"თაფლი მოათავსეთ თეფშზე, მოასხით წყალი და წრიულად ამოძრავეთ" - 3 მარტივი ხერხი ნატურალური თაფლის ამოსაცნობად
მთავარი საახალწლო ნუგბარის - გოზინაყის გემრიელად მოსამზადებლად მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ნატურალური თაფლის შერჩევა. თაფლის ფალსიფიცირება უმარტივესია, თუმცა მომხმარებლის მოტყუება არც ისე ადვილი, თუკი მან კარგი თაფლის ცნობა იცის.

ჩვენ უკვე ეთერში გასულ გადაცემებში გასწავლეთ, ექსპერიმენტები კარგი თაფლის ამოსაცნობად, მაგალითად ის, რომ მტევანზე დაწვეთებული ხარისხიანი თაფლი არ გაგიწებავთ ხელს, თუ ასეთი მოქმედების შედეგად ხელი გაგეწებათ, თაფლი შაქარს შეიცავს და უხარისხოა. ასევე გადმოღვრისას ნატურალურ თაფლის ნაკადი არ უნდა წყდებოდეს, და ის ჩხირზე,
ან კოვზზე დატრიალებისას უნდა ეხვეოდეს მას, დაახლოებით ისე, როგორც ძაფი დაეხვევოდა. დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ ნატურალური თაფლის შესარჩევად. დაახლოებით ნაცევარი ჩაის კოვზი თაფლი დაასხით თეფშზე ზემოდან დაასხით წყალი და გააქანეთ თეფში წრიული მოძრაობით 1-2 წუთის განმავლობაში. ნატურალური თაფლის შემთხვევაში თეფშზე ფიჭის გამოსახულება დაიხატება.
2974
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```