- დიახ, ბოლო 13 წლის მანძილზე 2007 წლის 11 იანვრიდან უამრავი ემიგრანტი მწერს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მძიმე დაავადებას ებრძვის, ზოგი თაღლითობის მსხვერპლია, ზოგიც ბოლო მომენტში იგებს, რომ არაფერი ეშველება... ძალიან რთულია მათი ცხოვრება ემიგრაციაში, არიან მოქალაქეები, რომლებიც 25-30 წელია ემიგრანტები არიან. ბოლო შემთხვევა იყო, როცა მე დამიკავშირდნენ, აწ უკვე გარდაცვლილი ემიგრანტის ლამზირა გასიშვილის და დამიკავშირდა. ჩვენ შევუგროვეთ თანხა და გვინდოდა ცოცხალი ჩასულიყო თავის ოჯახთან რუსთავში, თუმცა მას მძიმე დაავადება ჰქონდა, საჭიროებდა სპეციალური საწოლით გადაადგილებას, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. რომ მოეხერხებინათ თვითმფრინავში აყვანა, ის ცოცხალი ჩავიდოდა თავის ოჯახთან... შვილმა ჩააკითხა და რამდენიმე საათში ქალბატონი ლამზირაც გარდაიცვალა.
- როგორ არა. ქალბატონი ლამზირა, რომლის შესახებაც უკვე გესაუბრეთ, იტალიაში, საავდმყოფოში, სპეციალურ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, სადაც მე-4 სტადიის სიმსივნის მოქნე ადამიანები იწვნენ.
- არა. ჯანმრთელობის ცნობას არ ითხოვენ. სპეციალური დასაქმების ოფისებია, სადაც ძირითადად წლოვანებაზე კეთდება აქცენტი. იმის გათვალისწინებით, რომ ავადყოფის მომვლელად შეძლებს თუ არა მუშაობას. მოგეხსენებათ, არიან მძიმედ მოსავლელი ავადმყოფები და არიან ისეთებიც, მხოლოდ გასეირნება და საჭმლის მომზადება რომ სჭირდებათ.
- რა პროცედურების გავლა იწყება, როცა უცხოეთში ჩვენი მოქალაქე ემიგრანტი იღუპება?
- უკავშირდებიან პირველ რიგში ოჯახს და შემდეგ იწყება გადმოსვენების პროცედურები. გააჩნია, რა შემთხვევებია. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც პირველი მე ვაქვეყნებ ინფორმაციას, რადგან ოჯახის წევრებთან ვერ ხერხდება დაკავშირება ამა თუ იმ მიზეზის გამო. ოჯახთან ერთად ასევე მე მატყობინებენ ემიგრანტები, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება. მაგ. იყო შემთხვევა, როცა თურქეთში დაიკარგა 39 წლის გივი მაჩაიძე და მისმა დამ მაშინვე მაცნობა. გამოვაქვეყნე ინფორმაცია, დაიწყო გამოძიება და რამდენიმე დღის შემდეგ ის მოკლული იპოვეს.
- როცა საბუთებით არიან და აქვთ წესრიგში ეს ყველაფერი, უტარდებათ გამოკვლევები სურვილისამებრ, როცა მივლენ მედ ცენტრში. არის სპეციალური პროგრამები სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის. საზღვარგარეთ სხვადასხვა პროგრამაა მორგებული ამ ადამიანებისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა უსაბუთოდაც გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია, მაგალითად, ქალბატონ ნანი ეფრემიძეს.
- მაინტერესებს, რამდენად არიან ემიგრანტების ოჯახის წევრები ინფორმირებული მათი ჯანმრთელობის შესახებ? რამდენად ანდობენ საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემას ოჯახის წევრებს ჩვენი ემიგრანტი ქალბატონები? ვის, რის იმედად შეიძლება იყვნენ ისინი საზღვარგარეთ ავადმყოფობის დროს?
- არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებს უმალავენ დაავადებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგს ბინა აქვს ბანკში, ზოგის ოჯახი ქირითაა და ა.შ. იყო და არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და გაიგეს, რომ დაიღუპა მათი ოჯახის წევრი და შემდეგ შეიტყვეს, მათი ოჯახის წევრს რა აწუხებდა (მაგ გული კუჭი თავის ტკივილები და ასე შემდეგ. მოულოდნელად გარდცავალების ფაქტებიც არერთხელ დაფიქსირდა). ზოგს ჰყავს საზღვარგარეთ შეძენილი მეგობარი და მას ანდობს მის პრობლემას და ისინი არიან მათი მესაიდუმლეები. სადამდეც შემეძლება, ოჯახი უნდა ვარჩინოო - ბევრი მსგავსი შეხედულებით თავს წირავს ემიგრაციაში.
