"-ს, ამაში უნდა იგულისხმებოდეს სწორედ ამ სიტყვის მნიშვნელობა.
როდესაც ბავშვი
გაიძულებთ თქვენი გადაწყვეტილების შეცვლას, ის იღებს გაცილებით მეტს, ვიდრე კანფეტია. მას უყალიბდება შეხედულება თქვენზე, რომ ნებისმიერ მომენტში შეძლებს შეგაცვლევინოთ გადაწყვეტილება.

გთავაზობთ დედების გადამრჩენელ 5 ფრაზას, რომელსაც ამერიკელმა დედამ მიაგნო და სხვებსაც სთავაზობს:

mshoblebi

1. "შემეკითხე - გიპასუხებ"

აი ასეთი იქნებოდა დედა-შვილის დიალოგი:
ბავშვი: "დედიკო,
ბავშვი: "დედა, მე არ მაქვს ასეთი!".
დედა: "შენ შემეკითხე - მე გიპასუხე".
ბავშვი: "შენ არასოდეს არ ყიდულობ არაფერს!".
დედა: "შენ შემეკითხე - მე გიპასუხე".
თუ ბავშვი ისევ თავისას გაიძახის, თქვენ გადაიქცევით რობოტად, რომელიც იმეორებს ერთი და იგივე სიტყვებს ისევ და ისევ, ისევ და ისევ...

2. "ამას არ განვიხილავ"

ბავშვი: "შეიძლება, ღამე ჩემი მეგობარი დარჩეს ჩემთან?"
დედა: "არა, ის ჩვენთან წინა კვირას იყო".
ბავშვი: "გთხოვ?"
დედა: "ამას არ განვიხილავ".
ბავშვი: "მაგრამ...".
ახლა რაც გინდათ ის მოიმოქმედეთ, ოღონდ არ შეხვიდეთ დისკუსიაში. თავაზიანად გაიღიმეთ, გადააქნიეთ თავი და შემდეგ წადით.

3. "საუბარი დამთავრებულია"

ბავშვი: "შეიძლება ველოსიპედზე ვისეირნო?"
დედა:" არა, გარეთ წვიმს".
ბავშვი: "საწვიმარს ჩავიცვამ და არ დავსველდები".
დედა: "საუბარი დამთავრებულია".
ბავშვი: "ძალიან გთხოოოოვ!".
დედა: "შემეკითხე - გიპასუხე".
ამის შემდეგ გადაიქეცით რობოტად.

4. "გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ ერთად"

ბავშვი: "შეიძლება, პლანშეტი ავიღო?".
დედა: "არა, ხომ იცი, ჩვენ არ ვიღებთ პლანშეტს ჭამის დროს".
ბავშვი: "არ დავდებ პლანშეტზე საჭმელს".
დედა: "ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჭამის დროს პლანშეტს არ ავიღებდით".
ბავშვი: "მე ხომ პირობას გაძლევ!".
დედა: "მე ვთქვი, რომ პლანშეტის აღება არ შეიძლება. ახლა საღამომდე ვეღარ აიღებ!"

მოემზადეთ ისტერიკისათვის მანამ, სანამ ბავშვი ვერ გაიგებს, თუ რა ხდება ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს აღზრდის მკაცრი სტრატეგიაა, თუმცა შედეგიანი. ბოლოს და ბოლოს ის გაიგებს, რომ ვერაფერი გაიძულებთ თქვენი გადაწყვეტილების შეცვლას. ასე გამოიმუშავებთ ავტორიტეტს და ბავშვი გაიგებს თქვენს "არა"-ს პირველივე თქმიდან.

ეს არის ჩემიი წარმატების ისტორია: რაოდენიმე წლის პრაქტიკის შემდეგ. ჩემი 4 წლის გოგონა აღარ მიწყობს სცენებსა და ისტერიკებს.
შარლოტა: "შეიძლება ორცხობილა ავიღო?"
მე: "კი, აიღე ერთი ცალი".
შარლოტა: "შეიძლება, სამი ავიღო?
მე: "დავამთავრე საუბარი".
შარლოტა: "კარგი, მაშინ შუაზე გადავტეხავ და ორი მექნება!".
მან სიამოვნებით მიირთვა ორცხობილა, მე კი სიამოვნებით გავაგრძელე ჩემი საქმიანობა.
"თქვენც შეგიძლიათ ასე!"

რედაქციისგან:
რასაკვირველია, ამ დედის მიგნება ყველასთვის არ იქნება არც მისაღები და არც შედეგიანი, თუმცა მან ასეთ მეთოდს მიაგნო და სხვა დედებსაც უზიარებს. ეს ბავშვთან ურთიერთობის შედარებით ავტორიტარული, თუმცაღა პრობლემების მოგვარების სწრაფი გზაა. ჰუმანური აღზრდის მეთოდები სულ სხვა რამეს გვკარნახობს და მშობლის მეტ მოთმინებასა და პრობლემების გადაჭრის ოდნავ უფრო რთულ საშუალებებს გვთავაზობს, თუმცა შედეგი იქ უფრო ხანგრძლივია და რაც მთავარია, სიყვარულსა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული.


alt"ოქროს ფორმულები" ნებისმიერ ბავშვთან თანხმობის მისაღწევად - "არასდროს მოექცეთ ბავშვს ისე, როგორც არ გინდათ, რომ ვინმე თქვენ მოგექცეთ"



წყარო
4097
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```