როგორ გავუკეთოთ ჩვილს მასაჟი სახლის პირობებში - პედიატრის რჩევები
როგორ გავუკეთოთ ჩვილს მასაჟი სახლის პირობებში  - პედიატრის რჩევები
საშინაო მასაჟი ჩვილებისათვის - რისთვისაა კარგი და როგორ გავუკეთოთ პატარა

ალბათ, შეგიმჩნევიათ, თქვენი შეხება ჩვილს დიდი სიამოვნებას ანიჭებს. თუ პატარა ჯანმრთელია, 1,5 თვიდან შეგძლიათ მარტივი სამასაჟო მოძრაობები შეიტანოთ მისი მოვლის ყოველდღიურ განრიგში. გარდა სიამოვნებისა, მასაჟის მარტივი მოძრაობებით პატარას დაამშვიდებთ, ხელს შეუწყობთ მის ფიზიკურ და მოტორულ განვითარებას, შეხების რეცეპტორების უკეთ ფუნქციონირებას და განვითარებას, კარგ განწყობას და მშვიდ ძილს. პატარასთვის ეს მარტივი ჩარევა დედასთან კონტაქტის და ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ძუძუთი კვებასთან ერთად. ის ბავშვს დაცულობის განცდას უჩენს. მუცლის არეში მასაჟი ხელს
უწყობს კოლიკის შემსუბუქებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკეთ ფუქციონირებას.
სამასაჟე მოძრაობებით ძლიერდება სისხლის მიმოქცევა კუნთებსა და კანში და ქსოვილების კვება.
მასაჟი არ ჩაატაროთ თუ პატარას აქვს :
  • ცხელება
  • რაიმე მწვავე დაავადება.
  • კანზე ჩირქოვანი გამონაყარი
  • ატოპური დერმატიტი
  • გულის მძიმე მანკები
  • გულყრები ანამენზში
  • დიდი ზომის თიაქარი
გახსოვდეთ, პროცედურა, რომელსაც ახლა გასწავლით, არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის პროფესიულ მასაჟს, რომელიც ბავშვს ექიმმა დაუნიშნა.
მოდით, ვნახოთ, როგორ შეიძლება გააკეთოთ მარტივი მასაჟი, რომელიც 10-15 წუთის მანძილზე შეგიძლიათ ჩაატაროთ.
ეს მასაჟი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანის შემდეგ.
mshoblebi
  • პირველ რიგში, ოთახი უნდა იყოს თბილი, ხელები კი აუცილებლად სუფთა და თბილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო ზეთი ხელსმის გასაიოლებლად.
  • მასაჟი დაიწყეთ ტერფებიდან - ქუსლიდან თითებისაკენ. გადადით წვივებზე და
    ხელსმა განახორციელეთ ბარძაყების მიმართულებით. მოერიდეთ გენიტალურ არეს.
  • ორივე ფეხის დამუშავების შემდეგ სხეულის ზედა ნაწილებზე გადადით. განახორციელეთ ხელსმა მხრებიდან გულმკერდის მიმართულებით.
  • ზედა კიდურების დროს დადგა, ხელსმა უნდა ჩატარდეს მხრიდან მტევნების მიმართულებით.
  • მუცლის მასაჟისათვის ჭიპის ირგვლივ არეში საათის ისრის მიმართულებით რამდენიმე წრიული მოძრაობა განახორციელეთ.
  • არ დაგავიწყდეთ თავი - მასაჟი ხორციელდება შუბლიდან ლოყების მიმართულებით.
  • ახლა ზურგს მივხედოთ. დააწვინეთ პატარა მუცელზე და ჩაატარეთ ხელსმა კისრიდან დუნდულებამდე.
  • არ აჯანჯღაროთ ჩვილი. ხელსმა ნაზი უნდა იყოს.
  • დააკვირდით ბავშვის რეაქციას - თუ შენიშნეთ, რომ პატარას პროცედურა სიამოვნებას არ ანიჭებს, გაღიზიანებულია, ტირის, შეწყვიტეთ მასაჟის პროცედურა.
პედიატრი, მედიციანის დოქტორი თამრ ობგაიძე
1731
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```