ახალდაბადებული ჯერ კიდევ პატარაა იმისთვის, რომ სათამაშოებით გაერთოს. საუკეთესო საჩუქარი პატარას დაბადებისას - მისი მშობლებისთვის სიყვარულითა და ყურადღებით შერჩეული ნივთებია.
შეუცვლელი ნივთია ახალბედა მშობლებისთვის. პატარა ბინაშიც კი
რადიო ძიძა არ იქნება ზედმეტი. სანამ ბავშვს აივანზე ან მეორე ოთახში სძინავს, მშობლებს შეუძლიათ ერთად ივახშმონ ან სერიალს უყურონ. თან არ გამოეპაროთ უმნიშვნელო ხმაურიც კი.
2. სპა-ს ან სალონის ვაუჩერი
საუკეთესო საჩუქარია ახალგაზრდა დედისთვის - დროებით დაივიწყოს თავისი მოვალეობები და უბრალოდ იგრძნოს თავი ქალად. სპა-ს ან სალონის ვაუჩერის ჩუქებით მას განტვირთვას აჩუქებთ.
სანათი ნებისმიერი შეიძლება იყოს, მუსიკალურიც კი. იგი დაეხმარება დედას ფეხი არ წამოკრას საწოლის ფეხს, უმღერებს პატარას იავნანას და ჭერზე ვარსკვლავები აციმციმდება. სანათი აქტუალური იქნება მაშინაც, როდესაც ბავშვი წამოიზრდება.
4. ჰაერის დამატენიანებელი
ზამთარში, როდესაც სახლში გამათბობელი ბოლომდე აწეულია, ჰაერის ტენიანობა მცირდება და კრიტიკულ ზრვარს აღწევს. ახალშობილს უშრება სასუნთქი გზები, იქერცლება კანი, უარესდება ძილი, იზრდება რესპირატორული ინფექციის რისკი. დამატენიანებელი ჰაერში აფრქვევს წყლის მიკრონაწილაკებს და ზრდის ტენიანობას. ზოგიერთი მოდელი მტვრის ნაწილაკებისგანაც ასუფთავებს ჰაერს.
ეს ჩანთა დედას ყოველთვის გამოადგება, როცა ბავშვთან ერთად იქნება სახლის გარეთ.
დედის ჩანთაში ყველაფგერს თავისი ადგილი აქვს და ადვილია იქ პირადი თუ ბავშვის ნივთების მოძებნა.
6. კვებისთვის განკუთვნილი სახლის ტანსაცმელი
მსუბუქი და ხარისხიანი ჩასაცმელი დედისთვის“საიდუმლო“ შესაკრავებით, რომელიც ძუძუთი კვების დროს გამოადგება. ასე რომ, საჩუქარი ახლოს იქნება თემასთან.
სასიამოვნოა, როდესაც თავს დედოფლად გრძნობ, თუნდაც 1 თვის ბავშვთან.
თუ გინდათ სასარგებლო და იაფი საჩუქარი გაუკეთით ახალგაზრდა დედას, აჩუქეთ თერმო ჭიქა ან
თერმოკონტეინერი. ეს ნივთი განსაკუთრებით გამოადგება ზამთრის ცივ ამინდში სეირნობის დროს.
8. საბავშვო მაღაზიის ვაუჩერი
აჩუქეთ მშობლებს საბავშვო მაღაზიის სერთიფიკატი და თავად შეარჩევენ საჭირო ნივთებს.