ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ ვის შეიძლება უწოდო კარგი მშობელი? ერთი შეხედვით ეს აბსტრაქტული კითხვაა. თურმე მშობლებიც იყოფიან კრიტერიუმებად. ასე ფიქრობს ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
გარისკავთ შეამოწმოთ საკუთარი თავი?
1. მზაობა სწავლისთვის
მშობლებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, არ იციან აღზრდის წვრილმანები. კარგი მშობელი მზად არის ისწავლოს შეცდომებზე.
როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები? - პედაგოგიკის კანონების გათვალისწინებით, რომელსაც ისინი ხშირად არღვევენ. მაგალითად: ბავშვისთვის არ შეიძლება კანფეტი. ის იწყებს ტირილს და ყვირილს, მშობელი ჯერ უარს ეუბნება, ხოლო ბავშვის ისტერიკების შემდეგ აძლევს მას ტკბილეულს. ბავშვი აკეთებს დასკვნას: "ტირილით ყველაფრის მიღწევა შეიძლება". თუ თქვენ არ ხართ მზად ბოლომდე გაიტანოთ თქვენი "არა", მაშინ საერთოდ ნუ ეტყვით უარს.
2. ეჭვის არსებობა
ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. "ნორმიდან "ნებისმიერი გადახრა საშიშია? დაუშვათ, ბავშვი უარს ამბობს ხორცზე. უნდა წავიყვანოთ თუ არა ის პედიატრთან და ვაიძულოთ ჭამა?
ყურადღება მიაქციეთ კევბის ქცევას: თუ ბავშვის რაციონში შედის თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები და ჰემოგლობინი ნორმაშია, ე.ი. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ის იღებს ცხოველურ ცხიმებს. თუ მაინც გაქვთ ეჭვები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელსაც ენდობით.
3. ნუ გრცხვენიათ შეკითხვის
რა შემთხვევაში უნდა ჰკითხოთ სპეციალისტს? - ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი რაიმე ვერ გაიგეთ. მაგალითად, თუ არ იცით განსხვავება მწვავე რესპირატორულ ინფექციასა და მწვავე რესპირატორულ დაავადებას შორის. ექიმი კომაროვსკი რეგულარულად პასუხობს ტელემაყურებლებს სპეციალურ რუბრიკაში.
4. ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება
ბავშვის აღზრდაში მშობლები ერთობლივად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, მოვალეობები ისე უნდა გადაანაწილონ, რომ ბავშვი და მშობლებიც მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ თავს.
მამამ უნდა მიიღოს თუ არა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა? დიახ. არსებობს სტერეოტიპი, რომ დედამ უკეთ იცის, თუ როგორ აღზარდოს შვილი. მაგრამ სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ ორივე მშობელს დაახლოებით ერთნაირი ცოდნა აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც ბავშვს ეხება, ორივე მშობლის მონაწილეობით უნდა მოხდეს (რომელი ბაღი ჯობია, რომელ ექიმთან წაიყვანოთ და ა.შ.).
5. თქვენი შეხედულებების დაცვა
ადამიანებს უყვართ რჩევების მოცემა. რაც შეეხება ბავშვის აღზრდას, ამ საკითხში თითქმის ყველა მეორე ექსპერტია. როდესაც ოჯახში ჩნდება ბავშვი, რეკომენდაციებს იძლევა ყველა, ვისაც ეს არ ეზარება: მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები, მეგობრები. ადეკვატურმა მშობელმა შეიძლება მოისმინოს, მიიღოს ან არა ესა თუ ის რჩევა - ეს მისი უფლებაა.
როგორია ბებია-ბაბუის როლი ბავშვის აღზრდაში? ხშირად მათი რჩევა გადაწონის ხოლმე პედიატრის რჩევებს. კარგია, როდესაც ბებია თავისი სურვილით ეხმარება ახალბედა დედას, მაგრამ ცუდია, როდესაც გადაწყვეტილებას თავის თავზე იღებს.
6. პასუხისმგებლობის აღება
უპირობოდ უნდა შევასრულოთ თუ არა წიგნებში და ფორუმებზე დაწერილი რჩევები? შეუსაბამეთ ყოველი რჩევა თქვენი ოჯახის ყოველდღიურობას. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ბავშვმა უნდა დაიძინოს 21:00-ზე. მაგრამ "სწორი" დრო რეალურად არ არსებობს. ხანდახან არსებობს გამონაკლისები, განსაკუთრებით, როცა ბავშვი პატარაა და შუადღისასაც სძინავს.
7. ემოციების კონტროლი
დედისა და მამის ყოველდღიურობა ემოციებითაა დატვირთული. რთულია ემოციების გაკონტროლება, თუმცა საღად მოაზროვნე მშობლებმა ეს უნდა შეძლონ, რათა ზიანი არ მიაყენონ ბავშვის ფსიქიკას.
ბავშვს გამოუყავით დოზირებული ყურადღება, ნუ გადაზრდით მზრუნველობას ჰიპერმზრუნველობაში. არ დაივიწყოთ საკუთარი თავი.