ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ძირითადად ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც დადებითად აისახება მის განვითარებაზე იმაზე, თუ რა უნდა ვუყიდოთ ბავშვს გასართობად და განსავითარებლად, მშობლები ბევრს ფიქრობენ. გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სათამაშოს ხარისხი, დანიშნულება, ბავშვის ასაკი, ასევე უნდა დავაკვირდეთ, რას ვაძლევთ ამით პატარას და მის განვითარებას რამდენად შეუწყობს ესათუის სათამაშო ხელს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვს ძირითადად ისეთი რამ ვაჩუქოთ, რაც დადებითად აისახება მის განვითარებაზე. ბავშვები თამაშით უამრავ რამეს სწავლობენ და ხშირად იმაზე მეტსაც, ვიდრე გვგონია. ბევრი მათგანი სწორედ თამაშის მეშვეობით ეუფლება სხვადასხვა უცხო ენას, გეოგრაფიას, ინტერესდებიან სხვადასხვა ქვეყნით და ა.შ.
პატარებისთვის გამორჩეულად კარგ საჩუქრად დღესდღეობით მიიჩნევა ე.წ. მაგიდის თამაშები და ასაწყობი სათამაშოები, ფაზლები. ისინი სახლის პირობებში ბავშვის გართობისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. თანაც, მაგიდის თამაშები მშობელსაც აძლევს საშუალებას, ჩაერთოს პროცესში და ბავშვთან ერთად გაატაროს დრო.
ბავშვების შემთხვევაში, ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას - ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე განავითარებს წვრილმან მოტორიკას.
უმცროსი ასაკისთვის შედარებით მცირე რაოდენობის ნაწილებისგან შედგენილი და არც ისე დატვირთული ნახატი უნდა აარჩიოთ, უფროსი ასაკისთვის კი შედარებით რთული და ბევრი დეტალისგან შემგარი ფაზლი აჯობებს.
მნიშვნელოვანია ფაზლების ხარისხიც. მსოფლიოში არსებობს აღიარებული სტანდარტი, რომელსაც მხოლოდ მწარმოებელთა მცირე რაოდენობა თუ აკმაყოფილებს. ასეთია მაგალითად ცნობილი იტალიური კომპანია Clementoni, რომელიც ფაზლების გარდა ბევრ სხვა საინტერესო სათამაშოს აწარმოებს თუმცა ცნობილი სწორედ უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვანი ფაზლების წარმოებით გახდა. Clementoni-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოშიც არის და ის სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაა“.
ასე რომ, სანამ პატარისთვის ახალ სათამაშო ნივთს შეიძენთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რას აძლევთ ამით მას და აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი ხარისხისა და დადებითი ეფექტების სასარგებლოდ.