როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას
 როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას
ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ საწოვარას მიჩვევა უფრო იოლია, ვიდრე გადაჩვევა. პედიატრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თვენახევრამდე და წლინახევრის შემდეგ საწოვარას წოვა არ არის რეკომენდებული: მეტისმეტად მცირე ასაკში ეს ხელს უშლის ძუძუს წოვის ჩვევის ჩამოყალიბებას, ხოლო კბილების ამოჭრის შემდეგ სწორი თანკბილვის განვითარებას აფერხებს.
ნებისმიერი დედა დაგვემოწმება, რომ პატარები ძალიან ძნელად ემშვიდობებიან საწოვარას. სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 90% მატყუარას ერთი წლის შემდეგაც წოვს. დიდები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რათა პატარა დროულად და უმტკივნეულოდ გადააჩვიონ მატყუარას. ზოგიერთ პატარაზე საწოვარას მეზობლის ლეკვისთვის "ჩუქება" ჭრის, ზოგი, როცა
დაინახავს, რომ საწოვარა გახეულია, იჯერებს, რომ ის "გაცვდა" (რა თქმა უნდა, ამას წინასწარ მალულად აწყობს დედა). შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ, ძველი საწოვარა ახალ სათამაშოზე გაცვალოს - ცდუნება მართლაც დიდია! თუ არც ერთმა ხერხმა არ გაჭრა, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
• საწოვარა ბავშვს მხოლოდ მაშინ მიეცით, როცა არ შია, მაგრამ მოუსვენარია და ყველაფერს პირში იდებს.
• ეცადეთ, ძილის წინ საწოვარა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეთ პატარას, როცა მის გარეშე ვერ იძინებს. ბავშვი, რომელიც საწოვარათი ჩაძინებას ეჩვევა, ძნელად ამბობს უარს ამ ჩვევაზე.
შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას. ამ პერიოდისთვის წოვის რეფლექსი სუსტდება და ზოგი ბავშვი ვერც კი ამჩნევს, რომ საწოვარა სადღაც გაქრა.

როგორი საწოვარა უნდა შეარჩიოთ, ეს
იხილეთ სტატიაში.

წყარო: mkurnali.ge

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ყველაზე საშინელი საწოვარების ფოტოები

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
5896
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები