ბავშვის დაკარგვის საფრთხე ნებისმიერ დროში არსებობს. მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით ათასი ბავშვი იკარგება. ეს საკითხი, რასაკვირველია, ყველა მშობელს აღელვებს და აფრთხობს. ამიტომაც გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან კარგ გამოგონებაზე, რომელიც ნებისმიერ მშობელს დაეხმარება, თავი მშვიდად იგრძნოს და ბავშვსაც მეტად თავდაჯერებულს გახდის.
საქმე ისაა, რომ ძირითადი ინსტრუქციები, რასაც გვაწვდიან იმისათვის, რომ ბავშვი არ დაიკარგოს, 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებზე უფროა გათვლილი - ვინც უკვე იცის წერა-კითხვა, ადვილად იმახსოვრებს მშობლების ტელეფონების ნომრებს, მისამართს და საფრთხის შემთხვევაშიც მეტია ალბათობა, რომ გაიხსენოს საჭირო ინფორმაცია და ისნტრუქციები.
აი პატარების შემთხვევაში კი ეს არც ისე ადვილია. როდესაც სკოლამდელი ასაკისაა ბავშვი, მას უჭირს მშობლების ნომრების (მით უმეტეს, მობილურის ნომრების ცხრა ციფრის) თუ მისამართის დამახსოვრება და სტრესის დროსაც შეიძლება მეტად შეშინდეს და დაიბნეს. სწორედ ასეთი პატარებისთვის შეიქმნა სპეციალური სამაჯურები - სახელწოდებით „მიპოვე“. სამაჯური აწყობილია ბავშვისთვის მოსაწონი სხვადასხვა დიზაინით და რაც მთავარია, მშობლების ტელეფონის ნომრის სიმბოლოებით. ეს ინოვაციური ნივთი შექმნილია ბავშვის უსაფრთხოებისა და მშობლების სიმშვიდისთვის. ამ ასაკის პატარები ყველაზე ხშირად იკარგებიან სავაჭრო ცენტრებში, გასართობ პარკებში, ხალმხრავალ ადგილებში. ბავშვის მპოვნელი კი სამაჯურის დახმარებით ადვილად შეძლებს მშობელთან დაკავშირებას და პატარასაც ეცოდინება, რომ ყველაზე საჭირო ინფორმაცია მის ხელთაა.
როგორც „მიპოვეს“ შემქმნელებმა რუსა შამუგიამ და თეა გოროზიამ გაგვიმხილეს, სამაჯურები გაყიდვაში დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოისმინეს, როგორ ასწავლიდა მათი ერთ-ერთი მეგობარი საკუთარ შვილს თავის ნომერს, რომ დაკარგვის შემთხვევაში ადვილად მოეძებნა მშობელი.
გარდა ფუნქციური დატვირთვისა, რომელიც ბავშვის უსაფრთოებას ემსახურება, სამაჯურის მეორე უპირატესობა ვიზუალური მხარეა - მაქსიმალურად მორგებულია ბავშვების გემოვნებაზე და მათთვის სახალისოც კია ასეთი სამაჯურის ტარება. მესამე უპირატესობა კი მასალის ეკოლოგიურობაა - სამაჯურები მზადდება ანტიალერგიული, ეკოლოგიურად სუფთა ხით, აკრილით და არ იწვევს ბავშვის კანის გაღიზიანებას.
მაშ ასე, "მიპოვე" ელოდება იმ მშობლებსაც, რომლებიც აი ახლა, ჩვენგან გაიგებენ ამ სიახლის შესახებ და აუცილებლადიზრუნებენ იმაზე, რომ იგრძნონ თავი მშვიდად, როცა შვილთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან.
კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ფოტო შეგიძლიათ იხილოთ "მიპოვეს" ფეისბუქგვერდზე