5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გოზინაყის კეთებისას
5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გოზინაყის კეთებისას
გოზინაყი – ის ნუგბარია, რომელიც საახალწლოდ აბსოლუტურად ყველა ოჯახში კეთდება. ალბათ ყველა დიასახლისს თავისი, საკუთარი წესები აქვს მისი გაკეთებისას.
მაგრამ შეცდომაც ხშირად მოგვდის. ვეცადეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები "შეგვეკრიბა", რათა ყველამ გაითვალისწინოს.

აი, 7 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც არაფრით არ უნდა დაუშვათ:

1. თაფლი აჯობებს შეარჩიოთ მაისის და არა მაგალითად, წაბლის. ის თავისებურ გემოს მისცემს გოზინაყს და ნიგვზის არომატსაც დაუკარგავს.

2. თუ გინდათ, რომ ნიგოზმა არ დაკარგოს არომატი, გაფცქვნის მიზნით არ
დაასხათ მდუღარე წყალი (ბევრი ამ მეთოდს მიმართავს, რათა
ნიგოზს კანი ადვილად მოაცილოს)

3. თუკი გოზინაყის კეთებისას ნიგვზის მოხალვას აპირებთ, აჯობებს, მთლიანი ლებნები მოხალოთ და მერე დაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭრილი ნიგოზი შეიძლება ადვილად დაგეწვათ.

4. ნუ უგულებელყოფთ შაქრის დამატებას გოზინაყის გაკეთებისას. სულ რამდენიმე კოვზი შაქარიც კი გოზინაყს შეკრავს და თაფლი და ნიგოზი ცალ-ცალკე აღარ წავა.
5. თაფლი რამდენჯერმე უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყაროთ ნიგოზი. შემდეგ უნდა მოშუშოთ. ამ პროცედურის გარეშე, გოზინაყი მკვრივი არ იქნება და რამდენიმე დღეში, დაიშლება.
უფრო
3798
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ani
0
მე არ ვამატებ შაქარს ,რადგან არ მიყვარს გოზინაყი რომელიც იკვნიტება,ესე იგი მაგარია.
04:59 / 30-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?