როგორ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი დაგროვილი თანხა საპენსიო სისტემაში და არის თუ არა იმის გარანტია, რომ თანხა არ დაიკარგება?
როგორ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი დაგროვილი თანხა საპენსიო სისტემაში და არის თუ არა იმის გარანტია, რომ თანხა არ დაიკარგება?
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და მასში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებულისთვის. საპენსიო ანგარიშზე დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2 პროცენტს რიცხავს. 40 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა მათ პირველი აპრილიდან პირველი ივნისის შუალედში შუძლიათ დატოვონ სისტემა. დაგროვილი თანხა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ხელფასის რაოდენობაზე.
საზოგადოების ერთი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს საპენსიო სისტემას და დაგროვილი თანხის დაკარგვის ალბათობას უშვებს. "ეს არის თქვენი პირადი ანგარიში, ისევე როგორც საბანკო ანგარიში და ბანკების მიმართ ნდობა არსებობს. ეს
აქტივები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე თქვენი ნებისმიერი სხვა ქონება: სახლი, მანქანა, ბანკში ფული. იმიტომ, რომ თქვენს დანაზოგზე არ სრულდება აღსრულების მექანიზმი, რისი ვალიც არ უნდა გქონდეთ: სახელმწიფოსი, ბანკის, ნებისმიერი კერძო პირის - არანაირი სასამართლოს აღსრულება საპენსიო დანაზოგზე არ სრულდება. ეს არის თქვენი უპირობო საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა" - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ რადიო პალიტრას ეთერში, გადაცემაში ,,საქმე" ისაუბრა.

როგორ გადანაწილდება თანხა საპენსიო ასაკში?

"დღეს მოქმედებს ასეთი მეთოდი - მაშინ, როდესაც ადამიანი გადის საპენსიო ასაკში, იმ მომენტისთვის, სტატისტიკის სააგენტოდან ვღებულობთ მონაცემებს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა როგორია მამაკაცის ან ქალბატონის. ამ ხანგრძლივობას გამოაკლდება საპენსიო
ასაკი. ამ წლებზე გაიყოფა დაგროვილი თანხა, შემდეგ 12-ზე და ადამიანები მიიღებენ ყოველ თვე იმ თანხას, რაც მოუწევთ." - ამბობს ლევან სურგულაძე.

რა შემთხვევაშია თანხის ერთიანად გატანა შესაძლებელი?

თუ თქვენ მხოლოდ 5 წელი იყავით სქემაში ჩართული, შეგიძლიათ ერთიანად გაიტნოთ თანხა, ასევე, თუ ადამიანს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან მიდის უცხოეთში საცხოვრებლად.

სად მიდის თანხა გარდაცვალების შემთხვევაში?

გარდაცვალების შემთხვევაში თანხა გადაეცემა ადამიანის კანონიერ მემკვიდრეს.

როგორ შეიძლება შეამოწმოთ, რა თანხაა თქვენს საპენსიო ანგარიშზე?

უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე pensioners.ge და მოძებნოთ ღილაკი "საპენსიო სააგენტოს სისტემაში გადასვლა". შემდეგ შეხვალთ შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, ჩაწერთ ბუღალტრის მიერ მოცემულ დროებით პაროლსა და პირად ნომერს. შემდეგ სისტემა დროებითი პაროლის შეცვლას მოგთხოვთ და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. გამოჩნდება თქვენი გვერდი, სადაც ნახავთ პირად ანგარიშს.

თამარ იაკობაშვილი
1378
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```