ცოფი ფატალური დაავადებაა და მისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უხარისხო ჩინური ვაქცინა შემოდის და ამით იცრებიან ცხოველებისგან დაკბანილ-დაკაწრული ადამინები. ამბობენ იმასაც, რომ ვაქცინას უკუეფექტი ახასიათებს. როგორც წესი, აცრების წინააღმდეგ ძირითადად, ანტივაქსერები აქტიურობენ, თუმცა მოსახლეობის დასამშვიდებლად აღნიშნული ფაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადავამოწმეთ:
"ჩინური წარმოების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპიდა“ რეგისტრირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა “სპიდა” უსაფრთხოა, თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინას, შესაძლებელია, ახლდეს მსუბუქი და გარდამავალი (დროებითი) ხასიათის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
მსუბუქი ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი, ერითემა, შეშუპება, ქავილი და ინიქციის ადგილის შეშუპება;
სისტემური რეაქციები: ზომიერი ცხელება, კანკალი, სისუსტე, ასთენია, თავის ტკივილი, მიალგია, გასტრო-ინტესტინალური დარღვევები (გულისრევა და ღებინება).
ნევროლოგიური და ალერგიული ხასიათის მძიმე გართულებები ძალიან იშვიათია," - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ცოფის ვაქცინა საქართველოში შემოდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ცოფზე აცრილი ცხოველი უკბენს, მათი ინფორმაციით, ვაქცინაცია აღარაა საჭირო, თუმცა ამას ექიმი რაბიოლოგი წყვეტს. "საქართველოში, მრავალწლიანი დაკვირვების მონაცემებით, დაზარალებულთა დაახლოებით 15-20%, რომელიც მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ანტირაბიული დახმარებისთვის, არ საჭიროებს ვაქცინაციას და შესაბამისად არც იცრება", - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
როდის უნდა მივმართოთ ექიმ-რაბიოლოგს და როგორ ხდება აცრის საჭიროების დადგენა ბადრი ვაზაევს, იმუნიზაციის ცენტრის ქირურგ-რაბიოლოგს, მივმართეთ:
- არ ცრიან ასე. ინდივიდუალურად განიხილება ყველა შემთხვევა. შეიძლება არ იყოს ცხოველი აცრილი, მაგრამ მაინც არ გავუკეთოთ აცრა, დაზიანების ხარისხის მიხედვით ხდება აცრის საჭიროების დადგენა. ეს ინდივიდუალურად ხდება ყველა შემთხვევაში, ცხოველის აცრის სტატუსი პირველ ადგილზე არ დგას, იქ სხვა ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა კიდევ. რაც შეეხება ცხოველს, თუ ის აცრილია, სამწუხაროდ, არ არის დარეგულირებული და არ არის გარანტირებული. თავად ვეტერინარი ვერ აძლევს გარანტიას პაციენტს, რომ თავის ძაღლს რომ აუცრა, ცოფი არ დაემართება, ამის გარანტიას ვერ აძლევს.
- არ ვიცი. მე ვარ ექიმი ადამიანების. ვაქცინის ხარისხს მე არ ვაკონტროლებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს ქვეყნებში როგორ მოხდეს ადამიანების აცრა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ სჭირდება ადამიანებს აცრა, მგელმაც რომ უკბინოს ტყეში. იმიტომ, რომ იქ არაა ცოფი დაფიქსირებული. იმ ქვეყნებში, სადაც ცოფის კერაა (ცოფის კერა ნიშნავს, თუ ქვეყანაში ერთი შემთხვევა მინც დაფიქსირდა 3 წლის მანძილზე გინდა ცხოველზე, გინდა ადამიანზე), ეს ქვეყანა ითვლება ცოფის კერად და ასეთ ქვეყნებში ცხოველი აცრილი არის თუ არ არის, არ აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის რეკომენდაციით, უნდა მოხდეს მაინც ადამიანის აცრა, მაგრამ ისევ ხაზს ვუსვამ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც მოვა, ნებისმიერ ნაკბენზე გაუკეთდება აცრა. დღეს, მაგალითად, დილაა, 2 ადამიანი უკვე გავუშვი იმიტომ, რომ შევაფასე მათი მდგომარეობა იმ კატეგორიით, რომ მოცდა შეიძლებოდა ცხოველზე დაკვირვების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ამ პერიოდში მოკვდება, ამის მერეც არ დაგვიანდება აცრა, თუმცა იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას რომ მივყვეთ, ეს პაციენტები მე უნდა ამეცრა, მაგრამ იმიტომ ვარ ექიმი, რომ უნდა შევაფასო კონკრეტული შემთხვევები.
