პედიატრებმა განგაში ატეხეს - არ შეიძინოთ ეს სარწეველა! - მშობლები

პედიატრებმა განგაში ატეხეს - არ შეიძინოთ ეს სარწეველა!

2019-04-13 19:52:29+04:00

ამერიკელ პედიატრთა აკადემიამ მოითხოვა ამოიღონ გაყიდვებიდან საკმაოდ საშიში სარწეველა, რომელიც კომპანია Fischer-Price-ის მიერ არის გამოშვებული. პედიატრთა აკადემიის წარმომადგენელი პაველ კოტი დაჟინებით ურჩევს მშობლებს, უარი თქვან ამ ტიპის სარწეველა და არ უყიდონ ბავშვებს Fischer-Price-ის საკმაოდ პოპულარული ნივთი Rock 'n Plaу Sleeper-ი.

სკანდალი მას მერე ატყდა, რაც საკმაოდ ავტორიტეტულმა ჟურნალმა Consumer Reports-მა 32 ბავშვის გარდაცვალება სწორედ აღნიშნულ სარწეველას დაუკავშირა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირდა 2011-დან 2018 წლამდე პერიოდებში. ბევრ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო. ტრაგედია ძირითადად მაშინ ხდებოდა, როცა ბავშვი გვერდზე ტრიალდებოდა ან მუცელზე და სუნთქვის პრობლემები ეწყებოდა. გარდაცვლილებს შორის იყვნენ როგორც 3 თვეზე უფროსი ჩვილები, ასევე ახალშობილებიც.

თავად კომპანია მხოლოდ 10 ინციდენტს აღიარებს და აკავშირებს თავის ნაწარმთან. კომპანიაში ამბობენ, რომ კლიენტებმა სარწეველა არ უნდა გამოიყენონ 3 თვეზე უფროს ბავშვებთან და ამტკიცებენ, რომ ტრაგიკული შემთხვევები მშობლების უყურადღებობისა და ინსტრუქციის უგულებელყოფის შედეგია და არა კომპანიის ბრალი.

მათივე თქმით, სარწეველა სავსებით უსაფრთხოა ბავშვებისთვის და არავითარი საბაბი არ არსებობს, რომ ის გაყიდვიდან ამოიღონ.

თუმცა ამერიკის პედიატრთა აკადემია სხვაგვარად ფიქრობს. პედიატრებმა სთხოვეს ამერიკის მოქალაქეებს, არ იყიდონ ეს საშიში პროდუქცია და ამერიკის ხელისუფლებას სთხოვეს, საერთოდაც აკრძალოს Rock 'n Plaу Sleeper-ი.

წყარო