3-6 წლის ბავშვებისთვის ეს საჭირო და სასარგებლოა - ახალი ქართული საბავშვო ჟურნალი
3-6 წლის ბავშვებისთვის ეს საჭირო და სასარგებლოა - ახალი ქართული საბავშვო ჟურნალი
პრესის გავრცელების ადგილებში ახალი საბავშვო ჟურნალი "პეპელა" გამოჩნდა. ის ყველაზე პატარა ასაკის მკითხველზეა გათვლილი და ძირითადად ლექსებით, ზღაპრებით, მარტივი გამოცანებით, გასაფერადებლებლებითა და განმავითარებელი სავარჯიშოებით არის წარმოდგენილი. ჟურნალის ყველა გვერდი ფერადი და ილუსტრირებულია.
"პეპელას" მომხმარებლის ასაკი 3-6 წელია და ადრეული განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ჟურნალს სპონსორობას უწევს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა", რომელიც სპეციალურ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს დააწესებს ჟურნალის მკითხველისთვის.
mshoblebi
"დღეს ძალიან ცოტა საბავშვო ჟურნალი გამოდის. წიგნებისგან განსხვავებით, საბავშვო პრესის ბაზარი საკმაოდ მწირია, მითუმეტეს, არ არის ასაკობრივი ნიშნით
დაყოფილი პერიოდული გამოცემები. ვინაიდან მაღალპოლიგრაფიული ხარისხი და ილუსტრაციები ძვირადღირებული ფუფუნებაა, ხარისხიანი საბავშვო წიგნები და ჟურნალები არცთუ ისე იაფი უჯდებათ მშობლებს. არადა პატარების განვითარებისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვეცადეთ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს ჟურნალი პატარებისთვის და მისი ფასი მხოლოდ 3 ლარია", - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში.
ჟურნალი "პეპელა" თვეში ერთხელ გამოვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

11385
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
პასუხი
0
ქაღალდი არის პრიალა ცარცი, გასაფერადებლებისთვის კი - ოფსეტი. ორივე მათგანი გამოიყენება მაღალი ხარისხის პოილიგრაფიული გამოცემებისთვის. ჟურნალი ხარისხიანია, უბრალოდ 32 გვერდია, სქელტანიანი არ არის. ყველა გვერდი ფერადია, ილუსტრირებული
15:02 / 11-01-2019
nina
0
მაინტერესებს, ქაღალდის ხარისხი როგორია? 3ლარის შემთხვევაში, არა მგონია, ხარისხიანი ქაღალდი იყოს. არადა, ბავშვს შეხება უნდა ჰქონდეს ჟურნალთან.
09:51 / 11-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?