რატომ არის სასარგებლო ფაზლების აწყობა? - ფსიქოლოგების რეკომენდაცია
რატომ არის სასარგებლო ფაზლების აწყობა? - ფსიქოლოგების რეკომენდაცია
იმაზე, თუ რა უნდა ვუყიდოთ ბავშვს გასართობად და განსავითარებლად, მშობლები ბევრს ფიქრობენ. გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სათამაშოს ხარისხი, დანიშნულება, ბავშვის ასაკი, ასევე უნდა დავაკვირდეთ, რას ვაძლევთ ამით პატარას და მის განვითარებას რამდენად შეუწყობს ესათუის სათამაშო ხელს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ძირითადად ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც დადებითად აისახება მის განვითარებაზე. ბავშვები თამაშით უამრავ რამეს სწავლობენ და ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე გვგონია. ბევრი მათგანი სწორედ თამაშის მეშვეობით ეუფლება სხვადასხვა უცხო ენას,
გეოგრაფიას, ინტერესდებიან სხვადასხვა ქვეყნით და ა.შ.

პატარებისთვის გამორჩეულად კარგ საჩუქრად დღესდღეობით მიიჩნევა ე.წ. მაგიდის თამაშები და ასაწყობი სათამაშოები, ფაზლები. ისინი სახლის პირობებში ბავშვის გართობისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. თანაც, მაგიდის თამაშები მშობელსაც აძლევს საშუალებას, ჩაერთოს პროცესში და ბავშვთან ერთად გაატაროს დრო.

რა არის ფაზლი?

ფაზლი, ანუ ასაწყობი ნახატი, მოზაიკა - თავსატეხი თამაშია, რომელშიც აუცილებელია ნახატის ბევრი სხვადასხვა ფორმის ფრაგმენტიდან ერთი საერთო მოზაიკის აწყობა.

ფაზლის დადებითი ეფექტები

ფსიქოლოგების აზრით, მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და დადებით გავლენას ახდენს, თანაც, არა მხოლოდ პატარებზე, არამედ უფროსებზეც.

ბავშვების შემთხვევაში, ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას - ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე განავითარებს წვრილმან მოტორიკას.

როგორ ავარჩიოთ?

აუცილებელია, სანამ აარჩევთ ფაზლს ბავშვისთვის (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სათამაშოს), გაერკვეთ, რა ასაკზეა ის გათვლილი და რამდენად სრულყოფილი და ხარისხიანი ნაწარმია.
უმცროსი ასაკისთვის შედარებით მცირე რაოდენობის ნაწილებისგან შედგენილი და არც ისე დატვირთული ნახატი უნდა აარჩიოთ, უფროსი ასაკისთვის კი შედარებით რთული და ბევრი დეტალისგან შემგარი ფაზლი აჯობებს.
mshoblebi
მნიშვნელოვანია ფაზლების ხარისხიც. მსოფლიოში არსებობს აღიარებული სტანდარტი, რომელსაც მხოლოდ მწარმოებელთა მცირე რაოდენობა თუ აკმაყოფილებს. ასეთია მაგალითად ცნობილი იტალიური კომპანია Clementoni, რომელიც ფაზლების გარდა ბევრ სხვა საინტერესო სათამაშოს აწარმოებს თუმცა ცნობილი სწორედ უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვანი ფაზლების წარმოებით გახდა. Clementoni-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოშიც არის და ის სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაა“.

ასე რომ, სანამ პატარისთვის ახალ სათამაშო ნივთს შეიძენთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რას აძლევთ ამით მას და აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი ხარისხისა და დადებითი ეფექტების სასარგებლოდ.


ტეგები: ფაზლი
3066
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი