კალცი ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი აუცილებელია ძვლებისა და კბილების, ნერვული სისტემისა და კუნთების განვითარებისთვის. კალცი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც საკვებს ენერგიად აქცევენ. ამიტომ ამ ნივთიერების დღიური ნორმის დაცვა ბავშვებში აუცილებელია.
საინტერესოა, რა რაოდენობის რძის პროდუქტი უნდა მიიღოს ბავშვმა ყოველდღიურად იმისთვის, რომ ორგანიზმს კალცის დეფიციტი არ ჰქონდეს.
დღე-ღამის განმავლობაში მიღებულმა დოზამ 2500 მილიგრამს არ უნდა გადააჭარბოს.
კალცის ყველაზე მდიდარი წყაროა რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი.
რძე 3% - 100; რძე 1% - 120; ხაჭო - 80-95; მდნარი ყველი - 300; მაგარი ყველი - 600-900; შვეიცარული ყველი - 1000; პარმეზანი - 1300; თხის ყველი - 300; არაჟანი - 80-100; იოგურტი - 120; დიეტური იოგურტი - 85; კვერცხი - 27.
არ დაგავიწყდეთ D ვიტამინი, ის კალცის ათვისებაში უდიდეს როლს თამაშობს. ყოველთვის გააკონტროლეთ, რომ ბავშვს ეს ვიტამინი არ მოაკლდეს.