ბევრი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ახალი წლის დღეებში ექიმთან მიმართვიანობა მატულობს - ზედმეტად ნოყიერი სუფრა ბევრი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ახალი წლის დღეებში ექიმთან მიმართვიანობა მატულობს - ზედმეტად ნოყიერი სუფრა, ალკოჰოლი თუ პიროტექნიკა ხშირად პრობლემების გარეშე ვერ ჩაივლის ხოლმე. ამას ემატება მომატებული კილოგრამებიც. რა მოვაშველოთ ორგანიზმს, რომ დღესასწაულის დღეებში საკვებისგან გამოწვეულმა უსიამოვნო შეგრძნებებმა არ შეგვაწუხოს, სასმელმა ზედმეტი პრობლემა არ შეგვიქმნას, თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები და რამენაირად გასუქების გარეშე შევირგოთ ტკბილეული და ცომეული. ფარმაცევტულ სამყაროს ნამდვილად აქვს საამისო საშუალებები და ამაზე უფრო დეტალურად სახალხო აფთიაქის ფარმაცევტი ნანა ხურციძე გვიპასუხებს.
- დღესასწაულებზე საკვებით გადატვირთვა მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემაა. გვირჩიეთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც გადატვირთულ კუჭ-ნაწლავს მონელებაში დაეხმარება და ამავე დროს, მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება.
- მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტი ვარ და ბევრი რამ ვიცი ჯანსაღ კვებაზე და არც ჩემს მომხმარებელს ვაკლებ რჩევებს, პირდაპირ გეტყვით, ახლა არ არის დრო, გელაპარაკოთ ცილების და ნახშირწლების შემცველი საკვები ცალ-ცალკე მიიღეთ, ხორცს ფორთოხლის წვენი დააყოლეთ, ნიახურის დიეტა დაიცავით-თქო. გირჩევთ რა გააკეთოთ, რომ სადღესასწაულო დღეებში შეკრულობამ, შებერილობამ, გულისრევის შეგრძნებამ რომ არ შეაწუხოთ და ჩამოვთვლი მხოლოდ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც თითქმის ყველა აფთიაქში ხელმისაწვდომია და არ სჭირდება ექიმის დანიშნულება. ელემენტარულ რჩევას კი ადგილობრივი ფარმაცევტიც გირჩევთ. მაშ ასე:
მთავარია, სუფრაზე იყოს მცენრეული საკვები - მაგალითად ფხალი და თუნდაც ერთი სალათი ზეთით და ლიმონით, ამ ძმრით შეკმაზული. მას თუ მიაყოლებთ ხაჭაპურს, ხორცს, უფრო გაადვილდება საკვების მონელება, რადგან ბოსტნეული აძლიერებს ნაწლავების კუმშვადობას და ჭარბად მიღებული ცხიმების გამოდევნას უწყობს ხელს ნიგვზიანი საკვები ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ არ ღირს გარისკვა -მიიღეთ ფერმენტი და ნაღვლმდენი საშუალებები - თუნდაც ალოხოლი. გულისრევის შეგრძნებას ლიმონიანი წყალი შეგიმცირებთ. მთავარი რა არის - არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები ბინადრობენ და თქვენი ჯამრთელობის დიდი ნაწილი მათ კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული, ისე არ მოხდეს, რომ თქვენმა დღესასწაულმა მათი დასუსტება გამოიწვიოს, იცოდეთ, ახალი წლის სუფრა კუჭ-ნაწლავისათვის ნამდვილი ბრძოლაა და თუ გინდათ, ამ ბრძოლაში მოიგოთ, თქვენს საჭმლის მომენლებელ სისტემას დამცავი ძალა უნდა მიაშველოთ - დამატებითი ლაქტობაქტერიები საკვების მონელებას, მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ჭარბი ცხიმის და ქოლესტერინის ნაწლავებიდან სისხლში შეწოვას შეუშლიან ხელს. ამაში პროკომბოს 15 მილიარდი ლაქტობაქტერია დაგეხმარებათ. მაშ ასე, კუჭ-ნაწლავის მცირე აფთიაქი ასეთია: პროკომბო, მულტიენზიმი, ალოხოლი და ჰემოპროპინის მალამო, თუ სწორმა ნაწლავმა შეგაწუხათ.
- თუ არსებობს საშუალებები, რომლებიც ალკოჰოლის მონელებაში გვეხმარება? რამე რჩევაც ხომ არ გაქვთ, როგორ მივიღოთ ალკოჰოლი ისე, რომ ნაკლები თრობა გამოიწვიოს.
- ალკოჰოლის მიღების საშუალო დოზა არის 1 გრ ეთილის სპირტი კილოგრამ წონაზე. ღვიძლს ამის გადამუშავება დამოუკიდებლად შეუძლია, მაგრამ გადაჭარბებისას ორგანიზმში წარმოიქმნება ისეთი ნაერთი, რაც წამლავს ორგანიზმს, ღვიძლს და იწვევს ნაბახუხევს. სწრაფად თრობას ხელს უწყობს ალკოჰოლთან ერთად გაზიანი სასმელების დალევა. ზოგს ფიქრობს, რომ დალევის წინ მიღებული კარაქწასმული პურით თრობას შეანელებს, მართალია, ამით ალკოჰოლის შეწოვა დროში მცირედ გახანგრძლივდება, მაგრამ საბოლოდ ისეთივე მთვრალი იქნებით, როგორც კარაქიანი პურის გარეშე. ნაბახუსევზე უნდა მიიღოთ ბევრი სითხე, დაისვენოთ, გამოძინოთ და ღვიძლს პატიება სთხოვოთ. რა ესიამოვნება მას ყველაზე მეტად - არტიშოკის, ბაყაყურას ლამაზი სალათი და წვენი, რომელსაც მე ყველას ვურჩევ - ეს არის თავცეცხლას რძის ექსტრაქტი. ამ ყველაფერს თუ ახალი წლის დილით ვერ იშოვით, და რა თქმა უნდა ვერ იშოვით. უბრალოდ არტიშოკის ან ლივერილის 1 ტაბლეტი დალიეთ.