- თუ გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ, ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა როგორია ამ შემთხვევაში?
- მე გამომიქვეყნებია ხშირად ანგარიშის ნომრები იმისი, ვისაც ესაჭიროება დახმარება და ისევ ემიგრანტებს შეუგროვებიათ კონკრეტული ემიგრანტის საოპერაციო ფული. რაც შეეხება სახლემწიფოს ჩართულობას, არ მაქვს ინფორმაცია, რადგანაც ყოველთვის მე ვაქვეყნებ დახმარების წერილებს სოციალურ ქსელში, უკვე 19 წელია და რომ იყოს მსგავსი პროგრამა, ეცოდინებოდა ყველა ემიგრანტს და ასევე ჩვენც რომ გადაუდებელი სასწრაფო ოპერაციის დროს სახელმწიფო ერთვებოდეს და აფინანსებდეს ემიგრანტებს ოპერაციისას. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს.
- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ფაქტები, ისტორიები, რომელიც ემიგრანტი ქალბატონების ჯანმრთელობის პრობლემებს უკვაშირდება...
- ძალიან ბევრი ისტორიაა და მძიმე გასახსენებელი, ამიტომ თავს შევიკავებ, რადგან ძალიან მტკივნეული თემებია, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ისტორიებია გულისამაჩუყებელი და ტრაგიკული, როდესაც 7 წელი იბრძვის სიცოცხლისთვის და ყველაფერი ამაო აღმოჩნდება.
- ყოფილა შემთხვევები, დაბრუნებულან ქალბატონები ჩვენს ქვეყნაში და იძულებული გამხდარან ისევ წასულიყვნენ ემიგრაციაში რიგი პრობლემების გამო. ასეთ დროს, ვის შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, ოჯახს, სახელმწიფოს, თუ ორივეს ერთად?
- უნიჭიერესი ემიგრანტი, პოეტი ქალბტონი მარინა ყიფიანი 25 წელი იმყოფებოდა საბერძნეთში, ათენში, ჩამოვიდა რამდენიმე თვეა და როგორც მაქვს ინფორმაცია, ისევ აპირებს უკან დაბრუნებას. ასევე ქალბატონი იზოლდა, რომელიც 13 წელი იმყოფებოდა ათენში, იქ დიაბეტით დაავადდა, ჩამოვიდა საქართველოში და ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ღია ცის ქვეშ დატოვა, ამიტომ უკან აპირებს დაბრუნებას 72 წლის ასაკში, ასეთ დროს პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს, თქვენმა მკითხველმა განსაჯოს.
- ოჯახში ყველას უნდა დაბრუნება და არასდროს კარგავენ იმედს, რომ სამუდამოდ დაბრუნდებიან. მე იმედი მაქვს, ყველა ქართველი ემიგრანტი დაბრუნდება გამთლიანებულ საქართველოში. ჩამოვლენ თავიანთ მიწა-წყალზე და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინც ეგულებოდათ, ოჯახის წევრები დახვდებიან ,იქნება მათგან გულით მისალმება, მოფერება, მოსიყვარულება და მადლობის გადახდა, რომ უვადო პატიმრები და უსახელო გმირები ამდენს უძლებდნენ უცხო მიწაზე.
ღვთის ნებითა და ჩვენი კეთილგონიერებით ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანებულ, გაერთიანებულ, მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს. უფალი იყოს თითოეული ქართველის მფარველი, ჭეშმარიტი გზის გამნათებელი... მოვეფეროთ ქართველ ემიგრანტებს, უსახელო გმირებს, სამშობლოს და ფესვებს. ემიგრანტების იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოს, დღეს მათ მხრებზე დგას ბედკრული საქართველო. ღმერთმა არ მომიშალოს საქართველოსა და თქვენი დღეგრძელობა, ქართველო ემიგრანტებო! საქართველოს გაუმარჯოს!
მონატრებული შვილების მილოცვა - mshoblebi.ge-ს სიურპრიზი ემიგრანტ დედებს