ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი დედებისთვის ცნობილ პრობლემაზე - ღამით პამპერსის გამოცვლაზე საყურადრებო რჩევას იძლევა. აი, რას ურჩევს ის მშობლებს:
"მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად ხანგრძლივი ძილის ფაზაში (ღამით)? სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის ჩამოყალიბებული ძილის ცირკადული რითმი(დღის და ღამის გარჩევა)შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, გამოუცვალოთ პამპერსი კვების წინ(მაინც ხშირად ითხოვენ კვებას) რაც უფრო იზრდება ბავშვი ხანგრძლივდება უწყვეტი ძილის ფაზა, ამ პერიოდიდან არ არის რეკომენდირებული ძილის, როგორც ფიზიოლოგიური აქტის, დარღვევა პამპერსის გამოსაცვლელად, თუ რათქმაუნდა არ არის ამის აუცილებლობა:არ ხდება გამოჟონვა, მშვიდად ძინავს, არ შეიცავს განავლოვან მასებს, არ ხდება კანის სწრაფი გაღიზიანება-გამოწვა, ამ შემთხვევაში ნუ დაურღვევთ ისეთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას როგორიც ძილია! დედის და შვილის მშვიდი ძილის აუცილებლობა, ნამდვილად ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ თითქოს 8-10 საათის განმავლობაში, შეუცვლელი პამპერსით ძილი მავნებელია. . . მერწმუნეთ, რომ თუ პატარას ძილის პრობლემები აქვს, დედას კი ქრონიკული გადაღლის სინდრომი (უძილობით და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული) ყოველ 4-6 საათში ბავშვის გაღვიძება(როცა მას მშვიდად ძინავს) პამპერსის გამოსაცვლელად პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილს იკავებს. ყველა შეღვიძების შემთხვევაში ირღვევა უწყვეტი ძილის ცირკადული რითმი, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მენტალური და ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე, იმუნური სისტემის განვითარებაზე, ხდება ხელშემწყობი ფაქტორი სხვადასხვს ქრონიკული დაავადებების განვითარებისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ როცა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, მშვიდად იძინებს, დისკომფორტის შემთხვევაში ის ჩართავს "სიგნალიზაციას", რომელიც არავის არ დაგინდობთ. ასე რომ, იძინეთ მშვიდად, სანამ ბატონს ძინავს და მასაც მიეცით მშვიდი ძილის საშუალება, ნუ შეაწუხებთ ჰიპერაპეკით!" - წერს ინგა მამუჩიშვილი