კალცის ბუნებრივი საბადო – უნიკალური ხალხური რეცეპტები კვერცხის ნაჭუჭისგან
კალცის ბუნებრივი საბადო – უნიკალური ხალხური რეცეპტები კვერცხის ნაჭუჭისგან
ყველასთვის ცნობილია, კალცის ნაკლებობა რამდენ პრობლემას იწვევს ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერ ასაკში. ბავშვებში კალცის ნაკლებობა განსაკუთრებულად საშიშია. კალცის მარაგის შესავსებად ხშირად ვიღებთ სხვადასხვა პრეპარატს, საკვებ პროდუქტს, რომელიც კალცით არის გაჯერებული. თუმცა ხალხურ რეცეპტებში ხშირად შეგხვდებათ კვერცხის დაფქული ნაჭუჭი, რომელსაც დღეს ტრადიციული მედიცინაც აღიარებს და ჰომეოპათებიც აქტიურად იყენებენ. ის კალცის ბუნებრივი საბადოა, მისგან კი ადვილად მზადდება სხვადასხვა ნარევი, რომლებიც კალცის მარაგს უვსებს ადამიანს. განსაკუთრებით სასურველია კვერცხის ნაჭუჭის მიღება შემოდგომასა და გაზაფხულზე.

რეცეპტი 1
ერთი კურსისთვის საჭიროა, რომ 10 უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად
გარეცხოთ, გააშროთ და შემდეგ კარგად დაფქვათ, რაც შეიძლება წმინდად. შემდეგ ეს ნაჭუჭი მოათავსოთ პატარა ჭურჭელში და დაასხათ იმდენი ლიმონის წვენი, რომ ნაჭუჭი დაფაროს. შემდეგ ეს ნარევი, თავდახურული, 10 დღით უნდა დადგათ ბნელ ადგილას. 10 დღის შემდეგ იმდენივე თაფლი უნდა დაასხათ, რამდენიც ნარევია. ეს ნაზავი დიდმა თუ პატარამ, ვისთვისაც კეთდება, უნდა მიიღოს ყოველდღე, სურვილის მიხედვით - დღეში ერთხელ ან ორჯერ, ორი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში. პატარამ - ნახევარი ჩაის კოვზი, დიდმა – ერთი ჩაის კოვზი (ზოგიერთი სუფრის კოვზითაც იღებს, რადგან მას არავითარი მავნებლობა არ აქვს).
კალციუმს, რომელსაც შეიცავს კვერცხის ნაჭუჭი, ლიმონთან ერთად ადვილად შეიწოვს ორგანიზმი. თაფლი თავისი თვისებებით ამდიდრებს და კალცის მარაგის შევსების გარდა, იმუნიტეტსაც
უძლიერებს ადამიანს.

რეცეპტი 2
ვისაც თაფლის აუტანლობა აქვს, მას შეუძლია, მხოლოდ ლიმონისა და კვერცხის ნაზავი მიიღოს, თუნდაც ცოტა ანადუღარი წყლის გაზავებით.

რეცეპტი 3

mshoblebi
ზოგიერთი პირდაპირ, გამოყენების წინ ფქვავს ცოტა ნაჭუჭს და მერე კოვზზე აწვეთებს ცოტა ლიმონს.

ამგვარი ნარევები კარგია ბავშვების ძვლების ზრდისთვის, გამაგრებისთვის, დიდებში ოსტეოპოროზების, კლიმაქტორული პერიოდის და კალცის ნაკლებობით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების დროს.
კვერცხის ნაჭუჭი იმდენად სასარგებლოა ბევრი რამისთვის, რომ მას ისედაც, კარგად გარეცხილს, შემდეგ გამშრალსა და დაფქულს, ზოგიერთები მუდმივად იყენებენ. პატარა ბავშვებისთვის, 6 თვიდან 1 წლამდე, დაახლოებით მესამედ ჩაის კოვზს ურევენ ხოლმე წყალში ან საჭმელში (ერთთვიანი კურსით, წელიწადში ორჯერ), ცოტა მოზრდილებისთვის, 3 წლამდე - ორჯერ მეტს.

92982
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (32)
ლიზიკო
3
ყველა კომენტარი წავიკითხე და რაც მთავარია მაინც ვრ გავიგ: ლიმონის წვენი არ შედის კალცთან ურთიერთობაში?,კვერცხი რომელი ჯობია:სოფლის თუ ფერმის და მოხარშული თუ უმი დავფქვა?
12:06 / 06-07-2019
ირმა
5
ლეგიტიმური კითხვა მაქვს. თუ ვინმეა აქ ქიმიკოსი. ლიმონი კალცის შემადგენლობას და თაფლში შემავალ მინერალებს ხომ არ ანადგურებს? შემოთავაზება მომეწონა, მაგრამ არ მინდა დავრჩე გაღიმებული. გთხოვთ, თქვენ ვერსიებს დასაბუთებული ცოდნის გარეშე ნუ გამიზიარებს ყველა მსურველი.
01:45 / 19-06-2019
მსგავსი სიახლეები