პედიატრებმა განგაში ატეხეს - არ შეიძინოთ ეს სარწეველა!
პედიატრებმა განგაში ატეხეს - არ შეიძინოთ ეს სარწეველა!
ამერიკელ პედიატრთა აკადემიამ მოითხოვა ამოიღონ გაყიდვებიდან საკმაოდ საშიში სარწეველა, რომელიც კომპანია Fischer-Price-ის მიერ არის გამოშვებული. პედიატრთა აკადემიის წარმომადგენელი პაველ კოტი დაჟინებით ურჩევს მშობლებს, უარი თქვან ამ ტიპის სარწეველა და არ უყიდონ ბავშვებს Fischer-Price-ის საკმაოდ პოპულარული ნივთი Rock 'n Plaу Sleeper-ი.

სკანდალი მას მერე ატყდა, რაც საკმაოდ ავტორიტეტულმა ჟურნალმა Consumer Reports-მა 32 ბავშვის გარდაცვალება სწორედ აღნიშნულ სარწეველას დაუკავშირა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირდა 2011-დან 2018 წლამდე პერიოდებში. ბევრ
შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო. ტრაგედია ძირითადად მაშინ ხდებოდა, როცა ბავშვი გვერდზე ტრიალდებოდა ან მუცელზე და სუნთქვის პრობლემები ეწყებოდა. გარდაცვლილებს შორის იყვნენ როგორც 3 თვეზე უფროსი ჩვილები, ასევე ახალშობილებიც.
თავად კომპანია მხოლოდ 10 ინციდენტს აღიარებს და აკავშირებს თავის ნაწარმთან. კომპანიაში ამბობენ, რომ კლიენტებმა სარწეველა არ უნდა გამოიყენონ 3 თვეზე უფროს ბავშვებთან და ამტკიცებენ, რომ ტრაგიკული შემთხვევები მშობლების უყურადღებობისა და ინსტრუქციის უგულებელყოფის შედეგია და არა კომპანიის ბრალი.
მათივე თქმით, სარწეველა სავსებით უსაფრთხოა ბავშვებისთვის და არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ ის გაყიდვიდან ამოიღონ.
თუმცა ამერიკის პედიატრთა აკადემია სხვაგვარად ფიქრობს. პედიატრებმა სთხოვეს ამერიკის მოქალაქეებს, არ იყიდონ ეს საშიში პროდუქცია და ამერიკის ხელისუფლებას სთხოვეს, საერთოდაც აკრძალოს Rock
'n Plaу Sleeper-ი.

წყარო
3320
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
0
ბავშვი ისე სწრაფად იზრდება ასეთი გაჯეტები არცაა საჭირო . ისე ცნობისთვის ვისაც ასეთ სარწეველაში შემთხვევა მოუვიდათ ისევ მშობკების ბრალია . როგორ უნდა დატოვო ბავშვი საათობით უყურადღებოდ ამ საწოლში ? ეს საქმეს რომ აკეთებ და ბავშვს ღვიძავს მაშინაა კარგი ბავშვი გიყურებს ეს ირწევა შენ საქმეს აკეთებ სამზარეულოში და ასე ართობ ბავშვსაც და საქმესაც ასწრებ. ასეტ ადგილას ბავშვს საათობით რომ სძინავს თან სამ თვეზე ზემოთ ცოდი არ არის ბავშვი მოკუნტული გადაბრუნდება ადგილის შესავლელად აბა რა იქნება ? კომპანია მართალია . დებილი და ზარმაცი მომხმარებლის გამო ბევრი კარგი იდეა უბრალოდ გაიყინა და გაქრა.
19:14 / 23-08-2019
მსგავსი სიახლეები
```