რის განვითარებას უწყობს ხელს ტანვარჯიში და რა ასაკში შეიძლება ბავშვის მიყვანა ამ სპორტზე?
რისთვის არის სასარგებლო ტანვარჯიში? რის განვითარებას უწყობს ხელს? რა ასაკიდან შეგვიძლია ბავშვი ამ სპორტით დავაკაოთ? ამ საკითხზე გვესაუბრება, სპორტის ოსტატი, მწვრთნელი თამარ მოსიძე.

- რა ასაკიდან შეგვიძლია ბავშვი ვატაროთ ტანვარჯიშზე?

- ტანვარჯიშს ვიწყებთ, როცა ბავშვს უკვე შეუძლია მინიმალურ დონეზე მოიკრიბოს ყურადღება, შეუძლია მოთმენა, დაცდა, საკუთარი რიგის დალოდება, მწვრთნელის მოსმენა, იმის მცირედით მაინც ათვისება, რასაც ხსნიან. ეს დაახლოებით 4-5 წლის ბავშვებში უკვე განვითარებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს უჭირს რიგის დალოდება, აქვს ყურადღების დეფიციტი, ვმუშაობთ მათთან ამ უნარების გამომუშავებაზე. ტანვარჯიში ბავშვს როგორც

ფიზიკურად, ისე ემოციურად და გონებრივად ავითარებს. ბავშვებს ვავარჯიშებთ მოქნილობაზე, ძალის გამომუშავებაზე, სისწრაფეზე, ტანის ფლობაზე სხვადასხვა მდგომარეობაში - მათ შორის ჰაერშიც, სიმაღლის თუ სხვა შიშების დაძლევაზე.


- რისთვის არის სასარგებლო ტანვარჯიში?

- ტანვარჯიში განსაკუთრებით პატარა ასაკში ყოველმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, ყურადღების განვითარებას, მოცემული სიტუაციის სწორი და სწრაფი შეფასების უნარს, მეხსიერების განვითარებას, ფიზიკური ძალის, მოძრაობით მოქმედებათა კოორდინიაციის, სიმძლავრის, გამძლეობის, კუნთური მგრძნობელობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვისებების ჰარმონიული შესაძლებლიბებით განვითარებას. ტანვარჯიში ამაღლებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს გულის კუნთის განვითარებას, ამცირებს და აფერხებს ბრტყელტრფიანობას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს.ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის სრულყოფას, დადებით ზეგავლენას ახდენს

კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე, ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები, ძირითადად, სპორტული და გამოყენებითი სახის ტანვარჯიშში. ტანის ყველა ნაწილის ენერგიული, სხვადასხვა დაძაბულობით, სიჩქარით და ამპლიტუდით კუნთის მუშაობა ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, კუნთებში სისხლის მიწოდებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობას, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ადამიანის ჯამრთელობის შენარჩუნებასა და ორგანიზმის გაკაჟებას. თუ ბავშვს ესაჭიროება კონკრეტული ვარჯიშები, წინასწარ შედგენილი სპეციალური პროგრამით ვავარჯიშებთ მაგალითად ბრტყელტერფიანობის, ხერხემლის გამრუდების და სხვა პრობლემების შემთხვევაში.

mshoblebi

- როგორც ცნობილია ბევრი სპორტსმენი თავის კარიერას ჯერ ტანვარჯიშში იწყებს, სადაც ყველაზე კარგად ჩანს რომელ სპორტში შეიძლება იყოს ის წარმატებული...

- ტანვარჯიში ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ყველა სპორტსმენისთვის აუცილებელია. ბავშვზე დაკვირვების შემდეგ ჩვენ ხშირად ვურჩევთ მშობელს როგორ მოიქცეს, რომელ სპორტზე შეიყვანოს ბავშვი, იქნება ეს ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი თუ ა.შ. ჩვენ ვამზადებთ ბავშვებს ფიზიკურად და შემდეგ ისინი ირჩევენ, მიჰყვნენ ტანვარჯიშს პროფესიონალურ დონეზე თუ სხვა სპორტში გადაინაცვლონ. ტანვარჯიშის სახეობებიდან წასულმა მრავალმა სპორტსმენმა სხვადასხვა სახეობაში მოიპოვა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების სხვადასხვა სინჯის მედლები.


- რას გვეტყვით მწვრთნელის და ბავშვის ურთიერთობაზე? ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამდენ ბავშვთან მუშაობა გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

- ჩემი ურთიერთობა ბავშვთან ძალიან ფაქიზია, მწვრთნელის და აღსაზრდელის ურთიერთობა მრავალი მნიშვნელოვანი ნიუანსებისგან შედგება, ყველა ჩემი აღსაზრდელი განსაკუთრებილნი არიან ჩემთვის, აუცილებელია მწვთრთნელმა აკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები. ყველა ბავშვი უნიკალურია და ყველას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა, საჭიროა რომ ბავშვს უყვარდე და გენდობოდეს, ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა!

სალომე გორგოშიძე
4269
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Salome
0
რომელ სკოლაშია ეს ტერენერი?
10:10 / 29-03-2019
Maia Maia gvaramadze
0
ძალიან საინტერესო ხედვაა და იმედია ამას ბევრი მწვრთნელი და მშობელი გაითვალისწინებს.
09:18 / 29-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```