რა შემთხვევაში შეიძლება გოგონას დედისგან სოკო ან პარაზიტული ინფექცია გადაედოს
რა შემთხვევაში შეიძლება გოგონას დედისგან სოკო ან პარაზიტული ინფექცია გადაედოს
ბავშვი ოჯახში მთავარი საზრუნავია. მშობლები და ბებია-ბაბუები მათთვის არაფერს იშურებენ. განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ბავშვის ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, არსებობს საფრთხეები, რომლებსაც სწორედ მოსიყვარულე უფროსები უქმნიან პატარებს.

მიკრობები

ცოტა ხნის წინ ცნობილმა პედიატრმა მშობლებს მოუწოდა, არ აკოცონ ბავშვებს თითებსა და ცხვირ-პირის მიდამოებში. თითებს პატარები ყველაზე ხშირად იდებენ პირში, მოზრდილი ადამიანის ნერწყვის ყოველი მილილიტრი კი შეიცავს 650-მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას... ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და
ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით.
მსგავსი მოწოდება პირველი არ არის ექიმისგან. ამიტომ ჰიგიენური პირობების დაცვა აუცილებელია. ისე უნდა აკოცოთ, რომ თქვენი პირის ღრუს ბაქტერიები ბავშვის ცხვირისა და პირის ღრუში არ მოხვდეს.

ვირუსები

სეზონური ვირუსების პერიოდში ხალხმრავალ ადგილებში უფროსებს უფრო მეტად უწევთ ყოფნა, ვიდრე ბავშვებს. მცირე ასაკის და განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად სახლში ატარეmshoblebiბენ დროის უმეტეს ნაწილს. ამ დროს ვირუსის წყარო მათთვის უფროსები არიან - მშობლები, რომლებიც სეზონურ ვირუსებს ვერ „გადაურჩნენ“. ამიტომ ბავშვიან ოჯახში უფროსიც უნდა ზრუნავდეს ჯანმრთელობასა და
იმუნიტეტის გაძლიერებაზე, რათა ამით პირველ რიგში ბავშვი დაიცვას, განსაკუთრებით, წლამდე ასაკის ჩვილი.
მაგალითად, უფროსებმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმუნიტეტის გასაძლიერებლად შეუძლიათ გამოიყენონ ექინაცეა - ბუნებრივი ანტიბიოტიკი და იმუნიტეტის ძლიერი სტიმულატორი. ამ მცენარის ბაზაზე დამზადებული მედიკამენტები მრავლად არის ბაზარზე, თუმცა ექინაცეას ყველაზე მაღალი შემცველობა და ყველაზე მაღალი ეფექტი აქვს ბრიტანული ბრენდის „ჰელს ეიდის“ მიერ წარმოებულ ექინაცეა 500-ს. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს მრავალ ბაქტერიასა და ვირუსს. მისი ექსტრაქტი აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკ
ოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპეს ვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას. ექინაცეა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით გრიპის და გაცივების. მისი მიღება გაცივების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე ხელს უშლის სიმპტომების განვითარებას, ხოლო გაცივების ან გრიპის დროს მისი მიღება ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას. ექინაცეა-500 შეიცავს მეწამული ექინაცეას ექსტრატს, რომელიც ექინაცეას სამი სახეობიდან (მეწამული ექინაცეა, ვიწროფოთლიანი ექინაცეა და ექინაცეა პალიდა) ყველაზე ძლიერი პოტენციალის მქონე სახეობად ითვლება. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, გლიკოპროტეინებს და სხვა მრავალ აქტიურ კომპონენტს შეიცავს, რომლებსაც იმუნური სისტემის სტიმულატორებად მიიჩნევენ.
მისი მიღება საუკეთესო საშუალებაა მათთვის: 
  • ვისაც აქვს სუსტი იმუნური სისტემა;
  • ვინც უჩივის ხშირ გაცივებას და გრიპს;
  • ვინც ხშირად ავადდება სხვადასხვა სახის ინფექციებით.
ექინაცეა-500 ის მიღება შეუძლიათ მოზრდილებს და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს. მიღების ფორმა მარტივია: ერთი ან ორი აბი დღეში კვებასთან ერთად.

სოკო და პარაზიტები

გოგონას ინტიმურ ჰიგიენას გინეკოლოგები უფრო მნიშვნელოვნად თვლიან, ვიდრე მოზრდილი ქალისას. საქმე ისაა, რომ გოგონას ჯერ ესტროგენული დაცვა არ აქვს და მათი სასქესო სისტემა ინფექციებისა და ანთებების მიმართ არამდგრადია. ამიტომ ბავშვის ინტიმური ზონების მოვლა-გაფრთხილება ძალიან საყურადღებოა.
ბევრი გოგონასთვის დიდი სიხარულია დედასთან ერთად, მშობლების საერთო საწოლში დაძინება. ჩვენს რეალობაში ბევრ ბავშვს არც აქვს საკუთარი ოთახი და დიდი ხსნის განმავლობაში მშობლების ოთახში სძინავს. ასეთ დროს დედას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რადგან შესაძლოა, ბავშვს სოკოვანი ან პარაზიტული ინფექცია გადასცეს.
ამიტომ ბავშვის საცვლები, ტანსაცმელი, თეთრეული მაქსიმალურად იზოლირებული უნდა იყოს მშობლების ნივთებისგან და ერთმანეთის საწოლებში წოლაც არ არის რეკომენდებული.
3713
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თინი
0
რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ ესმის.. მაგალითად მე ძალიან დიდი უსიამოვნება მომივიდა ოჯახში როდესაც მულს და მის ქმარს გამოვუცხადე ჩემს შვილს თქვენ საწოლში ნუ იწვენთ და ნაკიაჟიანი სახითაც ნუ კოცნითქო ჩემს წიკად ჩათვალეს და ამითვალწუნეს..
18:01 / 30-11-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```