როგორ უნდა მიხვდეთ, მალავს თუ არა ბავშვი რამეს და როგორ უნდა გააკონტროლოთ ბავშვი ონლაინ? რითია დაკავებული თქვენი ბავშვი სოციალურ ქსელში და რატომ მალავს ეკრანს თქვენგან? ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ კონტროლი ნდობის საკითხია.
ერთადერთი საიმედო მეთოდი დაიცვათ ბავშვი ინტერნეტის ზემოქმედებისგან - მასთან ხელმისაწვდომობის შეწყვეტაა.
შეიძლება დაუყენოთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიძლება კონტროლი. მაგრამ ბავშვი დიდი ალბათობით, მისი გვერდის ავლის გზებსაც მოიძიებს. რა აღმოჩენებს შეიძლება შეხვდეთ ამ გზაზე.
უნდობლობა მშობლის მიმართ წარმოიშვება მაშინ, როცა ბავშვს ისე იცავენ საფრთხისგან, რომ მის მოთხოვნილებებს და სურვილებს არ ითვალისწინებენ.
ინსტრუქტაჟი მშობელმა მოზარდს არ უნდა მოახვიოს თავზე. პირიქით, უნდა მიაწოდოს დოზირებულად. მაგალითად ასე:
აღწერეთ საშიშროება, რაზეც გსურთ საუბარი.
ასაკის შეუსაბამო კონტენტი, სისასტიკის პროპაგანდა, არანორმალური ლექსიკა, არასათანადო ფოტოების განთავსება პირად გვერდზე. ინფორმაციულ ნაწილს დაუთმეთ 15 წუთი, ოღონდ იყავით შეუვალი, უკან არ დაიხიოთ.
შესთავაზეთ მოზარდს დაფიქრდეს. ერთად იფიქრეთ გამოსავალზე.
"წარმოგიდგენიათ როგორ ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას?" როგორც წესი, ბავშვებს ახსოვთ უსაფრთხოების ძირითადი წესები - რომ არ ღირს პირადი ინფორმაციის გაზიარება სოც. ქსელში, რომ არ უნდა შევიდეს გაურკვეველ საიტებზე და ა. შ.
დედამ შვილის მიმართ დაწყებული ბულინგი ერთ დღე-ღამეში მოაგვარა. თავის გვერდზე თხოვნით მიმართა თავის მეგობრებს, შესულიყვნენ მისი შვილის გვერდზე და მოეწონებინათ პოსტი. ახლა ბევრი მშობელი იქცევა ასე. მაგრამ 4 წლის წინ ასეთმა საქციელმა ქარიშხალი ამოიწვია: ნაწილი არ უწონებდა დედას ასეთ საქციელს. ამბობდნენ, რომ "დედიკოს ბიჭობას" ჯობდა ისევე დაეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო. სხვები აღფრთოვანებულები იყვნენ დედის საქციელით. ეს ამბავი ერთ დღეში ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელს. ისტორია ტელევიზიებში მოხვდა და ამის შემდეგ უკვე ცნობილები იწონებდნენ ბიჭის დინოზავრებს...
ახლა ის 15 წლისაა და 12 000 გამომწერი ჰყავს. ამ ისტორიაში მთავარი ისაა, რომ ბიჭმა იცოდა, რომ დედის ნდობა შეიძლებოდა, დედამ კი მოლოდინი გაუმართლა.
...ბავშვები გაიზარდნენ, მათი მეგობრები და მტრები შეიძლება შემთხვევით თქვენი საერთო მეგობრები გახდნენ - ამიტომ ან წინასწარ ესაუბრეთ ბავშვს ამაზე, ან ნუ განათავსებთ თქვენს კედელზე ისეთ პირად ინფორმაციას, რომელიც არ გსურთ, ბავშვამდე მივიდეს. ნუ დაიმეგობრებთ მათ, ვისაც არ იცნობთ. და თქვენვე მიეცით ბავშვს სოციალურ ქსელში კორექტულად ქცევის მაგალითი - თქვენ ხომ თავად ამას ასწავლით თქვენს შვილებს!