- ზუსტად უნდა იცოდეს პატრონმა, რომ ეს ცხოველი თავისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ყოფილა დაკბენილი, დადორბლილი უცხო ცხოველის მიერ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია თავის შეკავება, მაგრამ ამას არასწორად გებულობენ ადამიანები. უცხო ცხოველის მიერ თუ არ მომხდარა დაკბენა და სტერილურ გარემოში გვყავს, აი კატა მაგალითად, კორპუსში გვყავს, ოთახიდან არ გადის, იმ კატას არ შეიძლება ცოფი ჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ კატამ რომ დაკაწროს ადამიანი, ექიმს არ უნდა მიმართოს. ცოფის გარდა, ტეტანუსის საშიშროება არსებობს. ამიტომ, სახლში თუ გყავთ ცხოველი და გაგკაწრათ, მაინც უნდა მიმართოთ ექიმს, აცრილმა ძაღლმა თუ უკბინა, ექიმთან მაინც უნდა მივიდეს. ცოფის გარდა, სხვა დაავადების საშიშროებაც არსებობს.
- რამდენჯერაც ჩაითვლება საჭიროდ. შეიძლება იმუნიტეტი დარჩეს ხანგრძლივადაც, მაგრამ ეს უნდა შეფასდეს არა ზეპირსიტყვიერებითა და ვარაუდით, არამედ სისხლის ანალიზით. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ აიცერით, დღეს კიდევ მოხდა თქვენს ცხოვრებაში დაკბენის შემთხვევა ან ვარაუდების დონეზე უნდა დავჯდეთ და გითხრათ , იცით რა, მე ვვარაუდობ, თქვენ ანტისხეულები გაქვთ და ასე შემდეგ, ან უნდა გაკეთდეს ტიტრი ანტისხეულების, თქვენს სისხლში უნდა შეფასდეს, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში არ კეთდება. საქართველოში კი არა ევროპის ბევრ ქვეყანაში არ კეთდება, საკმაოდ ძვირადღირებული ტესტია. საქართველოში არის ეს შესაძლებელი, ოღონდ უნდა გაიგზავნოს სისხლი გერმანიაში, უნდა მინიმუმ 10 დღე, ამასობაში 10 დღე რომ იმას ელოდო, ამის დრო არ არის ხოლმე.
-მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე პატარა ერთი კვირის ბავშვი მყავს აცრილი, რომელსაც ვირთხამ უკბინა აკვანში თუ ეტლში.
- შინაური ცხოველები, ყველაზე ხშირად რასთანც აქვთ კონტაქტი ადამიანებს.
- არ იცვლება. ჩვენი კაბინეტის მაგალითზე რომ ვთქვათ, მომართვიანობა სტაბილურია. ისე, რომ რაღაც ბუმი ხდებოდეს, ესე არაა. შეიძლება ითქვას, ცოტა შემცირდა კიდეც, მაგრმ მე გესაუბრებით ჩვენი კაბინეტის მაგალითზე.
"ცოფის ვაქცინაციას აწარმოებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველების მასიურ ხელახალ აცრას მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო ჩვენ ვცრით ჩვენს თავშესაფარში შემოსულ ძაღლებსა და კატებს. ვაქცინა აბსოლუტურად სანდოა, ერთი წელი აქვს მოქმედების ვადა და მერე კიდევ ხდება ხელახლა აცრა", - აცხადებენ სააგენტოში.
მათი ინფორმაციით, ნებისმიერი დაკბენის შემთხვევაში ძაღლი გადაჰყავთ 10-დღიან დაკვირვებაზე. ექიმი რაბიოლოგი იკვლევს, რამდენი ხნის წინ ჩაუტარდა მას ცოფზე აცრა და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ადამიანის ვაქცინაციაზე.
"თუ ცოფი აქვს და მაგ დროს დაკბინა ადამიანი, წესით, 10 დღეში უნდა დადგეს ლეტალობა. თუ არ დგება ლეტალობა, ესე იგი არაფერი არ იყო და ძაღლი ისევ ბრუნდება ბუნებრივ არეალში უპრობლემოდ", - ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
საქართველოში ცხოველების მხრიდან დაკბენის ყველაზე დიდი მაჩვენებელი კახეთშია, მათ შორის - ცოფის გამოვლენის შემთხვევები ცხოველებში. ცოფის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალი დროული ვაქცინაციაა.
თამარ იაკობაშვილი
აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ცოფის ვაქცინა უსაფრთხო იყო ჯანმრთელობისთვის