- ყველაზე მეტს დღესასწაულებზე მაინც მომატებულ კილოგრამებზე დარდობენ. თუ არსებობს სააფთიაქო საშუალებები, რომლებიც კალორიების ათვისებას უშლის ხელს? ანუ რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებულ ტკბილეულს და ცომეულს უკვალოდ "შეგვარგებს"? რა თქმა უნდა, ესეც უსაფრთხო უნდა იყოს და ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს.
- გოზინაყი, ნამცხვარი - ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს შეიცავს, მათი ნაწილი გარდაიქმნება ცხიმებად და შესაბამისად წონის მატებას უწყობს ხელს, ასევე ამძაფრებს შიმშილის გრძნობას... ამ დროს საუკეთესო გამოსავალია პიკოქრომის ტაბლეტების მიღება -ეს არის 100%-ით ბუნებრივი მინერალი, ის ხელს უწყობს ტკბილეულში არსებული შაქრის ათვისებას უჯრედების მიერ, ხელს უშლის მის ცხიმებად ჩალაგებას ორგანიზმში, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას და შესაბამისად, გოზინაყის და ნამცხვრის ნაჭრების რაოდენობაც კლებულობს.
- რა მივაშველოთ ორგანიზმს, როცა ვატყობთ, რომ საკვებმა ან სასმელმა გვაწყინა?
- ეს გულისრევის შეგრძნებით, შეიძლება ღებინებით, შებერილობით, თავის ტკივილით გამოიხატება. ამ დროს აუცილებელია კვების სხვა რეჟიმი - მწარის, ცხარის, შემწვარ-მოხრაკულის და ტკბილეულის გარეშე. ფაღარათის დროს დაკარგული სითხე მინერალების შემცველი ჰიდროვიტის ხსნარით შეივსეთ, ფოსფალუგელი გულისრევის შეგრძნებას შეგიმცირებთ და ტოქსინებს შებოჭავს, პროკომბო კი ხელს შეუწყობს რომ კუჭ-ნაწლავი სწრაფად ჩადგეს მწყობრში. მაშ ასე, თუ ახალ წელს საკვებმა გაწყინათ, საოჯახო აფთიაქში უნდა გქონდეთ - ჰიდროვიტი, ფოსფალუგელი, პროკომბო.
- რა საშუალებები უნდა იქონიონ დღესასწაულის დღეებში იმ ადამიანებმა, ვისაც ალერგიის პრობლემა აქვს. იგულისხმება ბავშვებიც
- ეს მართლაც პრობლემაა, რადგან საახალწლო მენიუ დატვირთულია ალერგიული საკვებით - ნიგოზი, თაფლი, ციტრუსები, შოკოლადი... თუ კონკრეტულად ამ პროდუქტებზე გაქვთ ალერგია, ცხადია, მათ უნდა მოერიდოთ. ალერგიის გამწვავება ხშირია ბავშვებში, რადგან მათ უჭირთ გაზიან სამელებზე, ტკბილეულზე უარის თქმა. თუ ალერგიის სიმპტომები შენიშნეთ, დალიეთ ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტი - მე ერიუსს გირჩევთ და პროკომბოს კაფსულას. მასში არსებული ლაქტობაცილები ხელს შეუშლიან ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების ნაწლავებიდან სისხლში გადასვლას და ალერგიის გამოვლინებას შეამცირებენ, დაიცავით დიეტა - მოხარშული ხორცი, ნაკლებ მარილიანი ყველი, მოთუშული ხილი მიირთვით, აქვე გასწავლით ერთ ჯანსაღი ტკბილეულს, რომელიც ძალიან გემრიელია და მე ხშირად ვაკეთებ:
გახეხილი ვაშლი ან მსხალი აურიეთ შვრიის ბურღულში. შემდეგ ეს მასა ჰაერღუმელში გამოაცხვეთ 5 წუთი, გააციეთ და ბლენდერში ფქვილად აქციეთ. ეს ფქვილი შემდეგ აურიეთ ხაჭოშო. გააკეთეთ ბურთები და ზემოდან კაკაო მოაყარეთ. ძალიან ლამაზი და გემრილია. ანუ თქვენ ამზადებთ ტკბილ ფქვილს ჰერკულესით და ხილით, დანარჩენი ფანტაზიის ამბავია.
- ბავშვები ახალი წლის დღეებში პიროტექნიკითაც ხშირად ზარალდებიან. გასაგებია, რომ სერიოზული შემთხვევებისთვის სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, მაგრამ თუ მსუბუქი დამწვრობაა, როგორ და რა საშუალებებით უნდა დამუშავდეს?
- მსუბუქი დამწვრობის დროს დაზიანებული ადგილი ცივ გამდინარე წყალს უნდა შეუშვიროთ 5 წუთი, არ წაისვათ ზეთი, კარაქი. დაზიანებული ადგილი სტერილური დოლბანდით გადაიხვიეთ, ისე რომ კანზე მჭიდროდ არ გეკრობოდეთ. თუ ტკივილი გაწუხებ, ტკივლგამაყუჩებელი აბი დალიეთ.
აუცილებლად დავამატებ, რომ თუ თქვენ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, სისტემატურად ღებულობთ მედიკამენტებს - რჩევსათვის აუცილელბად მიმართეთ ექიმს. ყველა მედიკანემენტი კი რომელიც მე გირჩიეთ, არის ურეცეტოდ გასაცემი.